შოთა არველაძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა არველაძე
Shota Arveladze.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
22 თებერვალი, 1973
დაბადების
ადგილი
თბილისი, სსრკ
სიმაღლე 181
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
„ქასიმფაშა“
ახალგაზრდული კარიერა
1990–1991 მართვე
პროფესიონალური კარიერა1
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990–1993 „დინამო“ თბილისი 75 (62)
1993–1997 „ტრაბზონსპორი“ 96 (61)
1997–2001 „აიაქსი“ 96 (55)
2001–2005 „რეინჯერსი“ 95 (44)
2005–2007 „ალკმაარი“ 60 (36)
2007–2008 „ლევანტე“ 4 (0)
სულ 426 (258)
ეროვნული ნაკრები
1992–2007 საქართველო 61 (26)
სამწვრთნელო კარიერა
2008–2010 „ალკმაარი“ (თანაშემწე)
2010–2012 „ქაისერისფორი“
2012– „ქასიმფაშა“
1 პროფესიულ კლუბებში
გამოჩენა და გოლები
მხოლოდ ადგილობრივი
ჩემპიონატის მონაცემებით.
  • † მატჩებში მონაწილეობა
    (გოლები).

შოთა არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1972, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

არველაძის ძმა, არჩილ არველაძე აგრეთვე ფეხბურთელი იყო.

სექციების სია

საკლუბო კარიერა [რედაქტირება]

თავდაპირველად არველაძემ სახელი გაითქვა თბილისის „დინამოში". არველაძემ დინამოსთან ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. შემდეგ თამაშობდა ტრაბზონსპორში, აიაქსში, გლაზგოს რეინჯერსში და ალკმაარიში . „დინამოში", „ტრაბზონსპორსა" და „აიაქსი" არველაძე ერთხელ მაინც გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.

შოთა არველაძე მეხუთეა ევროპაში უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის.

სანაკრებო კარიერა [რედაქტირება]

არველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. ნაკრებში გატანილი 26 გოლით ის ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. არველაძე სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი, 1994, 1998 და 2007 წლებში.

სამწვრთნელო კარიერა [რედაქტირება]

არველაძის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2008 წელს, როდესაც ლუის ვან გაალის თანაშემწედ დაინიშნა „ალკმაარში“. აქ არველაძემ ორი წელი იმუშავა, ხოლო 2010 წლიდან გახდა თურქული კლუბის, „ქაისერისფორის“ მთავარი მწვრთნელი; „ქაისერისფორი“ არველაძემ 2012 წელს დატოვა.[1] 2012 წლის 8 ოქტომბრიდან „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელია.[2]

ტიტულები [რედაქტირება]

„დინამო“ თბილისი
  • საქართველოს ჩემპიონატი (5): 1991, 1992, 1993, 1994, 1995
  • საქართველოს თასი (4): 1992, 1993, 1994, 1995
„ტრაბზონსპორი“
  • თურქეთის თასი (1): 1995
„აიაქსი“
„რეინჯერსი“
  • შოტლანდიის ჩემპიონატი (2): 2003, 2005
  • შოტლანდიის თასი (2): 2002, 2003
  • შოტლანდიის ლიგის თასი (1): 2003

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]