ალბრეხტ დიურერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Selbstporträt, by Albrecht Dürer, from Prado in Google Earth.jpg

ალბრეხტ დიურერი (გერმ. Albrecht Dürer) (დ. 21 მაისი, 1471, ნიურნბერგი ― გ. 6 აპრილი, 1528, იქვე), გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, გრავიორი, ხელოვნების თეორეტიკოსი. გერმანიის აღორძინების უდიდესი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დიურერი ნიურბერგერი იყო. მისი ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული მშობლიური ქალაქის კულტურასთან. ის ხშირად გადიოდა უცხო ქვეყნებში, რომლებსაც შემდეგ აღტაცებით იხსენებდა, მაგრამ ყველაზე მაცდური შემოთავაზებაც კი ვერ აიძულებდა მას დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და დარჩენილიყო სადმე შორს, ნიურბერგიდან. თუმცა, არაერთხელ ჩიოდა იმას, რომ გერმანიაშიც ცუდად აფასებენ და ცოტას უხდიან მხატვარს, თვითონვე ამბობდა, ნიურბერგის მიმართ სიყვარულმა აიძულა, ეცხოვრა სამშობლოში.

დიურერი დაიბადა ნიურბერგელი იუველირის ოჯახში 21 მაისს 1471 წელს. მამამისი ალბრეხტ დიურერი-უფროსი, წარმოშობით იყო უნგრეთიდან. ის წამოვიდა უნგრული, ან შესაძლებელია გერმანულ ოჯახიდან, რომელიც ცხოვრობდა სოფელ ეიტასში და ოდითგანვე მისდევდა მეცხოველეობას. ალბრეხტ დიურერი-უფროსი, პირველი არ იყო თავის საგვარეულოში, ვინც საკუთარი წინაპრების ძირითად საქმიანობას უღალატა. არაერთხელ მომხდარა, როდესაც ახალგაზრდები ამ გვარიდან ქალაქში გადადიოდნენ, რათა დაუფლებოდნენ ხელობას, თითქმის ყოველთვის ეს იყო იუველირის ხელობა.

სამშობლოში იუველირის ხელობის დაუფლების შემდეგ, დიურერი გაემგზავრა ჩვეულებრისამებრ სამოგზაუროდ, რათა თავისი ხელობა გაეუმჯობესებინა უცხოელ ხელოსნებთან. რამდენიმე წელიწადი მან დაყო ნიდერლანდებში, ხოლო შემდეგ გადავიდა გერმანიაში და 1455 წელს ჩავიდა ნიურბერგში. 12 წლის განმავლობაში დიურერ-უფროსი მუშაობდა ადგილობრივ იუველირთან იერონიმ ჰოლპერთან, და დაქორწინდა მის ქალიშვილზე, ბარბარაზე, გახსნა საკუთარი სახელოსნო.

ალბრეხტ დიურერის მამას დიდი ოჯახი ჰქონდა. მას 18 შვილი ჰყავდა, რომელთა უმრავლესობა გარდაიცვალა ბავშვობის ასაკში და მხოლოდ სამმა მათგანმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს. თავის შვილებს ის ხელოსნობის ოქროს საქმეს ასწავლიდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი, ერნესტი, გაყვა მამის ხელობას. უფროსმა, ალბრეხტმა, ისწავლა რა ორი წელიწადი და მიაღწია თუ არა წარმატებას, ამჯობინა ფერწერას გაყოლოდა. მესამე ძმა, ჰანსი, რომელიც მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა მამა, ალბრეხტის მოსწავლე და შეგირდი გახდა და შედეგად მუშაობდა გერმანიაში და პოლონეთში როგორც ფერმწერი.

ხატვის პირველი თვისებები დიურერმა მამის სახელოსნოში მიიღო, როდესაც დაიწყო მისი ხელობის სწავლება, 14 წლის ალბრეხტი უკვე მამის მშვენიერ პორტრეტს ხატავს. ამას მოსდევს ავტოპორტრეტი. ეს ის დროა, როცა ბოტიჩელი ხატავს “ვენერას დაბადებას”. დიურერი ჯერ არ ყოფილა იტალიაში, მაგრამ დაჟინებით სწავლობს. ადრევე დაამთავრა ლათინური სასწავლებელი.

ამ დროისთვის მისი ცნობილი ნახატია “ავტოპორტრეტი” (1484, ვენა, ალბერტინა). ნახატზე გამოსახულია მოზარდი, სუსტი და ფერგამოლეული, გრძელი კულულებით, რომლებიც სახეს ამრგვალებდა. სურათის ზემოთ შემორჩენილი იყო მხატვრის მიერ გაკეთებული წარწერა: “ეს მე თვითონ დავხატე საკუთარი თავი სარკეში, 1484 წელს, როდესაც მე კიდევ ბავშვი ვიყავიო, ალბრეხტ დიურერი”. ეს დიდი იშვიათობაა ხელოვნებაში, როდესაც ბიჭი, რომელმაც ახლახანს ისწავლა ხატვა, ხატავდეს თავის ავტოპორტრეტს.

1486 წლის 30 ნოემბერს დაჟინებული თხოვნის გათვალისწინებით, ალბრეხტ დიურერმა-უფროსმა გააფორმა კონტრაქტი ვოლგემუტთან და გადასცა შვილი სასწავლებლად 3 წლით. მიხეილ ვოლგემუტი ( 1434-1519) XV საუკუნის 80-იან წლებში ნიურბერგის მხატვრებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იჭერდა. მისი სახელოსნო უზარმაზარი იყო ქალაქში და ასრულებდა უამრავ შეკვეთას როგორც ნიურბერგში ისე მოსაზღვრე ქალაქებში. სახელოსნოში იყო შესრულებული ნიურბერგის 90-იანი წლების საუკეთესო გამოცემების რამდენიმე ილუსტრაცია.

დიურერმა ვოლგემუტის სახელოსნოში 3 წელი დაჰყო. აქ ის გაეცნო ხეზე გრავიურების ხელოვნებას. სწავლის წლების მხოლოდ სამი ნაშრომი შემოინახა, სამივე 1489 წელს მიეკუთვნებან, სახელოსნოში სწავლების ბოლოს წლებს. ეს ნახატებია - ”სამი ლანდსკნეხტი” (ბერლინი, გრავიურის კაბინეტი), “კავალკალდა” (ბრემენი, სამხატვრო გალერეა) და მეომარი მხედრები (ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი). 1489 წლის 1 დეკემბერს დიურერმა დაამთავრა სწავლება ვოლგემუტის სახელოსნოში. სახელოსნოს წესის თანახმად, რომლებსაც იმ დროისთვის მხატვრებიც ემორჩილებოდნენ, მას უნდა ემოგზაურა თავისი ქვეყნის ქალაქებში ოსტატის წოდების მოსაპოვებლად. საერთოდ, სამოგზაუროდ იმ დროს, გაზაფხულზე მიდიოდნენ. ასე მოიქცა დიურერიც. 1490 წლის ზამთარში მან მშობლებთან გაატარა. ხოლო, 1490 წლის 11 აპრილს დიურერმა დატოვა ნიურბერგი და გაემგზავრა სამოგზაუროდ გერმანულ მიწებზე. მოგზაურობა 4 წელიწადი გაგრძელდა. 1494 წლის მაისში ის ბრუნდება მამისეულ სახლში.

მოგზაურობის წლები ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პერიოდია დიურერის ბიოგრაფიიდან. თვითონ ის არაფერს ამბობდა ამ დროზე, ხოლო დოკუმენტალური წყაროები მხოლოდ სამი შემოინახა. ეს, პიორველ რიგში არის, დიურერის მეზობლისა და მეგობრის კრისტოფ შერილის, ნიურბერგის ცნობილი იურისტისა და ისტორიკოსის წყარო, რომელიც გვამცნობს, 1492 წელს მხატვარი ეწვია კოლმარში აწ გარდაცვლილი მარტინ შონგაუერის სამ ძმას და ის იყო ასევე ბაზელში, სადაც მის კიდევ ერთ ძმას შეხვდა. მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ბაზელის სახალხო მუზეუმში არსებული ხის დაფა ამოტვიფრული გრავიურით-წმინდა იერონიმის გამოსახულებით. დაფის მეორე მხარეს შემონახულია მხატვრის მიერ გაკეთებული წარწერა დიურერის: “ალბრეხტ დიურერი ნიურბერგიდან”. დიურერის სახელს ამ წლებში ჩვენ ვპოულობთ ვილიბალდ იმგოფის-უფროსის კრებულთა ინვენტარში, რომელიც შედგენილია 1573-1574 წლებში. მისი კოლექციის ინვენტარში, სხვასთან ერთად ხსენებულია, დიურერის ნამუშევრებიდან ორი პორტრეტი, რომ ისინი შესრულებულია სტრასბურგში 1494 წელს და რომ მასზე გამოსახულია ოსტატი და ოსტატის მეუღლე, რომელთანაც მუშაობდა დიურერი, სტრასბურგში.

მოგზაურობის წლებმა დიდი როლი ითამაშა, არა მარტო პროფესიონალი მხატვრის ჩვევების ჩამოყალიბებაში, არამედ მის მსოფლმხედველობაზე. თავისი შემოქმედების დასაწყისში დიურერი დაკავშირებული იყო პროგრესულ გერმანულ ინტელიგენციასთან, გაეცნო ბიურგერისა და რეფორმისტულ ლიტერატურას.

1494 წლის გაზაფხულზე მამამ გამოიძახა დიურერი ნიურბერგში. ჩამოსვლისთანავე ახალგაზრდა მხატვარი დაქორწინდა ნიურბერგის გავლენიანი ბიურგერის, მექანიკოსისა და მუსიკოსის ჰანს ფრეის ქალიშვილზე, რომელთან ერთადაც ალბრეხტ დიურერი-უფროსი წინასწარ მოელაპარაკა ყველაფერზე. დაქორწინება იმ დროისთვის აუცილებელი პირობა იყო ოსტატის უფლების მისაღებად. იქედან გამომდინარე, რომ ოსტატი ღებულობდა შეგირდებსა და მოსწავლეებს, მას უნდა ყოლოდა დიასახლისი, რომელიც იზრუნებდა მათზე.

დიურერის ნიურბერგში ყოფნა მოკლევადიანი იყო. შემოდგომაზე 1494 წელს ის იტალიაში გაემგზავრა. ამ დროის ნაწარმოებებში ჩდება იტალიელი მხატვრების მსგავსება, იტალიური კოსტიუმები, ჩრდილოეთის ზღვის ცხოველები, ალპის მთების ხედები, ადგილები და ქალაქები, რომლის გავლითაც იყო გზა იტალიისაკენ.

დიურერი თავის თავს უმცროსს ეძახის, რადგან აღიარებს მამის ხელოვნებასაც. თვით მას, კი თამამად შებვიძლია ვუწოდოთ უდიდესი ნიურბერგელი და უდიდესი ბერმანელი ხელოვანი.

დიდოსტატის მამა, ალბრეხტ დიურერ უფროსი, ოქრომჭედელი იყო და თავის ხელოვნებაში თვალსაჩინო წარმატებასაც მიაღწია. სურდა შვილიც ამ გზით წასულიყო, მაგრამ ალბრეხტ უმცროსმა ოდნავ გადაუხვია: "ოქროს ჭედვა" ფუნჯითა და გრავიორის ნემსით ამჯობინა.

ნიდერლანდების ხელოვნებასთან შეხება კეთილად აღიბეჭდა ხელოვნებაზე და მისი ტენდენციიების გამყარება გამოიწვია, რომლებიც მის შემოქმედებაში აღიბეჭდა ნიურბერგში გამგზავრებამდე. დიურერის ფერწერაში და გრაფიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პორტრეტი. შემოინახა ფერწერული ოთხი პორტრეტი, შესრულებული დიურერის მიერ 1521-1528 წლებში; პორტრეტები უცნობი ბიურგერისა (1524, მადრიდ პრადო), ნიურბერგელი ვაჭრების იაკობ მუფელკისა და იერონიმ ხოლცშუერის (1526, ვენა, მხატვრულ-ისტორიული მუზეუმი) და ჰუმანისტი იოჰან კლებერგი (1526, ვენა, მხატვრულ- ისტორიული მუზეუმი). საუკეთესოთა რიცხვს განეკუთნება კულტურისტის ფრიდრიხ საქსონელის პორტრეტი (1524), იმპერატორის მრჩევლის ულრიხ ვანგიულერიიოს პორტრეტი (1522), ცნობილი მუჰანისტის ეობან ჰესის პორტრეტი (1527).

მალე ნიდერლანდებიდან დაბრუნებისას დიურერმა დაიწყო მუშაობა ახალ “ვნებათა” სერიაზე, რომელიც მან ჩაიფიქრა შეესრულებინა ხეზე გრავიურით. მოსამზადებელ ნახატებთან ერთად, ნაწილობრივ შესრულებული ნიდერლანდებში, დიურერმა მხოლოდ ერთი გრავიურა შეასრულა “საიდუმლო საღამო” (1523). 1524 წელს მან შეწყვიტა მუშაობა “ვნებებზე”. ასევე შექმნილი იყო გრავიურები სპილენძზე: ორი ვარიანტი “წმინდა ქრისტეფორე” (1521), “წმინდა ვარფოლონმეო” და “წმინდა სიმონი” (1523), “წმინდა ფილიპე” (1526). ბოლო სამი გრავიურა დიურერის ჩანაფიქრის ნაწილი იყო, თუმცა ასევე არ მიუყვანია ბოლომდე. შეუსრულებელი დარჩა მეორე ჩანაფიქრიც- გრავიურა “ჯვარცმა”, რომელზეც დიურერი მუშაობდა დაახლოვებით1523 წელს. 1525 წელს დაიწყო დიდი გლეხური ომი, რომელშიც სახალხო მასების მოძრაობამ პიკს მიაღწია. ცნობილია, რომ ამ წლებში დიურერი ინტერესს იჩენდა რეფორმაციის რადიკალურ მიმდევრობაზე.

1525 წელს დიურერი გამოსაცემად ამზადებდა თავის პირველ ტრაქტატს “განზომილების სახელმძღვანელო”. ამ წლის დასაწყისში ჩახჩობილი იქნა შვაბურ-ფრანკონული აჯანყება, და ნიურბერგის ირგვლივ გაიარა მასიური დასჯის ტალღამ და ზაფხულზე 1525 წელს მან სასწრაფოდ და წარმატებულად ჩასვა თავისი ფაქტიურად მზა ახალი გრავიურის ტრაქტატი “გლეხებზე გამარჯვების ძეგლი”. ამავე წლებში დიურერი მუშაობდა პროპორციებზე ტრაქტატის დაბრუნებაზე, რომელიც დასრულებული იყო 1523 წელს, თუმცა, ბოლო მომენტში დიურერმა გადადო მისი გამოქვეყნება. მან საჭიროდ ჩათვალა გამოეცა ჯერ გეომეტრიის სახელმძღვანელო, რადგან ფრთხილობდა, რომ ასეთი წიგნის გარეშე მისი პროპორციის თეორია გაუგებარი იქნებოდა გერმანელი მხატვრებისათვის, რომლებსაც შესაბამისი მომზადება არ გააჩნდათ.

გალერეა[რედაქტირება]

ცხოვრების ბოლო წლები[რედაქტირება]

მიუხედავად კლასიკური განათლების ნაკლებიობისა დიურერს დიდი ინტერესი ჰქონდა ინტელექტუალური საკითხების მიმართ, რაშიც მას დიდ დახმარებას უწევდა ბავშვობის მეგობარი ვილიბალდ პირკგეიმერი, რომელთანაც ის საკუთარი სურათების შიანაარსზე კონსულტაციებს გადიოდა.[1] მას ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ დროის გამოჩენილ მეცნიერებთან. მან ორი წიგნის გამოცემაც მოახერხა ესენია: 1525 წელს გამოცემული იქნა ტრაქტქტი “განზომილების სახელმძღვანელო” ხაზობრივი პერსპექტიის თეორიის გარდა, აქ გამოცემულია კლასიკური გაპმეტროიის ფუძეები,განხილულია ოპტილის საკითხები და რამდენიმე მათემატიკის პრობლემა, რომელიც პირველი მათემატიკის სახელმძღვანელო იყო გერმანულ ენაზე და -”ქალაქების გამაგრების რჩევები” რომელიც XVI საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში თავდაცვითი ნაგებობების საკითხის გამწვავების გამოძახილი იყო. დიურერი გარდაიცვალა 1528 წელს 56 წლის ასაკში.

წყაროები[რედაქტირება]

  • Christine Demele. Dürers Nacktheit – Das Weimarer Selbstbildnis. Rhema Verlag, Münster 2012, ISBN 978-3-86887-008-4
  • Bartrum, Giulia. Albrecht Dürer and his Legacy. British Museum Press, 2002. ISBN 0-7141-2633-0
  • Campbell Hutchison, Jane. Albrecht Dürer: A Biography. Princeton University Press, 1990. ISBN 0-691-00297-5
  • Dürer, Albrecht (translated by R.T. Nichol from the Latin text), Of the Just Shaping of Letters, Dover Publications. ISBN 0-486-21306-4
  • Harbison, Craig. "Dürer and the Reformation: The Problem of the Re-dating of the St. Philip Engraving". The Art Bulletin, Vol. 58, No. 3, 368-373. September, 1976.
  • Hotchkiss Price, David. Albrecht Dürer's Renaissance: Humanism, Reformation and the Art of Faith. Michigan, 2003.
  • Landau David; Parshall, Peter. The Renaissance Print. Yale, 1996. ISBN 0-300-06883-2
  • Panofsky, Erwin. "The Life and Art of Albrecht Dürer", Princeton, 1945. ISBN 0-691-00303-3
  • Strauss, Walter L. (Ed.). The Complete Engravings, Etchings and Drypoints of Albrecht Durer. Dover Publications, 1973. ISBN 0-486-22851-7 — still in print in paperback.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Corine Schleif (2010), “Albrecht Dürer between Agnes Frey and Willibald Pirckheimer,” The Essential Dürer, ed. Larry Silver and Jeffrey Chipps Smith, Philadelphia, 85-205