ველიკი-პრესლავი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ველიკი-პრესლავი ბულგ. Велики-Преслав | |||
![]() ძველი ველიკი-პრესლავის ხედი | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ოლქი | შუმენი | ||
თემი | ველიკი-პრესლავი | ||
კოორდინატები | 43°09′31″ ჩ. გ. 26°49′00″ ა. გ. / 43.15861° ჩ. გ. 26.81667° ა. გ. | ||
ადრეული სახელები |
1878-მდე: ესკი-სტამბოლი 1993-მდე: პრესლავი | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1883 | ||
ფართობი | 76.76 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 92 მ | ||
მოსახლეობა | 9 237 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | (+359) 538 | ||
საფოსტო ინდექსი | 9850 | ||
ოფიციალური საიტი | http://bulgaria.domino.bg/velikipreslav/ | ||
ველიკი-პრესლავი (ბულგ. Велики Преслав) — ქალაქი ბულგარეთში. მდებარეობს შუმენის ოლქის ველიკი-პრესლავის თემში, მდინარე გოლიამა-კამჩიის მარცხენა ნაპირზე. ველიკი-პრესლავიდან სამხრეთით 3 კილომეტრში მდებარეობს პრესლავი, ბულგარეთის პირველი იმპერიის დედაქალაქი 893-971 წლებში.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბულგარეთის პირველი იმპერიის დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
893 წელს ვლადიმირ რასატეს დამხობის შემდეგ ბულგარეთის ახალმა მეფემ სიმეონ დიდმა დედაქალაქი გადაიტანა პრესლავში, რომელიც ძველი წარმართული დედაქალაქის, პლისკისაგან განსხვავებით წარმოადგენდა ბულგარეთის ქრისტიანობის ცენტრს.
919 წელს პრესლავის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. 968 წელს ქალაქი, ისევე, როგორც მთელი ბულგარეთი დაიპყრო კიევის რუსეთის მთავარმა სვიატოსლავ I-მა.
971 წელს ბიზანტიის ჯარებმა იოანე I ციმისკეს სარდლობით დაიპყრო პრესლავი და აღმოსავლეთი ბულგარეთი შევიდა იმპერიის შემადგენლობაში.
ბულგარეთის მეორე იმპერიის დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XI-XII საუკუნეებში, ბიზანტიის მმართველობის პერიოდში ქალაქი დაცემას განიცდიდა. ძმების პეტრესა და ასენის აჯანყების შემდეგ ქალაქი მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ასენი ქვეყანას მართავდა ტირნოვოდან, ხოლო პეტრე პრესლავიდან. საბოლოოდ დედაქალაქი გადაიტანეს ტირნოვოში, ხოლო პრესლავმა ნელ-ნელა დაიწყო დაცარიელება. XIII საუკუნეში ქალაქი საბოლოოდ გაანადგურეს მონღოლებმა, ხოლო ქალაქის უკანასკნელი მოსახლეები გადასახლდნენ თანამედროვე პრესლავის ადგილზე.
ველიკი-პრესლავის მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XIX საუკუნის დასასრულიდან ქალაქში მიმდინარეობს რეგულარული არქეოლოგიური გათხრები. პრესლავი შედგებოდა ორი ნაწილისაგან: ქვემო (გარე) ქალაქი, რომელიც გარშემორტყმული იყო ქვის 10 მეტრის სიმაღლის გალავნით და ზემო (შიდა) ქალაქი, რომელშიც ძირითადად განთავსებული იყო ასევე გალავანშემორტყმული სამეფო სასახლეები. ამჟამად ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი „ველიკი-პრესლავი“.
პრესლავთან დაკავშირებული პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სიმეონ I — ბულგარეთის პირველი იმპერიის მეფე
- პეტრე I — ბულგარეთის პირველი იმპერიის მეფე
- ბორის II — ბულგარეთის პირველი იმპერიის მეფე
- სვიატოსლავ I — კიევის რუსეთის მთავარი
- ნაუმ ოჰრიდელი — ბულგარელი წმინდანი
- პეტრე IV — ბულგარეთის მეორე იმპერიის მეფე
- ივან ასენ II — ბულგარეთის მეორე იმპერიის მეფე
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Municipality of Veliki Preslav
- Website of the National Historical and Archaeological Museum Veliki Preslav დაარქივებული 2012-07-17 საიტზე Wayback Machine.
- Primary School
- Nikolov, A. Making a new basileus: the case of Symeon of Bulgaria (893-927) reconsidered. – In: Rome, Constantinople and Newly converted Europe. Archeological and Historical Evidence. Vol. I. Ed. by M. Salamon, M. Wołoszyn, A. Musin, P. Špehar. Kraków-Leipzig-Rzeszów-Warszawa, 2012, 101-108
|