იუგოსლავიის ომები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუგოსლავიის ომები
იუგოსლავიის დაშლის ნაწილი
Collage Yugoslav wars.jpg
თარიღი 31 მარტი, 1991 - ნოემბერი, 2001
მდებარეობა იუგოსლავია (ხორვატია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, მაკედონია)
Casus belli წინააღმდეგობა იუგოსლავიის ხალხებს შორის
შედეგი იუგოსლავიის დაშლა
დანაკარგები
140 000-ზე მეტი დაღუპული
4 000 000-ზე მეტი ლტოლვილი

იუგოსლავიის ომები — შეიარაღებული კონფლიქტების სერია ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1991-2001 წლებში. დასრულდა იუგოსლავიის დაშლით.

იუგოსლავიის ომები მოიცავს ეთნიკურ კონფლიქტს ერთი მხრივ, სერბებსა და, მეორე მხრივ ხორვატებს, ბოსნიელებსა და ალბანელებს შორის, ხორვატია-ბოსნიის კონფლიქტს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ასევე კონფლიქტს ალბანელებსა და მაკედონელებს შორის მაკედონიაში.

იუგოსლავიის ომები ევროპაში ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ომების ქრონოლოგია[რედაქტირება]

ზოგადად, იუგოსლავიის ომები დაყოფილია სამ პერიოდად:

  • კონფლიქტები იუგოსლავიის დაშლის დროს:
  1. ათდღიანი ომი სლოვენიაში (1991)
  2. ომი ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის (1991—1995)
  3. ბოსნიის ომი (1992—1995)
  • კონფლიქტი ალბანურ რაიონებში:
  1. კოსოვოს ომი (1998—1999)
  2. პრეშოვის ხეობის კონფლიქტი (1999—2001)
  3. მაკედონიის კონფლიქტი (2001)
  • ნატოს სამხედრო მოქმედებები:
  1. ოპერაცია მოფიქრებული ძალა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, 1995)
  2. იუგოსლავიის დაბომბვა (1999)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]