ციხისჯვარი (ციხესიმაგრე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციხისჯვარი.
ყოფილი ციხესიმაგრის ადგილას დღეს ბერძნული ეკლესია დგას

ციხისჯვარი — ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, თორში, მდინარე შავწყალას სათავეებთან, მის მარჯვენა ნაპირზე სოფელ ციხისჯვარში (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორია).

ციხე აგებული იყო მდინარისპირა ვაკეზე ამოზიდულ კლდოვან ბორცვზე. ამჟამად მისგან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი. ციხეში მდგარა ქართული ეკლესია, აქედან მოდის ციხისა და იქვე მდებარე სოფლის სახელი — ციხისჯვარი. 1861 წელს ძველი ქართული ეკლესიის საძირკველზე ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ააგეს. ციხისჯვარი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო — სამცხის, ჯავახეთის, სადგერის ხეობისა და გუჯარეთის გზასაყარზე. ციხის ფლობამ ხელი შეუწყო თორელთა ფეოდალური სახლის გაძლიერებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ციხისჯვარი ავალიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]