პაოკი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაოკი
სრული სახელი პანთესალონიკის ათლეტების კლუბი კონსტანტინოპოლელები
დაარსდა 1926
სტადიონი ტუმბა, თესალონიკი
(ტევადობა: 28 700)
პრეზიდენტი საბერძნეთის დროშა ივან სავიდი
მწვრთნელი ნიდერლანდების დროშა რაზვან ლუჩესკუ
კაპიტანი საბერძნეთის დროშა დიმიტრის სალპინგიდისი
ლიგა საბერძნეთის დროშა საბერძნეთის სუპერლიგა
2020-21 მე-2
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

პაოკი (ბერძ. Πανθεσσαλονίκειος Αθλητικός Όμιλος Κωνσταντινουπολιτών — პანთესალონიკის ათლეტების კლუბი კონსტანტინოპოლელები) — ბერძნული საფეხბურთო კლუბი ქალაქ სალონიკიდან.

დაარსდა 1926 წელს, თურქეთ საბერძნეთის მეორე ბრძოლისას კონსტანტინოპოლიდან (სტამბოლიდან) დევნილი ბერძნების მიერ, პაოკი არის მაკედონიის რეგიონის საუკეთესო საფეხბურთო კლუბი და ერთ-ერთი ძლიერი საბერძნეთის კლუბებს შორის.

დღესდღეობით კლუბი ასპარეზობს საბერძნეთის სუპერლიგაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს კლუბის შეძენის სურვილი გამოთქვა რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველმა ბერძენმა ივან სავიდიმ. საბოლოოდ გარიგება არ შედგა, რის გამოც სავიდი ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რადგან რუსეთში მოღვაწე ოლიგარქს ბერძნებმა ადგილობრივი ბიზნესმენი არჩიეს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კლუბი პაოკი თურქეთიდან დევნილმა პონტოელმა ბერძნებმა შექმნეს და, ივან სავიდის წინაპრებიც თავის დროზე, სწორედ ამ თემის საცხოვრებელი არეალიდან განდევნის შედეგად აღმოჩნდნენ საქართველოში.

პაოკის უმთავრესი წილის მფლობელი ივან სავიდი 2012 წელს მაინც გახდა. მან კლუბში დიდი ინვესტიცია ჩადო და პაოკი საბერძნეთში ტიტულების მთავარ პრედენდენტთა შორის დააბრუნა. 2013 და 2016 წელს გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი მოიპოვა, თუმცა ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვერ ახერხებდა, რადგან ოლიმპიაკოსი სხვა გუნდებს ბევრად აღემატებოდა. კლუბმა ჩემპიონატის პარალელურად საბერძნეთის თასზეც მიაღწია წარმატებას, როდესაც 2014 წელს ფინალში იასპარეზა, 2017 წელს კი გამარჯვება მოახერხა, რაც კლუბისთვის პირველი ტიტული იყო 2003 წლიდან.

2017-18 წლების სეზონში მცირე ჩავარდნა დაეწყო ქვეყნის ლამის უცვლელ ჩემპიონ ოლიმპიაკოსს, რის შემდეგაც ბრძოლა პირველი ადგილისთვის აეკ-სა და პაოკ-ს შორის წარიმართა, ჩემპიონატის 25-ე ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები ხვდებოდნენ, მატჩი მას შემდეგ შეწყდა, რაც 90-ე წუთზე აეკის კარში გატანილი გოლი, თამაშის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა და ამას არეულობა მოყვა. არ ჩათვლილი გოლის შემდეგ მოედანზე ივან სავიდისი იარაღით შეიჭრა და არბიტრს დაემუქრა. ინციდენტის გამო სავიდისს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება 3 წლით აეკრძალა და ამას პლიუს 100 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა. დასჯას ვერც კლუბი გადაურჩა, პაოკს მატჩის 3-0 წაგება ჩაუთვალეს, 3 ქულა დააკლეს და 63 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით დასაჯეს. სანქციების შედეგად კლუბმა აეკ-თან ჩემპიონობა დათმო, თუმცა თასის ფინალში, სადაც ასევე აეკ-ს ხვდებოდა, მოახერხა ძალების მობილიზება და გამარჯვება.

2018 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პაოკი მოსკოვის სპარტაკს შეხვდა და ორი მატჩის ჯამში ტურნირიდან გამოთიშა. მატჩის შემდეგ ივან სავიდმა განცხადა, რომ ძალიან უნდოდა სპარტაკის დამცირება და, რომ ეს გუნდი საბჭოთა პერიოდიდან ეზიზღებოდა, მისმა განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

2018-2019 წლების სეზონში სავიდისმა კლუბში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა და პაოკ-მა მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა ჩემპიონობის მოპოვება პრობლემების გარეშე მოახერხა და სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავარი გრანდი, ოლიმპიაკოსიც მთელი სეზონი მაღალ დონეზე თამაშობდა და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა სატურნირო ცხრილში, ეს პაოკ-ის მესამე საჩემპიონო ტიტული იყო, 1976 და 1985 წლების შემდეგ.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 27 აგვისტოსთვის შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ხაკობო
2 მცველი საბერძნეთი საბერძნეთი იოანის სკონდრასი
4 მცველი საბერძნეთი საბერძნეთი გიორგოს კაციკასი
5 ნახევარმცველი ურუგვაი ურუგვაი პაბლო გარსია
6 ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი ალექსანდროს ციოლისი
7 ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი გიორგოს გეორგიადისი
8 თავდამსხმელი საბერძნეთი საბერძნეთი აპოსტოლოს გიანუ
9 ნახევარმცველი სერბეთი სერბეთი ზვონიმირ ვუკიჩი
10 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ლუკას პერესი
11 ნახევარმცველი სლოვაკეთი სლოვაკეთი მიროსლავ შტოხი (არენდით ფენერბაჰჩედან)
13 მცველი ესპანეთი ესპანეთი ინიგო ლოპესი
14 თავდამსხმელი საბერძნეთი საბერძნეთი დიმიტრის სალპინგიდისი (კაპიტანი)
15 მცველი პორტუგალია პორტუგალია მიგელ ვიტორი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 მცველი ბრაზილია ბრაზილია ლინო
20 ნახევარმცველი ირლანდია ირლანდია ლიამ ლოურენსი
21 მცველი საბერძნეთი საბერძნეთი ნიკოს სპიროპულოსი
22 მცველი საბერძნეთი საბერძნეთი დიმიტრის კონსტანდინიდისი
25 ნახევარმცველი რუმინეთი რუმინეთი კოსტინ ლაზარი
26 ნახევარმცველი ალბანეთი ალბანეთი ერგის კაჩე
28 ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი კოსტას კაცურანისი
33 თავდამსხმელი საბერძნეთი საბერძნეთი სტეფანოს ათანასიადისი
50 მეკარე საბერძნეთი საბერძნეთი ასტერიოს გიაკუმისი
61 თავდამსხმელი ჩეხეთი ჩეხეთი ტომაშ ნეციდი (არენდით ცსკა მოსკოვიდან)
70 ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი სტელიუს კიციუ
71 მეკარე საბერძნეთი საბერძნეთი პანაგიოტის გლიკოსი
99 ნახევარმცველი ლიბერია ლიბერია სეკუ ოლისე (არენდით ცსკა მოსკოვიდან)

იჯარით წასული მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
ნახევარმცველი კამერუნი კამერუნი კარლ იტანჯე (არენდით ტორკუ კონიასპორში)
ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი ნიკოლაოს მელისასი (არენდით ფოკიკოსში)
ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი კრისტოს ინციდისი (არენდით პლატანიასში)
ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი ალექსანდროს აპოსტოლოპულოსი (არენდით ვეროიასში)
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი დიმიტრის პელკასი (არენდით აპოლონ კალაპარიასში)
ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი კოსტას პანაგიოტოუდისი (არენდით პანიონისში)
ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი დიმიტრის პოპოვიჩი (არენდით პლატანიასში)


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]