სკვირეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სკვირეთი — ძველი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული — ხევი, რომელიც სამშვილდის საერისთავოში შედიოდა და მას ჩრდილოეთიდან საზღვრავდა. მოიცავდა დაახლოებით ახლანდელ მდინარე ვერის ხეობას. სკვირეთის უძველესი ცენტრი საკურეთის ციხე პირველად მოიხსენიება X საუკუნის სომხურ წყაროებში. აქედანვე მიიღო ხევმა სახელწოდება „სკვირეთი“. XIII საუკუნეში სკვირეთი (სკორეთის ხევი) დემეტრე II თავდადებულის მეუღლის მამული იყო. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII საუკუნე) სკვირეთში რამდენიმე ციხეს ასახელებს: წვერის ციხეს, ლასტის ციხესა და რკინის ციხეს. სკვირეთში შედიოდა აგრეთვე ბეთანიის მონასტერი და ლურჯი მონასტერი (ამჟამად თბილისის ფარგლებშია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]