ვალერი ვორონინი
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | ვალერი ივანეს ძე ვორონინი [1][2] | ||
| დაბადების თარიღი | 17 ივლისი, 1939 | ||
| დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
| გარდაცვალების თარიღი | 19 მაისი, 1984 (44 წლის) | ||
| გარდაცვალების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
| სიმაღლე | 181 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| 1953–1954 | ტორპედო მოსკოვი | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 1958–1969 | ტორპედო მ. | 219 | (26) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 1960–1968 | სსრ კავშირი | 63 | (5) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
ვალერი ვორონინი (რუს. Вале́рий Ива́нович Воро́нин; დ. 17 ივლისი, 1939, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი — გ. 19 მაისი, 1984, იქვე) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იცავდა მოსკოვის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ორგზის (1960, 1965) ჩემპიონი, ორგზის (1961, 1964) ვიცე-ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის (1960) მფლობელი მოსკოვის „ტორპედოს“ შემადგენლობაში. 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს და 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[1][2] საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რუს და საბჭოთა ფეხბურთელად.[3]
იგი ერთადერთია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ფეხბურთელთა შორის, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს (1962). 1964 და 1965 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ პირველ ნომრად.[4][5]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960–1968 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 63 შეხვედრას ატარებს და 5 ბურთი გააქვს.[6][7]
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
|---|---|---|---|
| საბჭოთა კავშირი |
1960 | 1 | 0 |
| 1961 | 10 | 1 | |
| 1962 | 7 | 0 | |
| 1963 | 4 | 0 | |
| 1964 | 7 | 2 | |
| 1965 | 11 | 1 | |
| 1966 | 12 | 1 | |
| 1967 | 8 | 0 | |
| 1968 | 3 | 0 | |
| ჯამში | 63 | 5 | |
მსოფლიო ჩემპიონატებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალერი ვორონინმა მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[8]
| ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1962 | ნახევარმცველი | 4 | 0 | 2 | 1 | 1 | |||
| 1966 | ნახევარმცველი | 5 | 0 | 3 | 0 | 2 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თასის მფლობელი: 1960 [9]
- ფინალისტი: 1961
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიცე-ჩემპიონი: 1964
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1966
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1964
№ 1479 - მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1962
- საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი: 1964, 1965 [10]
- 33 საუკეთესო
- №1: 1961, 1963, 1964, 1965
- №2: 1960, 1966
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მჭედლიშვილი, კ., სსრ კავშირის ფეხბურთელთა ნაკრები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1975. — გვ. 122. 134 გვ.
- Винокуров В. И.; Владимиров В. Г., Всё о футболе / Соскин А. М. (сост.), М.: ФиС, 1972. — გვ. 288. 448 გვ.
- Соскин А. М. (сост.), Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи, М.: ФиС, 1972. — გვ. 288. 448 გვ.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Нилин, Александр (2000). Валерий Воронин. Преждевременная звезда. Москва: Терра-спорт.
- Нилин, Александр (2000). Валерий Воронин : Биогр. очерк. Москва: Кн. клуб Техника молодежи.
- Нилин, А. П. (2019). Преждевременная звезда : о Валерие Воронине, футболисте московского "Торпедо" и сборной страны. Москва: КоЛибри.
- Соскин, Александр (1972). Всё о футболе. М.: Физкультура и спорт.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვალერი ვორონინი — ფიფა-ს ჩანაწერი
| AFS · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Football-side.com · IMDb · National Football Teams.com · RSSSF · Rusteam.permian.ru · Soccerway · Sportslive.ru · Transfermarkt · WorldFootball.net |
| დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2023-12-01 საიტზე Wayback Machine. |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Винокуров В. И., 1972, გვ. 288.
- 1 2 Соскин А. М., 1972, გვ. 288.
- ↑ Валерий Воронин. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-11. ციტირების თარიღი: 2019-12-11
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-28. ციტირების თარიღი: 2021-05-20
- ↑ Valeri Voronin
- ↑ მჭედლიშვილი, კ., 1975, გვ. 122.
- ↑ Valeri Voronin in the World Cups
- ↑ Soviet Union Cup 1959/60
- ↑ Soviet Union — Player of the Year Awards
| |||||
| ||||||||||||||
| |||||||
| |||||||
| |||||||
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- დაბადებული 17 ივლისი
- დაბადებული 1939
- გარდაცვლილი 19 მაისი
- გარდაცვლილი 1984
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მოსკოვის ტორპედოს ფეხბურთელები
- ერთი კლუბის ფეხბურთელები
- 1962 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მოსკოვში დაბადებულები