გოგიეთის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გოგიეთის ნაეკლესიარი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში. შუა საუკუნეების ეკლესია ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილია იატაკის და საკურთხევლის ნაწილი, ასევე ქვის ჯვრები, ოთკუთხა თლილი ქვის ფრაგმენტები, დანარჩენი ნაწილი იყო ხის, რომელიც დაშალეს 1930-იან წლებში და ხის მასალით ააშენეს სკოლა, რომელიც ასევე არაა შემორჩენილი. ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2017 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 16107