ხასკოვოს ოლქი (ბულგ.Област Хасково) — ოლქი სამხრეთ ბულგარეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება საბერძნეთი და თურქეთი. ოლქის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 5,543 კმ², ხოლო მოსახლეობა 279,067 ადამიანს. აქ მიედინება მდინარე მარიცა. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხასკოვო.
ხასკოვოს ოლქი (област) იყოფა 11 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად თემების მოსახლეობა.