პლისკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პლისკა
ბულგ. Плиска
Boris-Mihail of Bulgaria 2.jpg
ბორის I-ის მონუმენტი პლისკაში
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ოლქი შუმენი
თემი კასპიჩანი
კოორდინატები 43°22′00″ ჩ. გ. 27°07′00″ ა. გ. / 43.36667° ჩ. გ. 27.11667° ა. გ. / 43.36667; 27.11667
ადრეული სახელები აბობა
ცენტრის სიმაღლე 145
მოსახლეობა 1012[1] კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+359) 5323
საფოსტო ინდექსი 9920
პლისკა — ბულგარეთი
პლისკა

პლისკა (ბულგ. Плиска; ძვ. სლავ. Пльсковъ) — ქალაქი ბულგარეთში, შუმენის ოლქის კასპიჩანის თემში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთებით გარემოცულ დაბლობზე, ქალაქ შუმენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 13,5 კმ-ში. მოსახლეობა — 1 012 კაცი (2013).

პლისკა ბულგარეთის დედაქალაქი იყო VII-IX საუკუნეებში. საფუძველი ჩაუყარა ბულგარეთის სახელმწიფოს დაამაარსებელმა ასპარუხიმა (679-700 წწ.). 893 წელს დედაქალაქი გადაიტანეს პრესლავში. ერთი საუკუნის განმავლობაში პლისკა პრაქტიკულად განადგურდა. ძველი ქალაქის ნანგრევები მდებარეობს თანამედროვე ქალაქიდან 3 კილომეტრში. დღევანდელ ქალაქ პლისკას 1925 წლამდე ეწოდებოდა აბობა.

ძველი პლისკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლისკა ბულგარეთის პირველი იმპერიის დედაქალაქი იყო 681-893 წლებში. ბულგარული ქრონიები მოგვითხრობენ, რომ ქალაქის დამაარსებელია ბულგარეთის ხანი ასპარუხი. ბიზანტიელი ისტორიკოსები გიორგი კედრენე და ანა კომნენოსი თავიანთ ნაშრომებში ამ ქალაქს „პლისკუსს“ უწოდებენ. ქალაქს ეკავა 23 კმ² ტერიტორია და მისი ცენტრი გარშემორტყმული იყო თავდაცვითი კედლით. ქალაქში მდებარეობდა სასახლეები და ქვის ეკლესია. შემონახულია თიხის წყლის მილები.

811 წელს პლისკა ბიზანტიის ჯარებმა გაძარცვეს, მაგრამ მალევე მომხვდურები ბულგარეთის ხანმა კრუმმა სასტიკად დაამარცხა პლისკის ბრძოლაში (811 წლის 26 ივლისი), მოკლა იმპერატორი ნიკიფორე I და დამპყრობლები ქვეყნიდან გააძევა.

ხანი ომურტაგი ხელს უწყობდა ხელოსნობის განვითარებას.886 წელს ბორის I-მა დააარსა პრესლავის ლიტერატურული სკოლა, რომელსაც სათავეში ჩაუყენა ნაუმ ოჰრიდელი. აღნიშნული სკოლა IX-X საუკუნეებში გახდა ბულგარეთისა პირველი იმპერიისა და მთელი სლავური წარმოშობის ხალხების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული და კულტურული ცენტრი. 882 წელს ბორის I-ის მემკვიდრე ვლადიმირ რასატე პლისკაში შეეცადა კერპთაყვანისმცემლობის აღდგენას, რის გამოც ტახტიდან გადამდგარი და ბერად აღკვეცილი ბორის I დროებით დაუბრუნდა ტახტს და ხელისუფლება გადაულოცა მეორე შვილს სიმეონ I-ს, რომელმაც გამეფებისთანავე დედაქალაქი პრესლავში გადაიტანა, სადაც კერპთაყვანისმცემლობა საკმაოდ სუსტი იყო.

დედაქალაქის გადატანამ მთელი X საუკუნის განმავლობაში გამოიწვია პლისკის ფუნქციის დაცემა. 969 და 979 წლებში კიევის რუსეთისა და ბიზანტიის იმპერიის ლაშქრობების შედეგად ქალაქი საბოლოოდ განადგურდა.

ნანგრევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ბოლომდე პლისკის ნანგრევები გამოიყენებოდა, როგორც ქვის სამტეხლო. პლისკის ქვებით ააგეს ქალაქ შუმენის მეჩეთი 1740 წელს.

პლისკის ნანგრევები პირველად აღწერა დანიელმა მკვლევარმა კარსტენ ნიბურმა 1767 წელს. 1884 წელს ჩეხმა ისტორიკოსმა კონსტანტინ ირეჩეკმა ნანგრევები დააკავშირა ბიზანტიელი ისტორიკოსების ანა კომნენოსისა და ლეო დიაკვანის მიერ მოხსენიებულ პლისკასთან. ირეჩეკის მოსაზრებები დაადასტურა პირველივე არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელსაც 1897-1898 წლებში აწარმოებდა კონსტანტინოპოლის რუსული არქეოლოგიური უნივერსიტეტის დირექტორი ფიოდორ უსპენსკი[2].

ნანგრევების ადგილზე ამჟამად მოქმედებს ეროვნული ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალი „პლისკა“. აქვეე მდებარეობს ნაკრძალის არქეოლოგის კარელ შკორპილის საფლავი.

თანამედროვე პლისკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში დასახლებას ეწოდა აბობა. 1925 წელს მას პლისკოვი უწოდეს. 1947 წელს კი მიიღო თანამედროვე სახელწოდება პლისკა.

ქალაქში არის საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა. 1925 წელს ააშენეს წმინდა მეფე ბორისის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი. ქალაქში ასევე მდებარეობს ბულგარეთის გამაქრისტიანებელი მეფის ბორის I-ის ძეგლი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Таблица на населението по постоянен и настоящ адрес област Шумен община Каспичан. // grao.bg. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-04-05. წაკითხვის თარიღი: 2013-4-3.(ბულგარული)
  2. Плиска. // bulgariancastles.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-04-05. წაკითხვის თარიღი: 2013-4-3.(ბულგარული)