ესმეჰან სულთანი
იერსახე
| ესმეჰან სულთანი | |
|---|---|
| დაბადების სახელი | ესმეჰან ჰანიმ სულთანი |
| დაბადების თარიღი |
1544 მანისა, ოსმალეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი |
7 აგვისტო, 1585, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
| დაკრძალულია | აია-სოფიას ტაძარი, სტამბოლი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მეცენატი[1] |
| რელიგია | ისლამი |
| მეუღლე(ები) |
სოკოლუ მეჰმედ-ფაშა ნიშანჯი ფერიდუნ-ფაშა |
| შვილ(ებ)ი |
გიულრუჰ სულთანი იბრაჰიმ ხანი |
| მშობლები |
მამა: სელიმ II დედა: ნურბანუ სულთანი |
ესმეჰან ჰანიმ სულთანი (დ. 1544 — გ. 7 აგვისტო, 1585)[2] — ოსმალეთის სულთნის სელიმ II-ს და მისი კანონიერი ცოლის ნურბანუ სულთნის ქალიშვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესმეჰან სულთანი დაიბადა 1544 წელს მანისაში, იმ დროს, როდესაც სელიმ II მანისის სანჯაყ-ბეი იყო.
1564 წელს ესემჰან სულთანი დაქორწინდა სოკოლუ მეჰმედ-ფაშა. ქორწილის შემდეგ სულთანი თავის ქმართან ერთად სტამბოლის სასახლეში გადავიდა, რომელიც მათ საჩუქრად უბოძეს. 1565 წელს სოკოლუ დიდი ვეზირი გახდა. ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ ორი შვილი: გულრუჰ სულთანი და ინრაჰიმ ხანი.
1579 წელს სოკოლუ მეჰმედ-ფაშა გარდაიცვალა. მალე ესმეჰანი მეორედ დაქორწინდა ნიშანჯი ფერიდუნ-ფაშაზე. ესმეჰან ჰანიმ სულთანი გარდაიცვალა 1585 წელს. მისი შვილების ბედი უცნობია. დაკრძალულია აია-სოფიას მეჩეთში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Afyoncu, Erhan. Sokullu Mehmed Paşa // Islam Ansiklopedisi. — 2009. — Vol. 37. — P. 354—357. (тур.)
- Alderson, Anthony Dolphin. The Structure of the Ottoman Dynasty. — Oxford: Clarendon Press, 1956.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hagia Sophia Tomb of Sultan Selim II. HagiaSophia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-24. ციტირების თარიღი: 2017-05-17.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1276144547 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Alderson 1956, table XXXI.