არდენები
იერსახე
| არდენები | |
|---|---|
| კოორდინატები: 50°15′ ჩ. გ. 5°40′ ა. გ. / 50.250° ჩ. გ. 5.667° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | ბოტრანჟი |
| სიმაღლე | 694 მ |
| სიგრძე | 180 კმ |
არდენები (Ardennes; კელტ. ard — მაღალი) — მაღლობი სამხრეთ ბელგიაში და ნაწილობრივ საფრანგეთსა და ლუქსემბურგში. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 180 კმ-ზე. წარმოადგენს რაინის ფიქლოვანი მთების დასავლეთ დაბოლოებას. აგებულია დევონური და ქვიან-ნახშირიანი კირქვებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით. საშუალო სიმაღლე დაახლოებით 350-400 მ. მაქსიმალური სიმაღლე 694 მ (მთა ბოტრანჟი). ზედაპირი პლატოსებრია. არდენები დრენირებულია მდინარე მაასითა და მისი შენაკადით — ურთით. ბევრია ტორფნარი ჭაობი, ფერდობებზე — არყის, ნაძვისა და მუხის ტყეებია. არის ქვანახშირისა და რკინის მადნის საბადოები. სახელწოდება არდენები მოიხსენიება ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში როგორც არდენების ტყე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არდენები“ ვიკისაწყობში.- არდენები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)