ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: fa:کارتلی |
მ ბოტის წაშლა: diq:Kartli (deleted) |
||
ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
[[cs:Kartli]] |
[[cs:Kartli]] |
||
[[de:Kartlien]] |
[[de:Kartlien]] |
||
[[diq:Kartli]] |
|||
[[en:Kartli]] |
[[en:Kartli]] |
||
[[eo:Kartli]] |
[[eo:Kartli]] |
10:03, 6 დეკემბერი 2012-ის ვერსია
ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი - ქართლოსი. მთა “ქართლი” იქცა ქალაქ “ქართლად” (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა “დიდი ქართლი”, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.
ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:
- ზემო ქართლი - მხარე მტკვრის ზემო დინებაზე. მასში შედიოდა ტაო, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი, თორი. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის “მესხეთს”.
- შიდა ქართლი - მხარე მტკვრის შუა დინებაზე, ცენტრით ქალაქ გორში. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
- ქვემო ქართლი - მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე, ცენტრით ქალაქ რუსთავში. იგი მოიცავს ისტორიულ მხარეებს: სკვირეთი, თრიალეთი, სომხითი, საბარათიანო, დბანისხევი და სხვა.
ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.