ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვესტ ჰემ იუნაიტედი
Crest
სრული სახელი West Ham United Football Club
მეტსახელი The Hammers, The Irons
The Academy of Football
დაარსდა 1895
სტადიონი ბოლეინ გრაუნდი (აპტონ პარკი)
(ტევადობა: 35,303)
პრეზიდენტი დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი (60%)
მწვრთნელი ინგლისის დროშა სემ ელერდაისი
კაპიტანი კევინ ნოლანი
ლიგა ჩემპიონშიფი
2010–11 20 (დაქვეითდა ჩემპიონშიფში)
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ვესტ ჰემ იუნაიტედი (ინგლ. West Ham United Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონი დასავლეთ ნაწილში პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბის მოედანი - აპტონ პარკი მდებარეობს Green Street-ზე. ვესტ ჰემის ფან-კლუბზე აგებული არის ფილმი - Green Street Hooligans - მწვანე ქუჩის ხულიგნები.

თავდაპირველად გუნდი ფორმირებული იყო მეტალურგიური ქარხნის მუშებისაგან 1895 წელს და ერქვა Thames Ironworks F.C. 5 წლის შემდეგ კლუბს სახელი გადაერქვა და დაერქვა "ვესტ ჰემ იუნაიტედი". თავდაპირველად "ჩაქუჩები" ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ლიგებში ასპარეზობდნენ, ხოლო უკვე 1919 წელს გაწევრიანდნენ ფეხბურთის ლიგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და 4 წლის შემდეგ გახდნენ ჩემპიონები. 1964 წელს გავიდნენ ინგლისის თასის ფინალში, რომელშიც გაიმარჯვეს და 64, 75 და 80 წლებში გახდნენ ინგლისის თასის სამგზის ჩემპიონები. ასევე 1964/62 წელს მოიგეს თასის მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს ინტერტოტოს თასი.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

კლუბი დაარსდა 1895 წელს სახელწოდებით “Thames Ironworks F.C.” მაშინ კლუბს ფლობდა მეტალურგიული და გემთმშენებელი კომპანია “Thames Ironworks and Shipbuilding Co. Ltd”, რომელსაც არნოლდ ჰილსი და წამყვანი სპეციალისტი დეივ ტეილორი მართავდნენ. “The Irons”–მა ლონდონის ლიგაში თამაში 1896 წელს დაიწყო და 1897/98 წლებში ამ ლიგის გამარჯვებულიც გახდა. კლუბი გახდა პროფესიონალური 1898 წელს, მას შემდეგ, რაც სამხრეთი ლიგის მეორე დივიზიონში დაიწყო თამაში. ეს ტურნირი გუნდმა პირველივე მცდელობაზე მოიგო. როდესაც 1900 წელს კლუბი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სახელი შეიცვალა და დაირქვა “West Ham United F.C.”

1900 წელს კლუბი თამაშობდა Memorial Ground–ზე, რომელიც მდებარეობდა პლაისტოუში. ამის შემდეგ გადავიდა „აპტონ პარკზე“, რომელიც აშენების დღიდან პირველ სათამაშო სეზონამდე ატარებდა სახელწოდებას The Castle. მისამართზე Grange Road, London, E13 ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ორიგინალური სტადიონი, ნამდვილი ციხესიმაგრე, ისეთივე, როგორიც ის იყო აშენების დღიდან. „ვესტ ჰემი“ ფეხბურთის ლიგას 1919 წელს შეუერთდა და პირველ დივიზიონში პირველად 1923 წელს ააღწია. კლუბს აქვს მოგებული ასოციაციის თასი სამჯერ: 1963/64, 1974/75 და 1979/80 წლებში.

კაპიტანი ბობი მური თასს კოცნის

1961 წელს შეიცვალა მწვრთნელი და სათავეში მოვიდა რონ გრინვუდი. მისი თაოსნობით „ვესტ ჰემმა“ 1964 წელს მოიგო ასოციაციის თასი, დაამარცხა რა ფინალში „პრესტონი“ ანგარიშით 3:2. აღსანიშნავია, რომ "ჩაქუჩებმა" ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" სძლიეს. გუნდი ამაზე არ შეჩერებულა და ევროარენაზე უდიდესი წარმატება ჰპოვა, როდესაც თასთა თასის ფინალში "მიუნხენ 1860" 2:0 დაამარცხა.

70–იან წლებში წავიდა არაერთი წამყვანი ფეხბურთელი და წავიდა ასევე გრინვუდიც. ახალი მწვრთნელი გახდა ჯონ ლაიალი. ლაიალის გუნდმა 1975 წელს მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1976 წელს "ვესტ ჰემს" შეეძლო გაემეორებინა იგივე, რაც გრინვუდის დროს გააკეთა და მოეგო თასთა თასი, მაგრამ ფინალში დამარცხდა ბელგიურ "ანდერლეხტთან". ამის შემდეგ კლუბის საქმეები ცუდად წავიდა და 1978 წელს კლუბი გავარდა მეორე დივიზიონში.

სამი წლის შემდეგ კლუბი დაბრუნდა და 1980 წელს ისტორიაში მესამედ მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1981 წელს კი ახლოს იყო ლიგის თასის მოგებასთან, მაგრამ ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა. ამავე წელს კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა პირველ დივიზიონში, რაც გუნდის მიერ ნაჩვენებ საუკეთესო რეზულტატად ითვლება დღემდე. 1989 წელს "ვესტ ჰემი" კვლავ გავარდა მეორე დივიზიონში, 2 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ 1992 წელს კვლავ დაქვეითდა.

90–იანი წლების დასაწყისში ბილი ბონდსი ჰარი რედნაპმა ჩაანაცვლა. კლუბი მალევე დაბრუნდა ახლად შექმნილ პრემიერ ლიგაში. რედნაპი ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია კლუბის ისტორიაში. მან "ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგაში დაამკვიდრა და 1999 წელს "ინტერტოტოს თასიც" მოაგებინა.

2002/03 სეზონი კლუბისათვის საშინელი აღმოჩნდა. მათ ტურნირის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ პირველად მოახერხეს საშინაო გამარჯვების მოპოვება და გავარდნენ ჩემპიონშიფში. შემდეგ სეზონში გააღწია ჩემპიონშიფის პლეი–ოფში და შეეძლო კიდეც ელიტაში დაბრუნება, თუმცა ფინალურ შეხვედრაში „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა. 2004/05 სეზონის ბოლოს, გულშემატკივრების მხრიდან ალან პარდიუზე დიდი გავლენის წყალობით კლუბმა ჩემპიონშიფში მეექვსე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს“ კვლავ მოუწია პლეი–ოფი, რომელშიც გამარჯვებული გამოვიდა და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. პლეი–ოფის პრიველ ეტაპზე, „აპტონ პარკზე“ ფრედ 2–2 დასრულდა მატჩი „იპსვიჩთან“ (რომელმაც ჩემპიონშიფში მესამე ადგილი დაიკავა, გადაასწრო რა „ჩაქუჩებს“ 12 ქულით), ხოლო „პორტმენ როდუზე“ კი ლონდონელებმა 0–2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ფინალში „ვესტ ჰემი“ შეხვდა „პრესტონს“ და მოუგო 1–0, რისი წყალობითაც დაბრუნდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, პრემიერ ლიგაში.

[რედაქტირება] შემადგენლობა

2012 წლის 31 მარტისთვის.
ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 ინგლისის დროშა მეკარე რობერტ გრინი
2 ახალი ზელანდიის დროშა მცველი უინსტონ რიდი
3 ინგლისის დროშა მცველი ჯორჯ მაკარტნი
4 ინგლისის დროშა ნახევარმცველი კევინ ნოლანი
5 ინგლისის დროშა მცველი ჯეიმს ტომკინსი
7 ინგლისის დროშა თავდამსხმელი სემ ბოლდოკი
8 ინგლისის დროშა თავდამსხმელი ნიკი მეინარდი
9 ინგლისის დროშა თავდამსხმელი კარლტონ კოული
10 უელსის დროშა ნახევარმცველი ჯეკ კოლისონი
11 ნორვეგიის დროშა თავდამსხმელი ჯონ კარეუ
12 პორტუგალიის დროშა ნახევარმცველი რიკარდო ვაზ ტე
13 ინგლისის დროშა მეკარე სტივენ ჰენდერსონი
14 ინგლისის დროშა ნახევარმცველი მეთიუ ტეილორი
15 სენეგალის დროშა მცველი აბდულაიე ფაიე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
16 ინგლისის დროშა ნახევარმცველი მარკ ნობლი
17 ირლანდიის დროშა მცველი ჯოი ო'ბრაიენი
18 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი ჟულიენ ფობერი
19 ინგლისის დროშა თავდამსხმელი ფრედი სირსი
20 კოტ-დ'ივუარის დროშა მცველი გი დემელი
21 სენეგალის დროშა ნახევარმცველი პაპა ბოუბა დიოპი
22 ინგლისის დროშა ნახევარმცველი ჰენრი ლანსბერი (არენდით არსენალიდან)
23 ინგლისის დროშა ნახევარმცველი რაველ მორისონი
24 ინგლისის დროშა თავდამსხმელი ფრენკ ნოუბლი
25 ინგლისის დროშა მცველი დანი კოლინსი (არენდით სტოუკიდან)
27 ინგლისის დროშა მცველი ჯორდან სპენსი
31 ბელგიის დროშა მეკარე რუუდ ბოფინი
32 ინგლისის დროშა ნახევარმცველი გარი ო'ნილი
48 აშშ-ის დროშა მცველი დენ პოტსი

[რედაქტირება] ტიტულები

  • ინგლისის ასოციაციის თასი: 3
    • 1964, 1975, 1980
  • თასების თასი: 1
  • ინტერტოტოს თასი: 1
    • 1999
  • ბობი მურის თასი: 1
    • 2008
  • SBOBET–ის თასი: 1
    • 2010

[რედაქტირება] ცნობილი ფეხბურთელები


[რედაქტირება] ხელმძღვანელობა

კლუბის ხელმძღვანელობა/დირექცია

თანამდებობა სახელი
მფლობელი უელსის დროშა დევიდ სალივანი
მფლობელი ინგლისის დროშა დევიდ გოლდი
ვიცე–პრეზიდენტი ინგლისის დროშა კარენ ბრეიდი
ფინანსური დირექტორი ინგლისის დროშა ნიკ აიგო
აღმასრულებელი დირექტორი ინგლისის დროშა ბობ ელისი
საფეხბურთო მდივანი ინგლისის დროშა პიტერ ბარნსი
კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ინგლისის დროშა იან ტომპკინსი
ოპერაციების დირექტორი ინგლისის დროშა ბენ აილინვორთი
კომერციული დირექტორი ინგლისის დროშა ბარი ვებერი
მედია ხელმძღვანელი ინგლისის დროშა გრეგ დემეტრიო

სამწვრთნელო შტაბი

თანამდებობა სახელი
მთავარი მწვრთნელი ისრაელის დროშა ავრამ გრანტი
ასისტენტი ინგლისის დროშა პოლ გროუვსი
პირველი გუნდის მწვრთნელი ინგლისის დროშა კევინ კინი
სარეზერვო გუნდის მწვრთნელი ინგლისის დროშა ალექს დაიერი
სარეზერვო გუნდის მწვრთნელი ინგლისის დროშა როჯერ ქროსი
ფიზიოთერაპევტი ინგლისის დროშა ენდი როლსი
სამედიცინო სამსახური ინგლისის დროშა სენ ჰოვლეტი MBBS,MRCGP
კლუბის ექიმი ინგლისის დროშა გეს შტაინბერგსი
აკადემიის დირექტორი ინგლისის დროშა ტონი კარი
მეკარეების მწვრთნელი ინგლისის დროშა დევიდ კოულსი

[რედაქტირება] მწვრთნელები


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე