ბელიზი (ქალაქი)
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბელიზი | |||
| |||
ქვეყანა | ბელიზი | ||
კოორდინატები | 17°29′55″ ჩ. გ. 88°11′19″ დ. გ. / 17.49861° ჩ. გ. 88.18861° დ. გ. | ||
დაარსდა | 1638 | ||
ფართობი | 35.667 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი | ||
მოსახლეობა |
57 169 (2010), 47 000 (1985), 53 000 (1996)[1] , 38 500 (1966)[2] , 60 900 (2015)[3] | ||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური სარტყლის დრო | ||
ოფიციალური საიტი | http://www.belizecitycouncil.org/ | ||
ბელიზი (ინგლ. Belize) — უდიდესი ქალაქი და პორტი ბელიზში. მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დააარსეს ინგლისელმა მეზღვაურებმა, XVII საუკუნის დასასრულს. იგი გამოიყენებოდა, როგორც სატრანსპორტო ბაზა, ხის ვაჭრებისა და დამამზადებლებისათვის.
თავიდანვე ბელიზი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, მაგრამ 1961 წელს ქარიშხალმა ჰეტიმ დიდი ზიანი მიაყენა მას, რის შემდეგაც, 1960-იან წლებში, დედაქალაქი გადაიტანეს ქვეყნის შიგნით, ქალაქ ბელომოპანში. მიუხედავად ამისა, ბელიზში რჩება პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია და ქვეყნის მთავრობა.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში მდებარეობს საზღვაო პორტი, მუნიციპალური აეროპორტი საერთაშორისო ტერმინალით, ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 3 კმ-ში, მისი კოდია TZA.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა იოანეს სახელობის ეკლესია (1812-1847 წლები) — ყველაზე ძველი ინგლისური ტაძარი ცენტრალურ ამერიკაში;
- ბელიზის მუზეუმი, ძველი სასჯელაღსრულების შენობაში (1857);
- სანაპირო ზოლის მუზეუმი, ყოფილი სახანძრო სადგურის შენობაში (1923)
ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, ორმოცდაათი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს ბელიზის ზოოპარკი. შეიქმნა 1983 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქ ბელიზის ისტორია დაარქივებული 2018-03-12 საიტზე Wayback Machine.
- ონლაინ ჟურნალი ქალაქ ბელიზის შესახებ
- [1]
- ↑ Great dictionary of geographical names / под ред. В. М. Котляков — Екатеринбург: Русское географическое общество, 2003. — С. 83. — 832 с. — ISBN 5-94799-148-9
- ↑ Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969. — Т. 3. — С. 108.
- ↑ Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.