საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე ადგილობრივი კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეორე საეკლესიო კრება 1920 წელი
თარიღი 27 ივნისი, 1920
წინა კრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება
შემდეგი კრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე ადგილობრივი კრება
თავმჯდომარე მიტროპოლიტი ლეონიდე
საკითხები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები, ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხები


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე ადგილობრივი კრება — შედგა თბილისში, 1920 წლის 27 ივნისს.

კრება ჯერ გაიხსნა ქაშვეთის ეკლესიის ტაძრის ზემო სართულზე, ხოლო შემდეგ რეზონანსის გამო გადაიტანეს ქვედა სართულზე.

კრების წინასწარი სათათბირო კომტეტის წევრები იყვნენ: გურია-სამეგრელოდან იყო დეკანოზი ი. ბობოხიძე, ალავერდიდან ეპისკოპოსი პიროსი, თბილისიდან დეანოზი ნ. მაჭარაშვილი, დეკანოზი ი. კაპანაძე და მასწავლებელი ივ. რატიშვილი; საქართველოს საკათალიკოსო საბჭოდან დეკანოზები ცინცაძე, კორნელი კეკელიძე, ქრისტეფორე კაპანაძე და ნიკიტა თალაქვაძე. საკათალიკოსო სასამართლოდან ივანე ბერიშვილი და დეკანოზი ან. თოთიბაძე, თბილისის საოლქოდან ერისკაცი დ. ჩიქოვანი.

კრებას ესწრებოდა ყველა მღვდელთმთავარი: გიორგი ეპისკოპოსი (კრებაზე დაინიშნა ჭყონდიდელად), ქუთაისის ეპისკოპოსი ნაზარი ლეჟავა, ცხუმ-აფხაზეთის ამბროსი, დავით ურბნელი, პიროს ალავერდელი, ხოლო კრებას თავმჯდომარეობდა მიტროპოლიტი ლეონიდე.

კრება დაკომპლექტებული იყო ძირითადად სასულიერო პიებისაგან, საერო წარმომადგენლობა მეტად მწირი იყო.

განიხილეს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის, სასულიერო სასწავლებლების განათლების სამინისტროსათვის გადაცემის, ეკლესიის ბიუჯეტის, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების საკითხები. კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად დაამტკიცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, თბ., 1976, გვ. 110-111
  • დეკანოზი ნიკიტა მალაქიას-ძე თალაქვაძე, „მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან“, (გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი), თბ., 2013