შინაარსზე გადასვლა

ბრეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრეთის ეკლესია და კოშკი
ლაშა ხაჩიძის ფოტო

ბრეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში, სოფლის დასავლეთით, პლატოზე, ნასოფლარ წვერის ტერიტორიაზე. ეკლესია თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (8,6 X 4,6 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. დარბაზი გადახურულია კამარით. კონქი და კამარა შეისრულია. თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია. ნაგებობას ჰქონდა აგურის დაკბილული ლავგარდანი. ორფერდა სახურავი კრამიტისაა. მოგვიანებით ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიუდგამთ საყარაულო კოშკი, რაც პლატოს ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით იყო გაპირობებული.