ნეძვი
ნეძვი | |
![]() | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°52′03″ ჩ. გ. 43°32′13″ ა. გ. / 41.8676056° ჩ. გ. 43.5370556° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
რაიონი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | Borjomi Municipality |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია |
ხუროთმოძღვრული სტილი | სამეკლესიიანი ბაზილიკა |
თარიღდება | IX საუკუნე |
ნეძვი — IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, წმ. თეოდორე ნეძველის მიერ. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახლანდელ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისწყლის ხეობაში.
ძეგლის გაწმენდის შემდეგ (1948, 1962) გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა და ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა. აფსიდიანი შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი სვეტებითა და თაღებით. აღმოსავლეთი აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასავლეთით ნახევრად წრიული ექსედრები. ეკლესიას სამმხრივი გარსშემოსავლელი ჰქონდა. გვერდით სწორკუთხოვანი ეკლესიები ერთმანეთთან დასავლეთი გასასვლელით იყო დაკავშირებული.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარსაგიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 400.