ანრი (ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანრი
Henri of Luxembourg (2009).jpg
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 2000 წლის 7 ოქტომბერი
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჟანი
მემკვიდრე: პრინცი ვილჰელმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1955 წლის 16 აპრილი
დინასტია: ნასაუ
მამა: ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჟანი
დედა: ჰერცოგინია ჟოზეფინა-შარლოტი

ანრი (დ. 16 აპრილი, 1955) — ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი 2000 წლიდან, მას შემდეგ, რაც მამამისი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჟანი მის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა.

მშობლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრის მშობლები დიდი ჰერცოგი ჟანი და ჰერცოგინია ჟოსეფინა-შარლოტ იყვნენ. ისინი 1953 წლის 9 აპრილს დაქორწინდნენ და ანრის გარდა კიდევ ოთხი შვილი ეყოლათ. დედა - ბელგიის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ბელგიის მეფე ლეოპოლდ III-ისა და დედოფალ ასტრიდის უფროსი და ერთადერთი ქალიშვილი იყო. ის 1927 წლის ოქტომბერში დაიბადა ბრიუსელში. იგი სათავეში ედგა არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, მათ შორის ლუქსემბურგის წითელ ჯვარს (1958 წლიდან). ჰერცოგინია 2005 წლის 10 ივნისს 77 წლის ასაკში ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრი დაიბადა 1955 წლის აპრილში, ბეთზდორფის ციხესიმაგრეში, ლუქსემბურგში. განათლება მიიღო როგორც სამშობლოში, ასევე საფრანგეთში, დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. ასევე მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება სენდჰასის სამეფო სამხედრო კოლეჯში, ბრიტანეთში. მონარქი თავისუფლად ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის მომავალ მეუღლეს, მარია ტერეზა მესთრს, პრინცი შეხვდა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში სწავლისას. მიუხედავად პრინცის დედის წინააღმდეგობისა, ანრი დაქორწინდა მარიაზე 1981 წლის 14 თებერვალს ლუქსემბურგში. სამეფო წყვილს შეეძინა ხუთი შვილი - 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი. 2006 წლის 12 მარტს ჰერცოგსა და ჰერცოგინიას შეეძინათ შვილიშვილი - მათ მესამე ვაჟს - პრინც ლუის შეეძინა ვაჟი - გაბრიელი.

სამართლებრივი სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის კონსტიტუციის საფუძველზე, დიდი ჰერცოგი სახელმწიფოს მეთაურია. მონარქის პოზიციები ასახულია ქვეყნის მთავარი კანონის 33-ე და 49-ე თავებში. იგი ნიშნავს პრემიერსა და მთავრობის სხვა წევრებს, ხსნის და ხურავს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა პალატას, ნიშნავს ელჩებს და ა.შ. თუ სამი თვის განმავლობაში ჰერცოგმა ხელი არ მოაწერა დეპუტატთა პალატის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, იგი შემდეგში გაუქმებულად ითვლება. ჰერცოგი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია.

რეზიდენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის დედაქალაქში ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ოფიციალური რეზიდენციაა Grand Ducal Palace, სწორედ აქ ემსახურება ის სამშობლოს, როგორც სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, მონარქის ოფიციალური რეზიდენციაა, ასევე, ბერგის ციხესიმაგრე.

მემკვიდრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტახტის უშუალო მემკვიდრე - პრინცი ვილჰელმი 1981 წლის ნოემბერში დაიბადა. მან დაწყებითი განათლება სამშობლოში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა შვეიცარიის ერთ-ერთ დახურულ სკოლაში. სამხედრო განათლება მიიღო ბრიტანეთში, სენდჰასის სამეფო აკადემიაში. ბრიტანეთშივე მიიღო უმაღლესი განათლება - სწავლობდა დარემისა და ბრანელის უნივერსიტეტში (ლონდონი). პრინცი დღესაც აგრძელებს სწავლას შვეიცარიაში და აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის ცხოვრებაში. უკრავს პიანინოზე, აინტერესებს მუსიკა, ცურვა და კალათბურთი. საუბრობს გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. პრინცი ხშირად წარმოადგენს მშობლებს საზღვარგარეთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. ჭანტურია, ს. ჭანტურია - მსოფლიოს მონარქები, თბ., 2008 წ.