ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
| ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია North Atlantic Treaty Organisation Organisation du traité de l'Atlantique Nord |
|
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია |
|
| დაარსების თარიღი | |
|---|---|
| ტიპი |
სამხერდო ალიანსი |
| სათაო ოფისი | |
| წევრები | |
| ოფიციალური ენები | |
| გენერალური მდივანი | |
| ვებ-საიტი | |
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია[1], ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN) - ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის (ქართ. ნატო,ინგლ. NATO, ფრანგ. OTAN) ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.[2] NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს[2].
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაჰყვეს. დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნით ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძვნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია.[3]დამფუძვნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოტა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. [4]
[რედაქტირება] წევრები
| თარიღი | ქვეყანა | სქოლიო |
|---|---|---|
| დამფუძნებლები | ||
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | ისლანდია არის ალიანსის ერთადერთი წევრი, რომელსაც არ გააჩნია რეგულარული სამხედრო შენაერთები - მხოლოდ სანაპირო დაცვის ნაწილები. | |
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | ||
| 4 აპრილი 1949 | 1966 წლის ივლისიდან საფრანგეთმა დატოვა ალიანსის სამხედრო ორგანიზაცია, თუმცა გააგრძელა მონაწილეობა პოლიტიკურ სტრუქტურებში. 2009 წლიდან საფრანგეთი დაბრუნდა ალიანსის ყველა სტრქუტურაში. | |
| პირველი გაფართოება | ||
| 18 თებერვალი 1952 | 1974 წლიდან 1980 წლამდე საბერძნეთი არ იღებდა მონაწილეობას ალიანსის სხვა წევრთან - თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო. | |
| 18 თებერვალი 1952 | ||
| მეორე გაფართოება | ||
| 9 მაისი 1955 | 1955 წლისთვის გერმანია გაყოფილი იყო ორ ნაწილად - პროდასავლურ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად და პროსაბჭოურ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად. საარი შეურთდა გერმანიას, და ალიანსს 1957 წელს, ხოლო დანარჩენი გერმანია - ბერლინის კედლის დამხობის შემდეგ, 1990 წლის 3 ოქტომბერს. | |
| მესამე გაფართოება | ||
| 30 მაისი 1982 | არ იღებს მონაწილეობას ალიანსის სამხედრო ორგანიზაციაში. | |
| მეოთხე გაფართოება | ||
| 12 მარტი 1999 | ||
| 12 მარტი 1999 | ||
| 12 მარტი 1999 | ||
| მეხუთე გაფართოება | ||
| 29 მარტი 2004 | ||
| 29 მარტი 2004 | ||
| 29 მარტი 2004 | ||
| 29 მარტი 2004 | ||
| 29 მარტი 2004 | ||
| 29 მარტი 2004 | ||
| 29 მარტი 2004 | ||
| მეექვსე გაფართოება | ||
| 1 აპრილი 2009 | ||
| 1 აპრილი 2009 | ||
[რედაქტირება] ევრო-ატლანტიკური პარტნიორობა
[რედაქტირება] სქოლიო
|
||||||||||||||||

