დოსითეოსი (ბოგვერაძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დოსითეოს ეპისკოპოსი)
Jump to navigation Jump to search
დოსითეოსი
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი
დოსითეოსი.jpg
მეუფე დოსითეოსი
პროვინცია ევროპა
ეპარქია ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 2014
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი, 1964
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

ეპისკოპოსი დოსითეოსი (ერისკაცობაში — დიმიტრი ზურაბის ძე ბოგვერაძე; დ. 29 დეკემბერი, 1964, იგორეთი, ხარაგაულის რაიონი) — ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი 2014 წლის 15 ივნისიდან.

1993 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის და მხატვრული თვითშემოქმედების ფაკულტეტი. 1993 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1997 წელს დაამთავრა თბილისის საულიერო აკადემია. 1997 - 2001 წლებში თბილისის საულიერო სმინარიის დეკანი. 2001 -2006 წლებში, თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი. 1998 - 2000 წლებში თბ. ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე საეკლესიო სამართლის პედაგოგი. 2000- 2001 წლებში სპეციალიზაცია - კონსტანტინეპოლის საპატრირქოს შამბეზის (შვეიცარია) თეოლოგიური ინსტიტუტი. 2004 წლის 11 მარტი - ბერად აღკვეცა. 2004 წლის 4 ივლისს მღვდელმონაზონის ხარისხში იქნა ხელდასხმული. 2006 წლის სექტემბრიდან დანიშნულ იქნა ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სახელობის სამრევლოს წინამძღვრად. 2009 წლის 28 აგვისტოს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. [საჭიროებს წყაროს მითითებას]

2014 წლის 3 ივნისს არქიმანდრიტი დოსითეოსი გამორჩეულ იქნა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსად,[1] ხოლო 2014 წლის 15 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]