გვერდისუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
გვერდისუბანი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თორის ქვაბულში, მთა ბარძიმ-ჯვარის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ბორჯომიდან 32 კილომეტრი. წარმოადგენდა თემის ცენტრს, რომელშიც შედიოდა სოფლები: ვარდევანი, მაჭარწყალი, ღვთისმშობელი, წინუბანი. როგორც სოფელი გვერდისუბანი, ასევე მის თემში შემავალი სოფლების უმრავლესობა ამაჟამად დაცლილია მოსახლეობისგან. დასახლებული სოფლები კი შედიან ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 4 ადამიანი ცხოვრობს.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 2002 | 34[2] |
| 2014 | 0 |
| 2024 | 4[1] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 141.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
| |||||||||||||