დორსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დორსი
The Doors Logo.png
დორსი დანიურ ტელევიზიაში 1968 წელს.
დორსი დანიურ ტელევიზიაში 1968 წელს.
ბიოგრაფია
წარმოშობის ადგილი ლოს-ანჯელესი,
კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ფსიქოდელიური როკი, ეისიდ როკი, ბლუზ-როკი, ჰარდ როკი, როკი
აქტიური 1965–1973
ლეიბლ(ებ)ი Elektra
Rhino
ვებ-გვერდი TheDoors.com
ყოფილი წევრები
ჯიმ მორისონი
რეი მანზარეკი
ჯონ დენსმორი
რობი კრიგერი

დორსი (ინგლ. The Doors, კარები) - ამერიკული როკ-ჯგუფი, შეიქმნა 1965 წელს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში და შედგებოდა 4 წევრისგან: ჯიმ მორისონი (ვოკალი), რეი მანზარეკი (ელექტროპიანო და ორღანი), ჯონ დენსმორი (დრამი), რობი კრიგერი (გიტარა). ჯგუფმა სახელი ალდუს ჰაქსლის წიგნიდან „The Doors of Perception“ შეარჩია, რომელიც ეხება უილიამ ბლეიკის ციტატას: „როცა გრძნობის კარები გაწმენდილია (მორალურად), ნივთები ხალხს ისე წარუდგება, როგორიც არის... უსასრულობამდე“. დორსი ითვლება 1960-იანების ერთ-ერთ ყველაზე საკამათო როკ-ჯგუფად, ძირითადად ჯიმ მორისონის ველური პოეტური ტექსტების და ქარიზმატული, მაგრამ არაპროგნოზირებადი სასცენო პერსონის გამო. 1971 წელს, მორისონის სიკვდილის შემდეგ ჯგუფმა კვლავ გააგრძელა მოღვაწეობა, მაგრამ 1973-ში საბოლოოდ დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ დორსის მოღვაწეობა 1973-ში მორჩა, მისი პოპულარობა შემორჩა. RIAA-ს თანახმად, დორსს 32 მილიონი ალბომი მარტო ამერიკაში აქვს გაყიდული, მთელ მსოფლიოში კი 80-დან 100-მდე. რეი მანზარეკი და რობი კრიგერი ხანდახან ისევ გამოდიან სცენაზე „მანზარეკი-კრიგერის“ სახელით სხვა მუსიკოსებთან ერთად და დორსის სიმღერებს ექსკლუზიურად ასრულებენ

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] წარმოშობა: 1965-1966

დორსის წარმოშობა ნაცნობების და UCLA კინოხელოვნების სკოლის სტუდენტების, ჯიმ მორისონის და რეი მანზარეკის შემთხვევითი შეხვედრის წყალობით მოხდა ვენის ბიჩში, კალიფორნია 1965 წლის ივლისში. მორისონმა მანზარეკს უთხრა, რომ სიმღერებს წერდა და უკანასკნელის წაქეზებით მორისონმა Moonlight Driveიმღერა. მორისონის სიმღერის ტექსტებით მოხიბლულმა მანზარეკმა ჯგუფის შექმნა ივარაუდა.

კლავიშზე დამკვრელი მანზარეკი თავის ძმასთან, რიკ მანზარეკთან ერთად ჯგუფ Rick and The Ravens-ში იყო, მაშინ როცა რობი კრიგერი და ჯონ დენსმორი The Psychedelic Rangers-ში უკრავდნენ და მანზარეკს იოგის და მედიტაციის სეანსებიდან იცნობდნენ. აგვისტოში, დენსმორი ჯგუფს შეუერთდა და The Ravens-ის წევრებთად და ბას-გიტარისტ პეტი სალივანთან ერთად ექვს სიმღერიანი დემო ჩაწერა 1965 წლის სექტემბერში. ის ფართოდ გავრცელდა არალეგალურად და მთლიანად დორსის 1997 წლის ბოქს შეკვრაში გამოჩნდა.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დორსის დისკოგრაფია.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დორსი&oldid=1916588-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე