ზემო ხვედურეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო ხვედურეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ზემო ხვედურეთში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით, დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,05 X 4,9 მ), ძირითადად ნაგებია ცუდად დამუშავებული ქვიშაქვით, წყობა ირეგულარულია; ნაგებობის ფასადების (შემორჩენილია დასავლეთ კედელზე) და საკურთხევლის კუთხეები, კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები კარგად გათლილი შირიმის მოზრდილი კვადრებითაა ამოყვანილი. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდი ოდნავ შებრტყელებულია. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მარჯვნივ, საკურთხევლის კუთხეებთან მცირე ზომის ნიშია. მოგვიანებით ნაწყობი კონქი დამრეცია. კონქის მთელ პერიმეტრზე, ქუსლის დონეზე, პატარა საფეხურია. გვიანდელი შეკეთების კვალი დასავლეთის კედელსაც ატყვია. თითო სარკმელია სამხრეთით და დასავლეთით.

ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა. ეკლესიას სამხრეთით მინაშენი ჰქონია (შემორჩენილია მცირე კვალი).

აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, წყობაში ჩასმულია მწვანე ფერის ქვიშაქვის ორნამენტირებული ფრაგმენტი - კვადრატულ ბაზისზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვები (XI ს.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]