თამაზ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამაზ I
Shah Tahmasp.jpg
სეფიანთა ირანის მე-2 შაჰი
Lion and Sun Emblem of Persia.svg
მმართ. დასაწყისი: 1524
მმართ. დასასრული: 14 მაისი 1576
წინამორბედი: ისმაილ I
მემკვიდრე: ისმაილ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 მარტი 1514
დაბ. ადგილი: ისპაჰანი, ირანი
გარდ. თარიღი: 14 მაისი 1576
გარდ. ადგილი: ყაზვინი, ირანი
შვილები: ალი-ყული მირზა
მუჰამად ხუდაბანდა
ისმაილ II
მურად მირზა
სულეიმან მირზა
ჰეიდარ მირზა
მუსტაფა მირზა
მაჰმუდ მირზა
იმამ-ყული მირზა
ალი მირზა
აჰმად მირზა
აბედინ მირზა
მუსა მირზა
დინასტია: სეფიანები
მამა: ისმაილ I
დედა: თაჯლუ ხანუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

თამაზ I, შაჰ-თამაზი (სპარს. طهماسب [tæhˈmɔːsb] დ. 3 მარტი, 1514, სოფ. შაჰაბადი, ისპაანის ახლოს ― გ. 14 მაისი, 1576, ყაზვინი (?)) ― ირანის შაჰი სეფიანთა დინასტიიდან (1524-1576), ისმაილ I-ის ვაჟი. ტახტზე ავიდა 10 წლისა. მამამისის გარდაცვალების შემდეგ იმპერია ქაოსმა მოიცვა. სახელმწიფოს ფაქტობრივად განაგებდნენ ყიზილბაშურ ტომთა ბელადები. მის კარზე დაწინაურდნენ თურქმენული ტომები: რუმლუ, შამლუ, უსთაჯლუ, თექეულუ, ავშარი და ყაჯარი. 1532 წელს თამაზ I შეებრძოლა მათ და განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება. სეფიანთა სახელმწიფოს შეუერთა შირვანი (1538) და შაქი (1551). 1555 წელს მიეხმარა დიდ მოგოლ ჰუმაიუნს ტახტის დაბრუნებაში, რისთვისაც მიიღო ყანდაარი. თამაზ I-ს ხანგრძლივი ომი ჰქონდა ოსმალეთთან (1534-1555).ამის გამო მან 4-ჯერ (1541,1547,1551 და 1554 წ.წ) ილაშქრა ქართლის სამეფოში. ბოლო ლაშქრობის დროს, 1554 წელს 30 000 ტყვე წაიყვანა სეფიანთა ირანში. 1555 წელს ოსმალეთთან დადო ამასიის ზავი, რომლის მიხედვითაც სეფიანებმა და ოსმალებმა გაინაწილეს კავკასია, ხოლო ერაყი თურქების ხელში გადავიდა. ტერიტორიის შემცირების გამო თამაზმა დედა-ქალაქი იმპერიის დასავლეთ ნაწილში მდებარე თავრიზიდან ყაზვინში გადაიტანა. ამავე დროს თითქმის განუწყვეტლად ებრძოდა ხორასანში უზბეკ ხანებს. 1565 წელს მან გააუქმა გადასახადი თამღა. საინტერესოა თამაზ I-ისა და ოსმალეთის ელჩების საუბრის ჩანაწერი (შაჰ-თამაზ I-ის თეზქერე). 1576 წელს გარდაიცვალა ყაზვინში. ირანში დაიწყო დინასტიური ომი მის ვაჟებს შორის. შიდა ომი 4 თვით გაიწელა და აგვისტოში დასრულდა. სეფიანთა მე-3 შაჰი გახდა თამაზის მესამე ვაჟი ისმაილ II, რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ დახოცა 9 ძმა და ბიძაშვილები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]