თვითმფრინავი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
P-38 Lightning - ტყუპი ძრავის მქონე, ფიქსირებულ ფრთებიანი კონფიგურაციით.
F-16 Fighting Falcon - ა.შ.შ.-ს ფიქსირებულ-ფრთებიანი სამხედრო თვითმფრინავი
ჰელიოსი ფრენის დროს

თვითმფრინავი (მოძველებული სახელწ. აეროპლანი), ატმოსფეროში საფრენად განკუთვნილი ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ქმნის აეროდინამიურ ამწევ ძალას. განასხვავებენ სამხედრო (საბრძოლო თვითმფრინავები და სპეციალური ავიაციის თვითმფრინავები) და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების, ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.

სექციების სია

[რედაქტირება] ეტიმოლოგია

მფრინავი ობიექტების პირველი დასახელება IXX საუკუნეში გაჩნდა. სიტყვა აეროპლანს აქვს ბერძნული წარმომავლობა ἀήρ (აერ), "ჰაერი"[1] და πλάνος (პლანოს), "ხეტიალი".[2][3] ამ ორი ანტიკური ბერძნული სიტყვის შეერთებით გამოდის ἀερόπλανος (აეროპლანოს), რაც "ჰაერში (ცაში) ხეტიალს" ნიშნავს.[4]

ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და ასევე მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში საფრენი აპარატების აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი "airplane".[5] ჩანაწერი "airplane" პირველად 1907 წელს გამოიყენეს.[6]

[რედაქტირება] მზის ენერგიაზე მომუშვე თვითმფრინავები

მზის ენერგიაზე მოუშავე თვითმფრინავები ენერგიას ღებულობენ ფოტოელემენტისაგან. 2010 წლის 8 ივლისს სოლარ იმპულსის ეკიპაჟი იყო პირველი ვინც მზის ენერგიაზე მომუშვე თვითმფრინავით ღამით იფრინეს. [7]

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო

  1. ἀήρ, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus
  2. πλάνος, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus
  3. aeroplane, Oxford Dictionaries
  4. ἀερόπλανος, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus
  5. ლაურენს ჰარგრეივი was one of the aviators to use the term "aeroplane" from an early date. "Is the air ship found?" New York Times, 3 January 1892.
  6. Merriam-Webster's Online Dictionary Airplane word origin
  7. მზის ენერგიაზე მომუშვე თვითმფრინავმა ღამით იფრინა energymatters.com.au.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე