თალიბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თალიბები)
თალიბანი
იდეოლოგია: ისლამიზმი
პანისლამიზმი
ეთნიკური კუთვნილება: პუშტუნები
არაბები
ტაჯიკები
უზბეკები
ჰაზარელები
რელიგიური კუთვნილება: ისლამი
ლიდერები: მoჰამედ ომარი
აბდულ ბარადარი
აქტიურია: ავღანეთის დროშა ავღანეთი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
შექმნის თარიღი: 1994
მოკავშირეები: ალ-ყაიდა
მოწინააღმდეგეები: ჩრდილოეთის ალიანსი
წევრების რაოდენობა: 27 ათ. რაზმელი (2010)
კონფლიქტებში მონაწილეობა: სამოქალაქო ომი ავღანეთში
ომი ავღანეთში
ვაზირისტანის ომი
სამოქალაქო ომი სირიაში[1]
საიტი: ოფიციალური საიტი

თალიბანი, ან თალიბანის მოძრაობა (თულაბას დამახინჯებული ფორმა, არაბული თალიბის მრავლობითი ფორმა, „მოსწავლე“) — ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური პრო-პუშტუნთა მოძრაობა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996–2001 წლებში. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.[2] თალიბანს აშშ-ში არ აქვს ტერორისტული ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსი.[3]

„თალიბანის მოძრაობა“ შეიქმნა 1994 წლის ზაფხულში ყანდაარში, ავღანეთში მიმდინარე სამოქალაქო გაცხარებული ომის დროს. თავდაპირველად თალიბანში გაწევრიანებულები იყვნენ ომის ვეტერანები, ლტოლვილი პუშტუნები, რომლებმაც რელიგიური განათლება პაკისტანურ მედრესეში მიიღეს და მხარდაჭერილნი იყვნენ პაკისტანელი სპეცსამსახურების მიერ. თალიბების იდეოლოგია მოიცავდა ისლამურ ფუნდამენტალიზმს ადგილობრივ პუშტუნურ ჩვეულებებთან ერთად. იმ დროს თალიბების მიზანი იყო ისლამური ნორმების აღდგენა, აგრეთვე მშვიდობის დაბრუნება ავღანეთში. მოძრაობას მეთაურობდა ომის ვეტერანი მოჰამედ ომარი.

სულ მალე თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის დიდი ნაწილი. 1996 წლის აპრილში ქალაქ ყანდაარში შედგა მუსლიმან თეოლოგთა კრება, სადაც მულა ომარი შერაცხეს „მართლმორწმუნეების მბრძანებელად“ და მოძრაობამ დაიწყო ქაბულში განლაგებული პრეზიდენტის ბურჰანუდინ რაბანის წინააღმდეგ ომი. იმავე წლის სექტემბერში თალიბებმა დაიკავეს ქალაქი ქაბული და ამ დროიდან დაწყებული 2001 წლამდე ფაქტობრივად განაგებდნენ ავღანეთის სახელმწიფოს.

მოძრაობა იღებდა მხარდაჭერას პაკისტანიდან, ხოლო 1996 წლიდან დაწყებული თანამშრომლობდა ოსამა ბინ ლადენთან, რომლისგანაც აგრეთვე იღებდა ფინანსურ მხარდაჭერას. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, თალიბებმა ბინ ლადენის გაცემაზე უარი განაცხადეს. ამასთან დაკავშირებით, 2001 წლის ოქტომბერში ნატოს ჯარისკაცებმა ანტითალიბანურ ძალებთან ერთად ავღანეთში დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგად თალიბანის ხელისუფლება ჩამოგდებული იქნა.

თალიბანი მებრძოლეები ფართო სპექტრის მებრძოლეები არიან, ისინი ძირითადად მოქმედებენ მცირე ჯგუფებათ და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ნათესაური კავშირებით და რელიგიური აღმსარებლობით (მუსლიმი ფუნდამეტალისტები), დაკავშირებული არიან ბევრ ტერორისტულ ორგანიზაციებთან მათ შორის ალ-ყაიდასთან. მათი საბრძოლო მოქმედებები ძირითადად პარტიზანული ხასიათისაა და მოქმედების არეალი არის ავღანეთი და პაკისტანი. ავღანეთის რესპუბლიკაში თალიბანი შეავიწროვა სამშვიდობო მისიამ და მათი მოქმედების არეალი შეზღუდულია.

თალიბებს საკუთარი საიტი გააჩნიათ, რომელიც პაშტოს, დარის, არაბულ, ურდუს და ინგლისურ ენებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თალიბების ვებ-გვერდს ავღანეთის ხელისუფლება ბლოკავს, საიტის ადმინისტრატორები, რომლებიც ავღანეთის გარეთ მუშაობენ ამ პრობლემას მალევე უმკვლავდებიან. თალიბანი ჟურნალისტებს ელექტრონულ ფოსტას რეგულარულად უგზავნიან. 1990-იან წლებში როდესაც თალიბანი ხელისუფლებაში მოვიდა, ავღანეთში ტელევიზია, მუსიკა და კინოფილმები აიკრძალა. თუმცა, ომის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ, თალიბები XXI საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევებს, სოციალური ქსელების ჩათვლით უკვე საკმაოდ ეფექტურად იყენებენ.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]