ზურაბ ხიზანიშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხბურთი
ზურაბ ხიზანიშვილი
Zurab khizanishvili.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ზურაბ ხიზანიშვილი
დაბ. თარიღი 6 ოქტომბერი 1981
დაბ. ადგილი თბილისი, საბჭოთა კავშირი,

საქართველოს სსრ

სიმაღლე 185 სმ.
პოზიცია მცველი
ეროვ. ნაკრები საქართველო 81 (1)
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი რედინგი
ნომერი 15
კარიერა
კლუბები 1998-1999 Football Club Dinamo Tbilisi.gif დინამო თბილისი ?(?)
1999-2000 FC თბილისი ?(?)
2000-2001 ლოკომოტივი თბილისი ?(?)
2001-2003 დანდი 43(0)
2003-2006 რეინჯერსი 42(0)
2006- ბლექბერნ როვერსი 79(2)
2009 ნიუკასლი
2009– რედინგი

ზურაბ ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ დანდიში გადავიდა. შემდეგ იგი თამაშობდა რეინჯერსში, ამჟამად კი რედინგისს წევრია. ხიზანიშვილი რეგულარულად თამაშობს ეროვნულ ნაკრებში.



სექციების სია

[რედაქტირება] საკლუბო კარიერა

ზურაბ ხიზანიშვილმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში,დინამო თბილისში დაიწყო,სადაც მამამისმა ნოდარ ხიზანიშვილმა დინამოს ძლიერების ზენიტის წლები გაატარა.დინამოში ზურამ ერთი სეზონი დაჰყო,მომავალ სეზონში კი საფეხბურთო კლუბ თბილისში გადავიდა,ერთი წლის შემდეგ კვლავ შეიცვალა კლუბი.ამჯერად მისი ახალი კლუბი ლოკომოტივი თბილისი გახდა.ლოკომოტივიდან კი უცხოეთში,შოტლანდიის საფეხბურთო კლუბ დანდიში გადავიდა.ქართველი ფეხბუღთელის შოტლანდიაში გადასვლამ შოტლანდიაში დიდი აჟიოტაჟი გამიოწვია და ბრიტანეთის მასშტაბით არცთუ გამორჩეული კლუბი,მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში.შოტლანდიურმა გამოცემა კურიერმა ახალგაზრდა ქართველი ლიდს იუნაიტედის მცველ რიო ფერდინანდს შეადარა.შოტლანდიურ კლუბში ზურა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის,გიორგი ნემსაძის რეკომენდაციით მოხვდა,რომელიც აქ თამაშობდა და კაპიტანიც იყო.


დანდიში ჩინებული თამაშის შემდეგ მისით შოტლანდიური გრანდი გლაზგო რეინჯერსი დაინტერესდა.2003 წელს ზურა რეინჯერსში გადავიდა,კარგადაც ათამაშდა,მაგრამ ბოლო დროს მწვრთნელი ალექს მაკლიში ქართველ მცველს აღარ ენდობოდა,ხიზანიშვილიც იძულებული გახდა სხვა კლუბი მოეძებნა.ეს სხვა კლუბი კი ინგლისის პრემიერლიგის კლუბი ბლექბერნ როვერსი იყო.თავიდან ზურამ იჯარით გაატარა ერთი სეზონი ,შემდეგ კი ამ გუნდთან კონტრაქტიც გააფორმა.მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა დიდი ნდობა გამოუცხადა ზურაბ ხიზანიშვილს,პირველი ორი სეზონი რეგულარულადაც ათამაშებდა,მაგრამ აქაც იგივე შემთხვევა მოხდა,რაც თავის დროზე რეინჯერსში-უელსელმა სპეციალისტმა ხიზანა სათადარიგო სკამზე დასვა და იშვიათად აძლევდა თავის გამოჩენის შანსს.2008 წელს ბლექბერნის მწვრთნელი პოლ ინსი გახდა, შემდეგ კი სემ ელერდაისი,თუმცა ქართველი ფეხბურთელი მაინც მოკლებულია ჩვეულ სათამაშო პრაქტიკას.2009 წელს ზურა ხიზანიშვილი ინგლისის ერთ–ერთ ტიტულოვან კლუბ ნიუკასლ იუნაუტედში გადავიდა.2009 წლის მიწურულს კი ბლექბერნიდან ნიუკასლში გადასული ხიზანიშვილი,ამჯერად ჩემპიონშიპის კლუბ რედინგში გადავიდა.

[რედაქტირება] სანაკრებო კარიერა

ზურაბ ხიზანიშვილის სანაკრებო კარიერა იწყება 1999 წლის 5 ივნისს.მალე იგი ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს,სადაც მან 8 თამაში ჩაატარა.მისი რეგულარული სანაკრებო კარიერა 2000 წლიდან იწყება.2007 წელს ზურას კონფლიქტი მოუვიდა საქართველოს ეროვნლი ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან,თუმცა კლაუსს ამ ამბიდან დიდი ხნის მუშაობა აღარ დასცალდა და მისმა შემცვლელმა,ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა გამოცდილი მცველი ნაკრებში დააბრუნა.ზურა ხიზანიშვილი დღესაც ნაკრების წამყვანი ფიგურაა.გატანილი აქვს ერთი გოლი.თემურ ქეცბაიამ ნაკრებში პოზიცია შეუცვალა და საყრდენის პოზიციაზე დააყენა.

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

ზურაბ ხიზანიშვილი დაიბადა 1980 წლის 6 ოქტომბერს,თბილისში,წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის,ნოდარ ხიზანიშვილის ოჯახში. საფეხბურთო კარიერა 1998 წელს დაიწყო.ჰყავს მეუღლე,მოდელი სალომე ღვინიაშვილი და 3 შვილი.


[რედაქტირება] ტიტულები

  • საქართველოს თასი:2000
  • შოტლანდიის ჩემპიონი:2005
  • შოტლანდიის ლიგის თასი:2005

[რედაქტირება] კლუბური სტატისტიკა

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა ტურნირები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
დინამო თბილისი 1998-99 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
FC თბილისი 1999-00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ლოკომოტივი თბილისი 2000-01 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
დანდი 2000-01 5 0 0 0 0 0 0 0 0 0 5 0
2001-02 18 0 0 0 2 0 0 0 0 0 20 0
2002-03 16 0 5 0 1 0 0 0 0 0 22 0
ჯამში 39 1 5 0 3 0 0 0 0 0 47 0
რეინჯერსი 2003-04 25 0 1 0 2 0 8 0 0 36 0 0
2004-05 14 0 1 0 2 0 6 0 0 0 23 0
ჯამში 29 0 2 0 4 0 14 0 0 0 59 0
ბლექბერნი 2005-06 24 1 2 0 4 1 0 0 0 0 30 2
2006-07 17 0 3 0 1 0 6 0 0 0 27 0
2007-08 10 0 1 0 1 0 0 0 0 0 12 0
2008-09 3 0 4 0 3 0 0 0 0 0 10 0
ჯამში 54 1 10 0 9 1 6 0 0 0 79 2
უცხოური კარიერის ჯამური შედეგები 122 2 17 0 16 1 20 0 0 0 185 2

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე