სოფიის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფიის მეტროპოლიტენი
Sofia metropolitan sign.jpg
ინფორმაცია
ქვეყანა ბულგარეთი ბულგარეთი
ქალაქი სოფიის გერბისოფია
გახსნის თარიღი 28 იანვარი 1998
ხაზის სიგრძე 31,1 კმ.
სადგურთა რაოდენობა 27
ხაზთა რაოდენობა 2
მგზავრები დღეში ~450 000 [1]
მგზავრები წელიწადში 31 მლნ.
ხაზების სქემა
სოფიის მეტროპოლიტენის სქემა, დაპროექტებული ხაზებით

სოფიის მეტროპოლიტენი (ბულგ Софийско метро) — ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მეტროსისტემა; ერთადერთი მეტროა ქვეყანაში. შედგება ერთი ხაზის, რვა სადგურისა და 9,9 კმ საერთო სიგრძის ლიანდაგებისგან. პირველიდან ბოლო საგდურამდე გადაადგილებას 14 წუთი სჭირდება. სადგურთა შორის საშუალო მანძილი 1100 მეტრია, პლატფორმების სიგრძე 120 მეტრი (გათვალისწინებულია საშუალო სიგრძის ექვს ვაგონზე). გამოიყენება ევროპისთვის სტანდარტული 1435 მმ ლიანდაგი. კვება საკონტაქტო რელსიდან მიიღება 825 ვ. მატარებლების მაქსიმალური სისწრაფეა 90 კმ/ს, მინიმალური შესაძლო ინტერვალი მატარებლებს შორის - 90 წამი.


ისტორია[რედაქტირება]

მიწისქვეშა ტრანსპორტის გეგმა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეიქმნა, თუმცა, ოფიციალურად 1990-იან წლებამდე არ გახმოვანებულა, რადგან, ქალაქი მეტროს დაუყოვნებელი აშენების აუცილებლობას არ განიცდიდა. მეორე ფაქტორად სამშენებლო სამუშაოების სირთულე შეიძლება ჩაითვალოს; სოფია ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და თრაკიული თუ რომაული კულტურის არაერთი ძეგლია მიწისქვეშ მოყოლილი.

მეტროპოლიტენის აგება იმ ადგილებიდან დაიწყეს, სადაც პიკის საათში ხალხმრავლობა იყო. ქალაქის გარკვეულ ნაწილში მგზავრთა სიჭარბე საათში 40 000-ს აღემატებოდა.

სოფიის მეტროპოლიტენი 1998 წლის 28 იანვარს გაიხსნა, მშენებლობის დაწყებიდან თითქმის 18 წლის შემდეგ. პირველი რადიუსის პირველი რიგი 1979 წელს დაიწყო სადგურების - ვარდარისა და ლიულინის მშენებლობით, ხოლო პირველი გვირაბები და პირველი ორი სადგური აღიჭურვა 1982 წელს ეროვნული კულტურის სასახლის მშენებლობისას. გახსნის დროს ხაზი მხოლოდ ხუთი სადგურისგან შედგებოდა და 6,5 კმ სიგრძე ჰქონდა. 1999 და 2000 წლებში ხაზი თითო სადგურით დაგრძელდა აღმოსავლეთით. 2003 წელს კი ჩრდილოეთის მიმართულებით დაემატა კიდევ ერთი სადგური ობელია, რომელიც თავის მხრივ, ერთადერთი მიწისზედა სადგურია სოფიის მეტროპოლიტენში.

უახლოესი პერსპექტივები[რედაქტირება]

2009 წელს პირველი ხაზის ექვსი სადგურით დაგრძელება იგეგმება აღმოსავლეთის მიმართულებით საცხოვრებელ უბან მლადოსტამდე (ქართ: ახალგაზრდობა). უკვე გაჟღერებულია ახალი მონაკვეთის გახსნის ოფიციალური თარიღი - 2009 წლის 6 მაისი. სადგურ "მლადოსტ-1"-დან სადგურ "სტადიონ ვასილ ლევსკიმდე".

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


შეცდომა ციტირებაში არსებული ტეგისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references/>; $2