შახტარი დონეცკი (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შახტარი დონეცკი
Шахтар Донецьк
დონეცკის შახტარის ლოგო.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი «შახტარი» დონეცკი
მეტსახელი Гірники (მაღაროელები, მეშახტეები), кроти (თხუნელები)
დაარსდა 1936
სტადიონი დონბას არენა, დონეცკი, უკრაინა
(ტევადობა: 52.187 მაყურებელი)
მწვრთნელი რუმინეთის დროშა მირჩა ლუჩესკუ
კაპიტანი ხორვატიის დროშა დარიო სრნა
ლიგა უკრაინის პრემიერ ლიგა
2012-13 1-ლი ადგილი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი შახტარი დონეცკი (უკრ. ФК «Шахтар» Донецьк) — უკრაინული კლუბი, ქალაქ დონეცკიდან. კლუბს მოგებული აქვს უამრავი საშინაო ტიტული და წარმატებით გამოდის ევროტურნირებზეც. საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო შახტარმა 2009 წელს მოიპოვა, როდესაც გახდა უეფას თასის უკანასკნელი გათამაშების გამარჯვებული.

ისტორია[რედაქტირება]

კლუბი 1936 წლის მაისში დაარსდა და იგი ცნობილი იყო, როგორც "სტაკანოვიტე". გუნდმა პირველი არაოფიციალური შეხვედრა გამართა "დინამო ოდესას" წინააღმდეგ, 12 მაისს, 1936 წელს, ბალიტსკის სტადიონზე. ეს მატჩი დონეცკელებმა 2:3 დათმეს. პირველი ოფიციალური მატჩი დიდი იმედგაცრუება იყო დონეცკელებისთვის, რომელიც მათ 1:4 დათმეს "დინამო ყაზანის" წინააღმდეგ.

სტადიონი[რედაქტირება]

"შახტარი" მის თამაშებს რსკ ოლიმპისკის სტადიონზე თამაშობდა. ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა და გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. სტადიონი 50.145 ადამიანს იტევს. "უეფამ" ამ სტადიონს 5 ვარსკვლავი მიანიჭა. "შახტარის" უძველესი სტადიონი 1936 წელს აშენდა და 4–ჯერ მოხდა მისი რეკონსტრუქცია. ამჟამად ამ სტადიონზე თამაშობს "შახტარის" მეორე (სარეზერვო) გუნდი.

ლოგოები და ფერები[რედაქტირება]

კლუბის პირველი ლოგო შეიქმნა 1936 წელს, რომელიც ლურჯ–წითელ ფერებში იყო. როდესაც კლუბმა სახელი შეიცვალა 1946 წელს, ლოგო გადააკეთეს და გამოიყენეს შავი და თეთრი ფერები. ლოგო იყო წრის სახით და შუაში ეწერა "დონეცკის შახტარი". კლუბის სახელი ბევრგანაა გამოყენებული რუსულად. ამიტომ მას სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შახტიორი (Shakhter, Shakhtyor). 1989 წელს მხატვარმა ვიქტორ სავილოვმა კლუბს შესთავაზა ახალი ლოგოს პროექტი, რომელშიც გამოყენებული იყო ბურთი და მოედანი. 8 წლის შემდეგ კლუბმა ისევ შეიცვალა ლოგო (1997). 2008 წელს სტადიონის პრეზენტაციაზე კლუბმა წარმოადგინა ახალი ლოგო.

ჯილდოები[რედაქტირება]

2009
2009
1996, 1997, 1998, 2002
2001–02, 2004–05, 2005–06, 2007–08, 2009–10, 2010–11, 2011–12, 2012–13
1995, 1997, 2001, 2002, 2004, 2008, 2011, 2012
2005, 2008, 2010, 2012
1961, 1962, 1980, 1983
1983

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]