ლუქსემბურგები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუქსემბურგები — დინასტია, რომელიც მართავდა საღვთო რომის იმპერიას (1308—1313, 1346—1400, 1410—1437), ჩეხეთს (1310—1437), უნგრეთსა (1387—1437) და ლუქსემბურგს, ლიმბურგიული სახლის შტო. დინასტიას სათავე დაუდო ლიმბურგის ჰერცოგმა, ვალერან III-მ (1170—1226), რომელმაც, ლუქსემბურგის გრაფის ასულთან, ერმეზიდა I-თან (1186—1247) ქორწინების წყალობით, მოიპოვა უფლებები ლუქსემბურგზე. მისი შვილიშვილებიდან, ჰაინრიხ V ლუქსემბურგელის (1216—1271; 1247 წლიდან ლუქსემბურგის გრაფი) ვაჟებიდან დაიწყო ორი შტო — საიმპერიო და ფრანგული.

მნიშვნელოვანი წარმომადგენლები:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jörg K. Hoensch: Die Luxemburger. Eine spätmittelalterliche Dynastie gesamteuropäischer Bedeutung 1308–1437. Kohlhammer, Stuttgart 2000. ISBN 3-17-015159-2 (Gut lesbare Gesamtdarstellung mit weiteren Literaturhinweisen)