წეროს ტბა
წეროს ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°45′53″ ჩ. გ. 43°21′21″ ა. გ. / 41.76472° ჩ. გ. 43.35583° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1808 მ |
ფართობი | 0,02 კმ² |
მოცულობა | 90 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 6,6 მ |
აუზის ფართობი | 0,62 კმ² |
წეროს ტბა — ტბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დაბაძველის ლავურ პლატოზე,[2] ზღვის დონიდან 1808 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 0,62 კმ², მაქსიმალური სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 90 ათ. მ². ქვაბული წარმოქმნილია მექანიკური სუფოზიით. წყალი ღია ლურჯი ფერის, მტკნარი და სუფთაა. გაუდინარია. ტბაში თევზი არ არის.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 211.
- ↑ ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, ცოდნა, გვ. 309, თბ. 1964.
- ↑ Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.