ედუარდ სტრელცოვი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ედუარდ ანატოლის ძე სტრელცოვი | ||
დაბადების თარიღი | 21 ივლისი, 1937 | ||
დაბადების ადგილი |
პეროვო, მოსკოვის ოლქი, საბჭოთა კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 22 ივლისი, 1990 (53 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
მოსკოვი, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1954–1958 | ტორპედო მ. | 89 | (48) |
1965–1970 | ტორპედო მ. | 133 | (51) |
ეროვნული ნაკრები | |||
1955–1958 | სსრ კავშირი | 21 | (18) |
1966–1968 | სსრ კავშირი | 17 | (7) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ედუარდ ანატოლის ძე სტრელცოვი (რუს. Эдуа́рд Анато́льевич Стрельцо́в; დ. 21 ივლისი, 1937, პეროვო — გ. 22 ივლისი, 1990, მოსკოვი) — საბჭოთა რუსი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა მოსკოვის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957). ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.[1]
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტრელცოვმა კარიერა დაიწყო მოსკოვის „ტორპედოში“, სადაც 1954–58 და 1965–70 წლებში თამაშობდა. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 222 მატჩი და გაიტანა 99 გოლი. 1965 წელს „ტორპედოსთან“ ერთად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1968 წელს საბჭოთა კავშირის თასი მოიპოვა.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სტრელცოვმა 1955–1968 წლებში ჩაატარა 38 მატჩი და გაიტანა 25 გოლი. 1956 წელს მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი.
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
სსრ კავშირი![]() | |||
1955 | 4 | 7 | |
1956 | 8 | 4 | |
1957 | 8 | 7 | |
1958 | 1 | 0 | |
1966 | 3 | 1 | |
1967 | 12 | 6 | |
1968 | 2 | 0 | |
ჯამში | 38 | 25 |
თამაშის სტილი და შეფასებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შეფასებით, ედუარდ სტრელცოვი იყო საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და თვითმყოფადი თავდამსხმელი, რომელიც ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური მომზადების მხრივ ერთმნიშვნელოვნად აღემატებოდა საკავშირო ჩემპიონატში მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს.[2]
მოედნის შესანიშნავი ხედვა, დახვეწილ ტექნიკასთან ერთად, საშუალებას აძლევდა მას ზუსტი პასებით მოემარაგებინა თანაგუნდელები თითქმის ნებისმიერი პოზიციიდან. იყო უნივერსალური თავდამსხმელი, რომელსაც თანაბრად შეეძლო, როგორც შეტევის წარმართვა და ორგანიზება, ასევე შედეგიანად დასრულება. მისი ყოფნა მოედანზე დიდწილად განსაზღვრავდა თანაგუნდელთა საბრძოლო განწყობას და გუნდის წარმატებას.[3]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1965
- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1957
- საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1968
- საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი: 1966
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი: 1956
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი: 1967, 1968
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1955
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გარდაიცვალა ედუარდ სტრელცოვი // „ლელო“, 25 ივლისი, 1990, № 139 (10308), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Footballfacts.ru
- Эдуард Стрельцов: Вижу Поле...
- Как Стрельцов после пяти лет тюрьмы стал лучшим футболистом СССР
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
- დაბადებული 21 ივლისი
- დაბადებული 1937
- გარდაცვლილი 22 ივლისი
- გარდაცვლილი 1990
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- მოსკოვის ტორპედოს ფეხბურთელები
- ერთი კლუბის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრები