შინაარსზე გადასვლა

ნიკოპოლი (ბულგარეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნიკოპოლი
ბულგ. Никопол

ნიკოპოლის ხედი ციხიდან
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ოლქი პლევენი
თემი ნიკოპოლი
კოორდინატები 43°42′00″ ჩ. გ. 24°54′00″ ა. გ. / 43.70000° ჩ. გ. 24.90000° ა. გ. / 43.70000; 24.90000
ფართობი 35.185 კმ²
ცენტრის სიმაღლე 179
მოსახლეობა 4 071 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+359) 6541
საფოსტო ინდექსი 5940
ოფიციალური საიტი https://www.nikopol-bg.com/
ნიკოპოლი (ბულგარეთი) — ბულგარეთი
ნიკოპოლი (ბულგარეთი)

ნიკოპოლი (ბულგ. Никопол) — ქალაქი ბულგარეთში. მდებარეობს პლევენის ოლქის ნიკოპოლის თემში, მდინარე დუნაის მარჯვენა მხარეს. ბულგარეთის მეორე იმპერიის დედაქალაქი 1393-1395 წლებში.

რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში ნიკოპოლის ტერიტორიაზე არსებობდა მცირე დასახლება, რომელიც შედიოდა პროვინცია მეზიის შემადგენლობაში. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 169 წელს. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ქალაქი აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარზე. 1059 წელს მას უწოდეს ნიკოპოლისი (ბერძ. Νικόπολις; „გამარჯვების ქალაქი“). შუა საუკუნეების განმავლობაში შედიოდა ბულგარეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1393 წელს, ტირნოვოს ალყის შემდეგ ქალაქში გამაგრდა ბულგარეთის უკანასკნელი მეფე იოან-შიშმანი, სადაც იგი ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს. აქ განვითარებული ამბების გამო ნიკოპოლი ორი წლის განმავლობაში ითვლება ბულგარეთის დედაქალაქად. ნიკოპოლისთან 1396 წელს გაიმართა შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი ნიკოპოლის ბრძოლა.

ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში ნიკოპოლი ოსმალური ადმინისტრაციული ერთეულის სანჯაყის ცენტრი გახდა. 1877 წელს ნიკოპოლთან რუსეთ-ოსმალეთის ომის ფარგლებში გაიმართა ბრძოლა, რომელიც რუსების გამარჯვებით დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]