მაკვანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თემი
მაკვანეთი
Makvaneti.jpg
მაკვანეთის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ფართობი 13,29 კმ²
მოსახლეობა 1632 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 122 კაცი/კმ²

მაკვანეთი — თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მოიცავს სოფლებს: ზემო მაკვანეთი, ქვემო მაკვანეთი (ცენტრი) და გოგიეთი. მაკვანეთში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკვანეთი არის სოფლების ზემო მაკვანეთისა და ქვემო მაკვანეთის ძველი სახელწოდება. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს.[2]მათი სახელი შემორჩენილი აქვს ერთ-ერთ გორაკს. 1828 წლისთვის სოფელში, გორმაღალზე, იდგა ხისგან ნაგები, მთავარანგელოზთა ეკლესია, ქვის გალავნით. სამრევლოში 58 კომლი შედიოდა.[3]ისტორიულად გოგიეთთან ერთად შედიოდა შემოქმედის სასოფლო საზოგადოებაში. 1878 წლიდან შევიდა ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში.[4]

მაკვანეთის განძი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის სექტემბერში, მაკვანეთის უბან შეტაულაში აღმოჩნდა ვერცხლის ოთხი პოლონური მონეტა. მონეტები XVII საუკუნის 20-იან წლებს (16221624) განეკუთვნება და მოჭრილია სიგიზმუნდ III ვაზას მიერ. მაკვანეთის მონეტებისდან სამი მათგანი ერთსახოვანია, ხოლო მეოთხე განსხვავებულია მათგან. მონეტები ადასტურებენ რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას XVII საუკუნის დასაწყისში. გურიაში პოლონური მონეტების გავრცელების კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1900 წელს ზედუბანში აღმოჩნდა ორი, ხოლო 1958 წელს ჭანჭათში ამდენივე ვერცხლის პოლონური მონეტა.[5]

მდინარე აგიდაყვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკვანეთის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე აგიდაყვა, რომელიც აჭისწყალს ერთვის. მდინარის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა: ერთხელ მდინარეს ზემოდან ჭაბუკის გვამი ჩამოუტარებია. მოსახლეობა მიცვივდა სანახავად. იმდენი მისულიყო მდინარის პირას, რომ რიგი დადგა. უკან მდგომნი იძახდნენ, ერთი მაჩვენეთ, ვინ დაყვა მდინარეს, ჩემიანი ხომ არ არის. წინ რომ გააღწევდნენ, მოტირალები ჭაბუკის გვამზე მიუთითებდნენ და შესძახებდნენ, აგია იგი უბედური, აგი დაყვაო.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქვემო მაკვანეთი ზემო მაკვანეთი გოგიეთი
1908[6] 770
1911[7] Increase2.svg 819
2002 Increase2.svg 2274 1002 842 130
2014[8] Decrease2.svg 1632 801 831 797 684 151

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკვანეთის ეკლესია

მაკვანეთში მრავალი სახალხო მომღერალი და ლოტბარი დაიბადა, მათ შორის ერქომაიშვილების გვარის ცნობილი წარმომადგენლები ვლადიმერ, ანანია, და არტემ ერქომაიშვილები. ასევე გიორგი იობიშვილი და ილარიონ სიხარულიძე.

ასევე სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  2. ო. სოსელია, „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“, გვ. 165 — თბილისი, 1981 წ.
  3. თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 72— „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
  4. სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“ გვ. 78 — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
  5. ე. გოგუაძე, „XVII საუკუნის მონეტები სოფელ მაკვანეთიდან“ // ლენინის დროშა // N 13 გვ. 3-4 — 1980 წ.
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год
  8. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.