A Saucerful of Secrets (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„A Saucerful of Secrets“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან A Saucerful of Secrets
გამომცემელი Lupus Music Ltd
გამოსვლის თარიღი 29 ივნისი 1968 (ბრიტანეთი)
27 ივლისი 1968 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი 1968
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი, სპეის-როკი, ინსტრუმენტული როკი, ავანგარდული მუსიკა[1]
ხანგრძლივობა 11:52 (A Saucerful of Secrets-ის ვერსია)
12:48 (Ummagumma-ს ვერსია)
9:43 (Live at Pompeii-ს ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
A Saucerful of Secretsსიმღერები
Ummagumma — სიმღერების სია

A Saucerful of Secrets“ — მეხუთე კომპოზიცია ჯგუფ პინკ ფლოიდის მეორე სტუდიური ალბომიდან A Saucerful of Secrets (1968).[2] მისი ავტორები არიან როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი. კომპოზიცია ექსპერიმენტული და ავანგარდული ჟანრის არის, ახლავს გიტარის უკუკავშირის ეფექტი, სოლო პერკუსიაზე და უსიტყვო ვოკალები.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„A Saucerful of Secrets“-ს ადრეული შესრულებებისას ერქვა „The Massed Gadgets of Hercules“. 1968-1972 წლებში იგი იქცა პინკ ფლოიდის საკონცერტო პროგრამის სტანდარტულ ნაწილად. კომპოზიციის საკონცერტო ვერსია შეტანილია 1969 წლის ორმაგ ალბომში Ummagumma,[3] ხოლო ალტერნატიული ვერსია ჟღერს ფილმში Pink Floyd: Live at Pompeii,[4]. ამ ფილმისთვის იგი შესრულებული იქნა რეჟისორ ედრიენ მაბენის თხოვნით, რადგან იგი თვლიდა, რომ ეს სიმღერა იქნებოდა ფილმის კარგი დამატება.[5]

კომპოზიციის საკონცერტო შესრულებები სტუდიურისგან განსხვავდებოდა. თეფშების ხმა, რომელიც კომპოზიციას ხსნის, ბას-გიტარი ორი ნოტით იქნა შეცვლილი. სექციაში „Syncopated Pandemonium“ რიჩარდ რაიტი, როგორც წესი, უკრავდა ორგანზე Farfisa, ხოლო სტუდიურ ვერსიაში იგი უკრავს მუშტებით როიალზე.

კომპოზიციის თემა ომია. დეივიდ გილმორის თქმით, პირველი ნაწილია დაძაბულობა. მეორეა - ომი. შემდეგ მოდის გარდამავალი ნაწილი და ბოლოს - რეკვიემი, ეპილოგი. დასასრული საკმაოდ მკვეთრი და უხეშიც კი არის, ვინაიდან საჭირო იყო 12 წუთში ჩატევა.

კომპოზიციის ნაწილებია:

  • Something Else
  • Syncopated Pandemonium
  • Storm Signal
  • Celestial Voices

ამ ნაწილების მითითება დაიწყეს მხოლოდ ალბომის Ummagumma გარეკანიდან მოყოლებული. ალბომზე A Saucerful of Secrets მათი სახელწოდებები არ წერია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მეოთხე ნაწილის სამუშაო სახელწოდება იყო „Richard's Rave Up“.

ჩაწერა დაიწყო 1968 წლის 5 აპრილს. ეს იყო ერთადერთი ახალი კომპოზიცია, რომელზეც ჯგუფი მუშაობდა. თავდაპირველად მას ეწოდებოდა „Nick's boogie 1st, 2nd და 3rd Movt“, მოგვიანებით კი შეიძინა საკუთარი სახელი („Nick's Boogie“ ეწოდებოდა ჯგუფის კიდევ ერთ კომპოზიციას, რომელიც 1967 წლის აგვისტოდან 1968 წლის თებერვლამდე მზადდებოდა). „See-Saw“-ზე მუშაობა დაიწყო 1968 წლის 24 იანვარს და დასრულდა 22 აპრილს, „Set the Controls for the Heart of the Sun“ დაიწყეს 1967 წლის 7 აგვისტოს, „Let There Be More Light“ - 1968 წლის 18 იანვარს (და დაასრულეს 23 აპრილს), ხოლო „Corporal Clegg“ - 1968 წლის 31 იანვარს - და დაასრულეს 30 აპრილს. „Remember A Day“ და „Jugband Blues“ წარმოადგენდნენ უფრო ძველ ჩანაწერებს (ისინი იწერებოდა 1967 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში). ალბომისთვის მათი ხელახალი მიქსი მიმდინარეობდა 1968 წლის 9 მაისს, ალბომის სესიების უკანასკნელ დღეს. 15 მაისს დასრულდა ალბომის მონო, ხოლო 16 მაისს - სტერეომიქსის მომზადება.

ეს არის ჯგუფის პირველი კომპოზიცია, რომლის თანაავტორად დეივიდ გილმორია მითითებულია. ორიგინალურ გრამფირფიტასა და პირველ CD გამოცემებზე მისი გვარი შეცდომით იყო მითითებული, როგორც „Gilmore“.[6][7][8] შეცდომა გასწორებული იქნა 1994 წლის რემასტერზე.[9]

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო შესრულებების დროს კომპოზიცია განსხვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1970-1971 წლებში დეივიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი ორ ხმაში ენაცვლებოდნენ „Atom Heart Mother“-ის სტუდიური სემპლირებული გუნდის მრავალხმიანობას, აქ მხოლოდ გილმორი ჟღერდა, თანაც, საკმაოდ უხეშად - ვინაიდან მისი ხმაც ამ პერიოდში იცვლებოდა და ზოგჯერ უჭირდა სცენაზე სტუდიური განწყობის გადატანა. უკანასკნელად კომპოზიცია 1972 წლის 23 სექტემბერში, სან ფრანცისკოში შესრულდა.

ფილმში Pink Floyd Live at Pompeii შეტანილია ნომრის ვერსია, რომელიც ისეა გადაღებული, რომ ნათლად ჩანს თითოეული მუსიკოსის მიერ მისი შესრულების პროცესი.

დასარტყმელი საკრავების სოლო, რომელიც მიჰყვება „დაძაბულ ნაწილს“, სხვა სახით მეორდება ჯგუფის კომპოზიციებში „Doing It!“, „The Grand Vizier's Garden Party“ და „Skins“.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gulla, Bob (2009). „David Gilmour“, Guitar Gods: The 25 Players Who Made Rock History. Westport, Conn.: Greenwood Press, გვ. 92. ISBN 0313358060. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus,. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Mabbett, Andy (2010). Pink Floyd – The Music and the Mystery. London: Omnibus, გვ. 160. ISBN 978-1-84938-370-7. 
  4. Povey 2007, p. 174
  5. Interview with Adrian Maben by Paul Powell Jr, Matt Johns and Storm Thorgerson. Brain Damage (2003). ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2013.
  6. სურათები. Discogs. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2011.
  7. სურათები. Discogs. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2011.
  8. სურათები. Discogs. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2011.
  9. სურათები. Discogs. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2011.