ლომისმთა
Jump to navigation
Jump to search
ლომისმთა | |
---|---|
![]() ლომისმთა (ცენტრში), ხედი სოფ. მზეთამზიდან | |
კოორდინატები: 41°52′04″ ჩ. გ. 43°13′17″ ა. გ. / 41.86778° ჩ. გ. 43.22139° ა. გ. | |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2187 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
![]() |
ლომისმთა — მთა საქართველოში, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.[1] მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების ქვაბისხევისა (მტკვრის მარცხენა შენაკადი) და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე 2187 მ[1]. აგებულია ეოცენური ფლიშით და ზედაცარცული კარბონიტული წყებით. კალთები შემოსილია შერეული ტყით, თხემი — სუბალპური ბალახეულობით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 286, თბ., 1983 წელი.