წავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წავი
Fischotter, Lutra Lutra.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კვერნისებრნი
სახეობა: წავი
ლათინური სახელი
Lutra lutra
არეალი
European Otter area.png

წავი (ლათ. Lutra lutra) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 55-95 სმ, მასა 6-10 კგ. ზოგჯერ მათი წონა 17 კგ აღწევს. ზურგის მხარე მუქი მურა აქვს, მუცელი ღია, ვერცხლისფერი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ვერტიკალურად 2300 მ-მდე აღწევს. არჩევს ტყის მდინარეების სანაპიროებს, უფრო ნაკლებად ტბებს. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება თევზებით, ბაყაყებით, წყლის მემინდვრიებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, ფრინველებით, მათი მართვეებით. მაკეობა 8-10 კვირას გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს სამ ნაშიერს. ბეწვი ძალზე ლამაზი და გამძლეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წავი&oldid=3117805“-დან