სოფიის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სოფია (ბულგ. Софийска област) — ოლქი დასავლეთ ბულგარეთში. სოფიის ოლქს სამი მხრიდან საზღვრავს ქალაქ სოფია, თუმცა ის უშუალოდ ოლქის შემადგენლობაში არ შედის.

ჩანჩქერი სოფელ კოსტენეცის სიახლოვეს

ოლქის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 7 059 კმ², აქ ცხოვრობს 254,996 ადამიანი. სოფიის ოლქში გაბატონებული მდგომარეობა აქვს, მთიან რელიეფს. ჩრდილოეთიდან სამხრეთით ვრცელდება ბალკანეთის მთები, სამხრეთით მდებარეობს რილას მთიანი სისტემა, ოლქის უმაღლესი წერტილია მთა მუსალა, ეს მთა მდებარეობს უკიდურეს სამხრეთ ტერიტორიაზე სოფიისა და ბლაგოევგრადის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე. აქ აგრეთვე მდებარეობს სხვა შედარებით დაბალი სიმაღლის მთები და ვაკეები. მთიან ადგილებში განვითარებულია ტურიზმი, აქ მრავლადაა სათხილამურო კურორტები, მათგან ყველაზე ცნობილია ბორევეცი, ეს კურორტი მდებარეობს ქალაქ სმაკოვოს სამხრეთით.

სოფიის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მრეწველობაა განვითარტებულია.

სოფიის ოლქს ესაზღვრება

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფიის პროვინცია და მისი თემები

სოფიის ოლქი (област) იყოფა 22 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად თემების მოსახლეობა.

თემი კირილიცა მოს.[1] ქალაქი/სოფელი მოს.[1]
ანტონი Антон 1,650 ანტონი 1,650
ბოტევგრადი Ботевград 36,183 ბოტევგრადი 23,694
ბოჟურიშტე Божурище 6,735 ბოჟურიშტე 4,829
ჩავდარი Чавдар 1,252 ჩავდარი 1,252
ჩელოპეჩი Челопеч 1,571 ჩელოპეჩი 1,571
დოლნა-ბანია Долна баня 4,917 დოლნა-ბანია 4,917
დრაგომანი Драгоман 5,373 დრაგომანი 3,541
ელინ-პელინი Елин Пелин 22,015 ელინ-პელინი 7,293
ეტროპოლე Етрополе 13,773 ეტროპოლე 12,078
გოდეჩი Годеч 5,670 გოდეჩი 4,783
გორნა-მალინა Горна Малина 5,668 გორნა-მალინა 1,357
იხტიმანი Ихтиман 18,903 იხტიმანი 14,571
კოპრივშტიცა Копривщица 2,547 კოპრივშტიცა 2,547
კოსტენეცი Костенец 14,154 კოსტენეცი 7,762
კოსტინბროდი Костинброд 16,145 კოსტინბროდი 11,523
მირკოვო Мирково 2,534 მირკოვო 1,707
პირდოპი Пирдоп 9,217 პრიდოპი 8,361
პრავეცი Правец 7,919 პრავეცი 4,440
სამოკოვი Самоков 41,544 სამოკოვი 30,085
სლივნიცა Сливница 9,511 სლივნიცა 7,790
სვოგე Своге 22,557 სვოგე 8,741
ზლატიცა Златица 6,274 ზლატიცა 5,529

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]