ბურგასის ოლქი
იერსახე
ბურგასის ოლქი (ბულგ. Област Бургас) — მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბულგარეთში, სამხრეთ შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბურგასი. ბურგასას ფართობი შეადგენს 457,750 კმ²-ს, ამ ოლქის ბულგარეთში ფართობით მეორე ადგილი უკავია სოფიის შემდეგ. მოსახლეობით კი მეოთხე ადგილი უკავია, აქ ცხოვრობს 418,925 ადამიანი.
თემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურგასის ოლქი (област) იყოფა 13 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად თემების მოსახლეობა.
| თემები | კირილიცა | მოს.[1] | ქალაქი/სოფელი | მოს.[1] |
|---|---|---|---|---|
| აიტოსი | Айтос | 35,788 | აიტოსი | 24,842 |
| ბურგასი | Бургас | 230,450 | ბურგასი | 214,198 |
| კამენო | Камено | 12,652 | კამენო | 5,704 |
| კარნობატი | Карнобат | 29,810 | კარნობატი | 21,842 |
| მალკო-ტირნოვო | Малко Търново | 3,876 | მალკო-ტირნოვო | 2,784 |
| ნესებირი | Несебър | 21,956 | ნესებირი | 10,855 |
| პომორიე | Поморие | 28,760 | პომორიე | 14,601 |
| პრიმორსკო | Приморско | 6,714 | პრიმორსკო | 3,473 |
| რუენი | Руен | 36,106 | რუენი | 2,676 |
| სოზოპოლი | Созопол | 13,571 | სოზოპოლი | 4,682 |
| სრედეცი | Средец | 14,960 | სრედეცი | 9,709 |
| სუნგურლარე | Сунгурларе | 14,243 | სუნგურლარე | 3,760 |
| ცარევო | Царево | 9,611 | ცარევო | 6,343 |