ბუტლეგი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუტლეგი (ინგლ. Bootleg) არის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ამა თუ იმ მუსიკოსის კონცერტი. როგორც წესი, ბუტლეგი არაოფიციალური სახის გამოცემაა, თუმცა უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტი მუსიკოსი მის გამოცემას მიმართავს და ოფიციალურ ბუტლეგებს უშვებს.

ბუტლეგებში ხშირად შეტანილია კონცერტებზე შესრულებული სიმღერები ან სტუდიური ჩანაწერები, რომლებიც არსად არ გამოცემულა. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, კონცერტზე ჩაიწეროს სიმღერები, შემდეგ კი, ხმისჩამწერი მოწყობილობიდან საკუთარ კომპიუტერში გადაიტანოს და მოისმინოს. ხშირად ამ პროცესს "მეკობრული" ჩანაწერების გავრცელებას უწოდებენ, თუმცა ასეთი ჩანაწერების გავრცელებისას, პირველწყარო ცდილობს, არ მიიღოს რამე სახის სარგებელი და არ გაყიდოს ეს ჩანაწერები. ჩვენ დროს "ბუტლეგერები" უფასოდ ავრცელებენ ბუტლეგებს და აფრთხილებენ ყველას, რომ ჩანაწერი ასევე უფასოდ უნდა გადაეცეს ნებისმიერ სხვა პირს.

პირადი ხელსაწყოები