ჰერალდიკა
ჰერალდიკა — ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც გერბებს შეისწავლის. ის ასევე აყალიბებს ფორმალურ ცერემონიებსა და კანონებს, რომელიც ამგვარი ნიშნების გამოყენებას არეგულირებს. ჰერალდიკის წარმოშობა დაკავშირებულია სახეზე აფარებულ ლითონის ჩაფხუტიან მებრძოლთა ან ორთაბრძოლის მოპაექრეთა გამორჩევის საჭიროებით. სხვადასხვა ქვეყანაში ვითარდებოდა დამოუკიდებლად და ყალიბდებოდა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. ჰერალდიკა დაკავშირებულია გერბების წარმოშობასთან.
ჰერალდიკა საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართული გერბების შესწავლით პირველად დაინტერესდა ვახუშტი ბატონიშვილი, რომელმაც თავის გეოგრაფიულ ატლასში შეიტანა, როგორც გაერთიანებული საქართველოს, ისე ცალკეულ სამეფო-სამთავროთა გერბების ილუსტრაციები. ჰერალდიკის საკითხებს ეხება იოანე ბატონიშვილი თხზულებაში „კალმასობა“, სადაც, განმარტებულია გერბი, მოცემულია მისი ფუნქცია, ჩამოთვლილია გერბის მთავარი ელემენტები, აქვე გამოთქმულია ავტორის მოსაზრება საქართველოში საგვარეულო გერბების ფართოდ დანერგვის საჭიროებაზე, გერბის ელემენტებს იოანე ბატონიშვილი აღნიშნავს სიტყვებით: „ნიშანი“, „მაგალითი“. ერთმანეთისაგან განასხვავებს დიდებულისა და მონასტრის წინამძღვრის გერბებს. დიდებულის გერბს, იოანე ბატონიშვილის აზრით, აქვს შემდეგი „ნიშნები“ ანუ „მაგალითები“: გვირგვინი, პორფირი, სახე (გამოსახულება); მონასტრის წინამძღვრისას კი — მიტრა, მანტია და ეკლესიის სახე (გამოსახულება). „კალმასობაში“ ავტორი ეხება ჰერალდიკური ნივთების (გერბები) დამზადების ტექნიკას.
ქართული გერბები, რომლებიც გამოსახულია ქართულ დროშებსა და საბეჭდავებზე, შესწავლილი აქვს სარა ბარნაველს.
ჰერალდიკის აღმოცენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერალდიკის გამოჩენას მიაკუთნებენ პერიოდს პირველიდან, როდესაც გერბები ჯერ არ არსებობდა, მეორე ჯვაროსნულ ომამდე, როდესაც ეს გახდა ჩვეულებრივი საქმე. XI საუკუნისის ბოლოს და XII საუკუნის დასაწყისში ადამიანზე ინფორმაციის მიღება, ხშირად უცნობი ადამიანს შეეძლო, რომელსაც სახე დაფარული აქვს შლემით. ეს ძალზე პრობლემატური იყო. ჰქონდათ სურვილი გამხდარიყნენ ცნობილნი საბრძოლო ველზე. შემდგომ ეს გახდა მიზეზი ტრადიციის აღმოცენების, მოეხატათ ფარები სხვადასხვა ფიგურებით, რომელიც მალე გახდა ცნობილი და ასოცირდებოდა კონკრეტულ პიროვნებებთან. ამ მიზეზით ადრეული ჰერალდიკი სომბოლოები იყო უბრალო, ადვილად კითხვადი და არ შეიცავდა რთულ ნახატებს ან წარწერებს. თანდათან შემოვიდა მხაზველობითი წესები და გერბების გამოყენება, რომელმაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა წესების თვისებურებანი. გარდა ამისა ჰერალდიკის დაბადება იყო გამოწვეული ცვლილებებით, ევროპულ სახელმწიფოებში, რომელიც შეიქმნა 1000 წლის შემდეგ. ფეოდალური ურთიერთობების განვითარებამ მიიყვანა. გვარის წარჩნებულობა, ამ დროს გახდა ერთგვარი კულტი. ამ პირობებში გერბების პირადი ემბლემის ბუნებრივი განვითარება გახდა ტრადიციის გაჩენის მიზეზი, რომელიც გადდაეცემოდა მემკვიდრეობით.
ოდესღაც არსებობდა ჰერალდიკის წარმოშობის უამრავი სხვა ვერსია. პირველი მცდელობა, აეხსნათ, თუ რა იყო გერბი, ეკუთვნის შუა საუკუნეებს. 1671 წელს ნაწარმოებში „ჰერალდიკის ჭეშმარიტი ხელოვნება და მათი წარმომავლობა“, მისი ავტორი კლოდ ფრანსუა მენესტრიე იყო. მას მოყვანილი აქვს ორი ათეული ვერსია, რომელთა შორის არის როგორც არასწორი, ასევე არგუმენტირებული. პირველები უკვე XVI საუკუნის ბოლოს სერიოზულად აღარ განიხილებოდა, ხოლო მეორე არსებობდა XIX საუკუნის ბოლოდან XX დასაწყისამდე. თანდათან უარყოფილი იყო ვერსიები მემკვიდრეობითობა, ანტიკური სამხედრო, საოჯახო ემბლემებს და XII საუკუნის პირველ გერბებს შორის.
ბაიეს ცნობილ გობელინზე, სადაც გამოსახულია ინგლისის დაპყრობა ვილჰელმ I-ის მიერ, რომელიც მალე შეიქმნა ამ ფაქტის მერე, ნორმანდიელი მეომრების ფარებზე ამოქარგული იყო უამრავი გამოსახულებები, რომელიც ჰგავდა ჰერალდიკულს. ამ დროს სხვადასხვა ეპიზოდებში ერთი და იგივე რაინდი გამოსახულია სხვადასხვა ფარით, რაც არ მეტყველებდა მათ ჰერალდიკულ ხასიათზე.
უფრო ადრეული მოწმობა ჰერალდიკის არსებობის არის ფარი, რომელზეც გამოსახულება იყო ფერადი ემალით დაფარული გრაფი ჟოფრუა V ანჟუელის აკლდამაზე, რომელიც დაიღუპა 1151 წელს. იგივე გერბი გამოსახულია ჟოფრუას შვილიშვილის - უილიამის სკულპტურულ აკლდამაზე, რომელიც დაიღუპა 1127 წელს. ჟოფრუას მატილდებზე ქორწინებასთან დაკავშირებით, მისმა მამამ ინგლისი მეფემ ჰენრიხ I-მა მიანიჭა ჟოფრუას რაინდის წოდება და აჩუქა ფარი, რომელიც გამოსახულია ჟოფრუას და მისი შვილიშვილის აკლდამაზე. მარმუტურის ქრონიკა დაწერილია ჟოფრუას სიკვდილის შემდეგ 1170 წელს, ხოლო აკლდამა იყო დამზადებული 1155 და 1160 წლებს შორის. ამის გარდა ჟოფრუას ერთადერთ ცნობილ ბეჭედზე, რომელიც თან ახლავს 1149 წლის დოკუმენს, არ არის არანაირი გერბი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი არ ფლობდა გერბს.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უახლოესს მომავალში ჰერალდიკის დანერგვის შემდეგ იგი გავრცელდა მთელ შუა საუკუნოვან საზოგადოებაში.თუმცა თავდაპირველად გერბებს იყენებდნენ მხოლად სენიორები უკვე 1180 წლისკენ. უკვე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა პირველი ქალაქური გერბები, 1200 წლისკენ ჩნდება სასულიერო პირების გერბები. ჯერ კიდევ 1200 წლამდე პატრიციებისა და ბურჟუაზიის, 1230 წლისკენ - ხელოსნების 1240 წ. ნორმანდიაში, ფლანდრიაში, დასავლეთ ინგლისში ადრეულ ჰერალდიკა გავრცელდა - აქ გერბებს ფლობდნენ გლეხებიც კი. XIV საუკუნის ეკლესია, რომელიც ადრე უყურებდა გერბებს ეჭვის თვალით, ხდება ჰერალდიკური ხელოვნების ერთ-ერთ ცენტრად. გერბების დანახვა შეიძლება ეკლესიის კედლებზე, ფილებზე, ჭერზე, საეკლესიო სამკაულზე და ეკლესიის მსახურების ტანსაცმელზე.
არსებითი როლი ჰერალდიკის გავრცელებაში სარაინდო წრის გარეთ ითამაშა ბეჭედმა, რომელიც თან ახლდა თითქმის ყველა დოკუმენტს. უმრავლეს ბეჭედზე გამოყენებულია იგივე გამოსახულებები, რაც გერბებზე, იმ განსხვავებით, რომ ისინი იწერებოდა ბეჭედის ველზე. სენიორებმა და რაინდებმა გერბებით მოხატული ფარების გარდა,დაიწყეს გერბების გამოსახულების დატანება საჭურველის დეტალებზე და დროშებზე.
ჰერალდიკის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა რაინდული ტურნირების ჩატარების პრაქტიკამ. უმეტესწილად ტურნირს მოჰყვებოდა ხანგრძლივი გერბების ატრიბუტების დემონსტრაცია. ტურნირში მონაწილეებს წარმოადგენდნენ გლაშატაი-ჰეროლდები, რის სახელწოდებიდან XIX ს.წარმოიშვა სახელწოდება გერბების მეცნიერების შესახებ. გერბების გამოცხადებამ ტურნირზე ჩამოაყალიბა სპეციალური ჰერალდიკური ენა, რომელიც ხასიათდება სიზუსტით, ფორმულირების ერთმნიშვნელობით და ასევე გარკვეულწილად პოეტურობით. ტურნირზე მონაწილეების გერბები დემონსტრირდებოდნენ დამსწრე ორი მამაკაცის და ბიჭის მიერ, რომლებიც იყვნენ შემოსილნი ანგელოზის, ურჩხულის ან ველურის ფორმაში. ამგვარი პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბდა ისეთი საპატიო გერბის ელემენტი, როგორიცაა ფარისდამჭერები.
დაახლოებით XII საუკუნის ბოლოდან გერბებს მიაწერდნენ ფანტასტიკურ პერსონაჟებს, რეალურ ხალხს, რომლებსაც გერბები არასოდეს უტარებიათ. მაგალითად იყო შეთხზული გერბები ადამისთვის, ქრისტესთვის, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისთვის, ანტიკური ეპოქის მოღვაწეებისთვის და სხვა მრავალი.
ჰერალდიკა აღმოცენდა ერთდროულად რამდენიმე ევროპის რეგიონებში: ლუარას და რეინს შორის რაიონში, დასავლეთ ინგლისში, შვეიცარიაში, ჩრდილოეთ იტალიაში და ძალიან მალე გავრცელდა მთელ კონტინენტზე. დაწყებული XVIII საუკუნიდან ემბლემატიკის ევროპული ტრადიცია იწყებს ევროპის საზღვრებს იქით შეღწევას, ევროპიდან გადასახლებულებთან ერთად იგი მოხვდა ახალ სამყაროში, შემდეგ აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში.
XVII საუკუნის შუა წლებამდე ინტერესი ჰერალდიკის მიმართ სულ უფრო იზრდებოდა, ხოლო გამოყენების პრაქტიკა აგრძელებდა გაფართოებას. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ინტერესი ჰერალდიკის მიმართ იკლებს, განსაკუთრებით საფრანგეთსა და ინგლისში. მიშელ პასტერი ხსნის გერბებს, როგორც ამოსაცნობ ნიშანს, იგი კონკურენციას უწევს ახალ ემბლემატურ ფორმა-მონოგრამებს, კრიპტონიმებს, ნიშნებს და დევიზებს. საფრანგეთის პირველი რევოლუციის დროს 1790 წ. ახალმა მთავრობამ საერთოდ აკრძალა გერბები, როგორც „ფეოდალური ნიშანი“. თუმცა გერბების უმრავლესობა სულაც არ ეკუთვნოდა გამოჩენილ პირებს. საფრანგეთში გერბების ტარების წეს-ჩვეულება იყო აღგენილი 1808 წ. ნაპოლეონ I-ის მიერ, ახალი ჰერალდიკური სისტემის შემოტანასთან ერთად, რომელიც იყო ლიკვიდირებული ბურბონების რესტავრაციის შემდეგ. XIX საუკუნეში აღინიშნება კიდევ ერთი დაცემა, რომელიც გაგრძელდა მომავალ საუკუნეში.
რუსული ჰერალდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთში ჰერალდიკა იყო გადმოღებული აღმოსავლეთ ევროპიდან, პოლონეთის ჰერალდიკის გავლენის შედეგად, XVII საუკუნისს მეორე ნახევარში. პირველი თხზულება წარმოადგენდა გერბების ნაკრებს („ტიტულიარნიკი“, 1672 წ.). 1705 წელის პეტრე I-ის ბრძანებით ამსტერდამში იყო დაბეჭდილი წიგნი „სიმბოლო და ემბლემატა“, რომელიც მოიცავს 800 ნიმუშს და რომელიც შემდგომში გამოიყენეს მაგალითად რუსეთის გერბების შესაქმნელად. 1722 წელი ს შექმნილი იყო ჰერალდიკა, 1726 წელის პეტერბურგის მეცნიერების აკადემიაში. ჩამოყალიბდა ჰერალდიკის კათედრა. 1797 წლიდან იქმნებოდა „რუსეთის იმპერიის სააზნაურო გვარის საერთო გერბების ნაკრები“, რომელიც მოიცავს 500 გერბს. საბჭოთა დროში გერბების მეცნიერება შესუსტდა.
ჰერალდიკის ფერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერალდიკის ტინკუტრა (ფერები) იყოფა ლითონებზე, ბეწვზე და ემალზე. ჰერალდიკაში გამოიყენება 9 უმთავრესი ტინკუტრა: ორი ლითონი, ხუთი ემალი და ორი ბეწვი. თავდაპირველად იყო მხოლოდ ოთხი ფერი: წითელი, ცისფერი, შავი და თეთრი, ხოლო შემდეგ გაჩნდა დამატებითი ფერები: მწვანე, ყვითელი და მეწამული, ყვითელი და თეთრი, თავიდან დამოუკიდებელი ოქროს და ვერცხლის ფერებისაგან. მოგვიანებით შეცვალეს ეს ორი ლითონი და როგორც დამოუკიდებელი უკვე არ გამოიყენებოდა. ამჟამად გამოიყენება ორი ლითონი - ოქრო და ვერცხლი, ასევე ხუთი ძირითადი ემალი - ლაჟვარდი, მწვანე, შავი და მეწამული. ჰერალდიკის ფერების განსაკუთრებული ტიპია ბეწვი - ყარაყუმის და ციყვის.
ფერების სიმბოლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერალდიკის ფერების სიმბოლური ახსნა მართებულია მხოლოდ მაშინ, როცა წინასწარაა ცნობილი, რომ გერბის შემქმნელმა მის ფერებში ჩადო აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში არის საშიშროება აღმოვაჩინოთ აზრი იქ, სადაც იგი არ არის. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ უმეტეს გერბებში ფერები ირჩევ სიმბოლური მნიშვნელობის შესაბამისად კი არა, არამედ კომპოზიციის შექმნის ესთეტიკური პრინციპების შესაბამისად. რადგან არ არის მტკიცე სისტემა, რომელიც ხელს შეუშლიდა ყველა მსურველს ჩაედო ჰერალდიკის ერებში რაც მოესურვებოდა ის აზრი, ბუნებრივია, რომ არსებობს უამრავი ახსნა, რომელსაც შემოგვთავაზებს სხვადასხვა წყარო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არახამია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 627.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- EuropeanHeraldry.org catalogues a large number of European noble titles and heraldry.
- Heraldry of the World (civic heraldry), an overview of thousands of coats of arms of towns and countries
- International heraldry Introduction and examples
- Heraldisk Selskab დაარქივებული 2017-09-12 საიტზე Wayback Machine. The Scandinavian Heraldry Society (one of the oldest and largest societies dedicated to heraldic research)
- Heraldry for Kids Introducing Heraldry for Kids with free heraldry activity sheets
- Heraldica The history of heraldry, knighthood and chivalry, glossary of the blazon, themes, coats of arms, etc.