ბერნარდო ბერტოლუჩი
| ბერნარდო ბერტოლუჩი | |
| დაბადების სახელი | |
| დაბადების ადგილი | პარმა (ემილია-რომანია), იტალია |
| დაიბადა | 16 მარტი, 1940 |
| შემოქმედების წლები | 1962 - 2003 |
| მეუღლე(ები) | ადრიანა ასტი (განქ.) კლერ პეპლოე (1990-) |
| მშობლები | ატილო ბერტოლუჩი (1911-2000) ნინეტა ჯიოვანარდი |
| აკადემიის ჯილდოები | |
|---|---|
| საუკეთესო რეჟისორი 1987 უკანასკნელი იმპერატორი საუკეთესო ადაპტირებული სცენარი 1987 უკანასკნელი იმპერატორი |
|
| ოქროს გლობუსის ჯილდოები | |
| საუკეთესო რეჟისურა 1988 უკანასკნელი იმპერატორი საუკეთესო სცენარი 1988 უკანასკნელი იმპერატორი |
|
| BAFTA ჯილდოები | |
| საუკეთესო ფილმი 1987 უკანასკნელი იმპერატორი |
|
ბერნარდო ბერტოლუჩი (დ. 16 მარტი, 1940), იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი. აშშ–ს კინოაკადემიის პრემია ოსკარის მფლობელი ფილმისათვის უკანასკნელი იმპერატორი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] ბავშვობა და ოჯახი
ბერნარდო ბერტოლუჩი დაიბადა იტალიის ქალაქ პარმაში, ემილია რომანიის რეგიონში. მამამისი, ატილიო, იყო ხელოვნების ისტორიკოსი, პოეტი და კინო კრიტიკოსი. ამან განაპირობა ის, რომ ბერნარდომ ლიტერატურული შემოქმედება თხუთმეტი წლისამ დაიწყო და მალევე დაიმსახურა რამდენიმე პრესტიჟული იტალიური ლიტერატურული ჯილდო თავისი პირველივე წიგნისთვის. ამას მოჰყვა პროფესიულ დონეზე ურთიერთობა ცნობილ იტალიელ კინორეჟისორებთან: პიერ პაოლო პაზოლინისთან და სერჯო ლეონესთან. ლეონემ სცენარის დაწერაც კი სთხოვა ახალგაზრდა ბერნარდოს, მაგრამ შემდეგ დაიწუნა გარკვეული მიზეზების გამო.
ბერტოლუჩის ჰყავს ერთი ძმა, თეატრის დირექტორი და დრამატურგი ჯუზეპე.
ბერტოლუჩის პირველ ცოლი იყო ადრიანა ასტი, რომელიც მონაილეობას იღებდა თავის ადრეულ ფილმში რევოლუციამდე. 1978 კი ცოლად მოიყვანა კლერ პეპლოუ, ბრიტანელი სცენარისტი.
[რედაქტირება] პირველი ფილმი
იმ მიზნით, რომ პოეტი უნდა გამოსულიყო, ბერტოლუჩი სწავლობდა თანამედროვე ლიტერატურის ფაკულტეტზე რომის უნვიერსიტეტში 1958 წლიდან 1961 წლამდე. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პაზოლინისთან მან მიიღო გამცდილება როგორც რეჟისორის ასისტენტმა. მცირე ხნის შემდეგ, 1962 წელს იგი ტოვებს უნივერსიტეტს მისი დამავრების გარეშე და ამავე წელს იღებს თავის პირველ ფილმს La Commare Secca. ფილმი მეძავის მკვლელობის შესახებ. ამის შედეგ მან გადაიღო ფილმი რევოლუციამდე (1964), რომელიც საკმაოდ კარგად მიიღო კინო კრიტიკამ.
იმის გამო, რომ მიეღოთ დაფინანსება და ყოფილიყვნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში, იტალიელ რეჟისორებს უწევდათ თანხმობა განეცხადებინათ უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობაზე. ამ რეჟისორებში არც ბერტოლუჩი იყო გამონაკლისი.
ამის შემდგომ მას უწევდა მთავარ როლებზე აეყვანა არაიტალიური წარმოშობის მსახიობები: მარლონ ბრანდო, ჟერარ დეპარდიე, ბერტ ლანკასტერი, დონალდ საზერლენდი და სხვ. იტალიურ კინემატოგრაფია სულ ეფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა საერთაშორისო ინდუსტრიაზე.
[რედაქტირება] პოლიტიკა
ბერტოლუჩი კარგად იყენებდა თავის ფილმებს პოლიტიკური აზრის გამოსახატავად: 1970 წელს გადაღებულ კონფორმისტი გაკრიტიკებულია ფაშისტური იდეოლოგია; ფილმში XX საუკუნე გაანალიზებულია მემარცხენებისა და მემარჯვენეების ბრძოლა. თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უკანასკენლი იმპერატორი კი სრულიად გაჟღენთილია პოლიტიკური იდეოლოგიით.
[რედაქტირება] კინოაკადემიის ჯილდო
1987 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ გადაიღო ფილმი უკანასკნელი იმპერატორი, ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუ ის შესახებ. ეს ფილმი ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე დაჯილდოვდა იმ ცხრავე პრიზით რაზედაც წარდგენილი იყო:საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო კოსტუმების დიზაინი, საუკეთესო სამხატვრო დეკორაციები, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, საუკეთესო ხმის ეფექტები.
[რედაქტირება] ფილმები
- განგაში (1962)
- რევოლუციამდე (Prima della rivoluzione, 1964)
- ნავთობის გზით (1965)
- არხი (1966)
- პარტნიორი (1968)
- სიყვარული და მრისხანება (1969, ეპიზოდი "სამგლოვიარო მორთულობა")
- გამოძიება (1971) (TV)
- ობობას სტრატეგია (1970)
- კონფორმისტი, 1970)
- უკანასკნელი ტანგო პარიზში (1973)
- XX საუკუნე (Novecento, 1976)
- მთვარე
- სასაცილო კაცის ტრაგედია (1981)
- უკანასკნელი იმპერატორი
- ცის კაბადონი (1990)
- პატარა ბუდა (1993)
- მიმქრალი სილამაზე (1996) (ორიგ. იტალიური სათაური Io ballo da sola, "მე მარტო ვცეკვავ")
- ალყა (1998)
- ათი წუთით გვიან: ჩელო (2002)
- მეოცნებენი (2003)
სტატიის