მარაქეში
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მარაქეში مراكش | |||
| |||
ქვეყანა | მაროკო | ||
კოორდინატები | 31°38′00″ ჩ. გ. 08°00′00″ დ. გ. / 31.63333° ჩ. გ. 8.00000° დ. გ. | ||
მაიორი | ფატიმა ზაჰრა მანსური | ||
დაარსდა | 1065 | ||
ფართობი | 230 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 465 მეტრი | ||
მოსახლეობა | 1 070 000 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | Western European Time და UTC±00:00 | ||
საფოსტო ინდექსი | 40000 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.ville-marrakech.ma | ||
მარაქეში (ბერბერ. Murakush; არაბ. مراكش), აგრეთვე ცნობილი როგორც „წითელი ქალაქი" — ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოფილი საიმპერატორო ქალაქი მაროკოს ისტორიაში. ამჟამად მარაქეში მაროკოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთ ეკონომიკური რეგიონის მარაქეშ-ტენსიფტ-ალ-ჰაუზის დედაქალაქია. მდებარეობს თოვლით დაფარული ატლასის მთების მთისწინეთში და მაროკოს მეოთხე უმსხვილეს ქალაქს წარმოადგენს კასაბლანკას, ფესისა და ტანჟერის შემდეგ.[1] მარაქეში ტანჟერიდან სამხრეთ-დასავლეთით 580კმ-ით, რაბატიდან სამხრეთ-დასავლეთით 327კმ-ით, კასაბლანკადან სამხრეთით 239კმ-ით და აგადირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 246კმ-ითაა დაშორებული.
მარაქეში ერთ-ერთია მაროკოს ოთხი საიმპერატორო ქალაქიდან (გარდა მარაქეშისა- ფესი, მექნესი, რაბატი).[2] ბევრი სხვა ჩრდილოაფრიკული ქალაქის მსგავსად, მარაქეშიც შედგება ძველი, გამაგრებული ქალაქისა (მედინა) და მისი დანამატი თანამედროვე ქალაქისაგან. ამჟამად მისი მთლიანი მოსახლეობა 1 070 000 ადამიანს შეადგენს.[3] ქალაქს ემსახურება მენარას საერთაშორისო აეროპორტი, ამავე დროს, რკინიგზით დაკავშირებულია კასაბლანკასთან.
მარაქეშს გააჩნია უდიდესი ტრადიციული ბაზარი (სუკი) მაროკოში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მოედანი მთელს აფრიკასა და მთელ მსოფლიოში — ჯემაა-ელ-ფნა. მოედანი გადაჭედილია აკრობატებით, მკითხავებით, წყლის გამყიდველებით, მოცეკვავეებითა და მუსიკოსებით. ღამით აქ იხსნება კვების ობიექტები და მოედანი ღია ცის ქვეშ მდებარე უდიდეს რესტორნად იქცევა.
სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელწოდების ზუსტი წარმოშობა სადავოა.[4] ქალაქის სახელწოდება სავარაუდოდ ბერბერული amur (n) akush-დან მოდის და „ღმერთის მიწას“ ნიშნავს.[5] მაგრამ სიტყვა mur[6] ფიგურირებს მავრიტანიის, ჩრდილოაფრიკული სამეფოს სახელწოდებაში. ასევე შასაძლოა სახელი დაკავშირებული იყოს ძველბერძნულ სიტყვა მავროს-თან (μαύρος), რაც შავს აღნიშნავს.[4] ინგლისურად მარაქეში გამოითქმის, როგორც Marrakesh,[7][8] თუმცა გავრცელებულია ქალაქის ფრანგული დასახელებაც - Marrakech.[5]
სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, მაროკო არაბებისთვის, სპარსელებისა და ევროპელებისთვის ცნობილი იყო როგორც „მარაქეშის სამეფო".[9][10] ევროპული სახელი მაროკო პირდაპირ წამოვიდა ბერბერული სიტყვა Murakush-დან. თუმცა, ბევრ სამხრეთ აზიურ ენაზე ამ ქვეყანას დღემდე „მარაქეში" ჰქვია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XI საუკუნეში ალმორავიდების მოსვლამდე, არეალი ქალაქ აღმათიდან იმართებოდა. ალმორავიდების ლიდერმა, აბუ-ბაქრ იბნ-უმარმა მიიჩნია, რომ აღმათი ხალხით მეტისმეტად იყო გავსებული და ახალი დედაქალაქის აგება გადაწყვიტა. მშენებლობა მან მდინარე ტენსიფტის სიახლოვეს წამოიწყო. სამუშაოები 1070 წლის მაისში დაიწყო, მაგრამ აბუ-ბაქრს 1071 წლის იანვარში საჰარაში მოუწია წასვლა აჯანყების ჩასახშობად, შესაბამისად ქალაქის მშენებლობა მისმა მოადგილემ და შესაძლო მემკვიდრემ, იუსუფ იბნ-ტაშფინმა დაასრულა. ქალაქმა თავის დიად ხანას მესამე ალმორავიდი სულთნის, იაქუბ ალ-მანსურის მმართველობისას მიაღწია. ამ დროს ქალაქში მრავალი პოეტი და მეცნიერი მოვიდა და მან კუტუბიას მეჩეთისა და ახალი კასბას (გამაგრებული ნაწილი) მშენებლობა დაიწყო.
მულაი-ისმაილის მმართველობამდე, მარაქეში მაროკოს დედაქალაქი იყო. ისმაილის შემდეგ, მისმა ვაჟმა დედაქალაქი მექნესში გადაიტანა.
მარაქეშის მედინა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სკოტსდეილი, აშშ[11]
- გრანადა, ესპანეთი
- მარსელი, საფრანგეთი
- კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი[12]
- აიაჩო, სანფრანგეთი
- ტომბუქტუ, მალი
- კერკრადე, ნიდერლანდები
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
კუტუბიას მეჩეთი
-
ჯემაა-ელ-ფნა ღამით
-
ხედი ბორცვიდან
-
ადგილიბრივი მმართველობის შენობა
-
ქალაქის ჭიშკარი
-
აგდალის ბაღების კედელი
-
მენარას ბაღები
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Shillington, Kevin (2005). Encyclopedia of African history. Fitzroy Dearborn.
- Nanjira, Daniel Don (2010). African Foreign Policy and Diplomacy From Antiquity to the 21st Century. ABC-CLIO. ISBN 978-0-313-37982-6.
- Egginton, Jane; Pitz, Anne (2010) NG Spirallo Marrakech (German). Mair Dumont Spirallo. ISBN 978-3-8297-3274-1.
- Cornell, Vincent J. (1998). Realm of the Saint: Power and Authority in Moroccan Sufism. University of Texas Press. ISBN 978-0-292-71210-2.
- Bosworth, Clifford Edmund (1989). Encyclopaedia of Islam, Fascicle 107. Brill Archive. ISBN 978-90-04-09082-8.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Note de présentation des premiers résultats du Recensement Général de la Population et de l'Habitat 2014 fr. High Commission for Planning (20 March 2015). ციტირების თარიღი: 9 October 2017.
- ↑ „The Complete Guide to the Imperial Cities of Morocco“. The Independent (ინგლისური). 2002-01-05. ციტირების თარიღი: 2016-12-03.
- ↑ Recensement Général De La Population Et De L'Habitat De 2010. hcp.ma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-01. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
- ↑ 4.0 4.1 Shillington 2005, p. 948.
- ↑ 5.0 5.1 Nanjira 2010, p. 208.
- ↑ Egginton & Pitz 2010, p. 11.
- ↑ Bosworth 1989, p. 588.
- ↑ Cornell 1998, p. 15.
- ↑ Bosworth 1989, p. 593.
- ↑ Gottreich 2007, p. 10.
- ↑ Interactive City Directory: Scottsdale, Arizona. Sister Cities International, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: March 28, 2013.
- ↑ National Commission for Decentralised cooperation French. Délégation pour l’Action Extérieure des Collectivités Territoriales (Ministère des Affaires étrangères). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2013-12-26.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 331 ინგლ. • რუს. • ფრ. |
|