კოდიანი
იერსახე
| კოდიანი | |
|---|---|
მთა კოდიანი | |
| კოორდინატები: 41°42′54″ ჩ. გ. 43°21′32″ ა. გ. / 41.715139° ჩ. გ. 43.358889° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2688 მ |
| ქედი | თრიალეთის ქედი |
| ამგებელი ქანები | ანდეზიტური ტუფ-ბრექჩია |
კოდიანი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედზე, მდინარეების ბორჯომულისა და დვირულას (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე, სიმაღლე ზღვის დონიდან 2688 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. კოდიანის ჩრდილოეთ კალთაზე გავრცელებულია დეკა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 570.