ალექსანდრე ამისულაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამისულაშვილი.
ალექსანდრე ამისულაშვილი
Aleksandr Amisulashvili 2013.jpg
ალექსანდრე ამისულაშვილი „კრილია სოვეტოვში“ 2013
პირადი მონაცემები
სრული სახელი ალექსანდრე ამისულაშვილი
დაბადების
თარიღი
20 აგვისტო, 1982 (1982-08-20) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
თელავი, საქართველო
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინტერი ბაქო
ნომერი 5
ახალგაზრდული კარიერა
კახეთი თელავი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–1999 კახეთი თელავი 25 (3)
1999–2000 ტორპედო ქუთაისი 7 (0)
2000–2001 იბერია სამტრედია 11 (0)
2001–2003 დინამო თბილისი 85 (11)
2004–2005 დინამო კიევი 2 17 (1)
2005  დნიპრო დნიპროპეტროვსკი 0 (0)
2005 დინამო თბილისი 15 (0)
2006  ტავრია სიმპეროფოლი 10 (0)
2006  შინნიკი 18 (1)
2007–2010 სპარტაკი ნალჩიკი 98 (10)
2010–2011 ქაისერისფორი 22 (1)
2011–2012 კრასნოდარი 54 (1)
2013–2014 კრილია სოვეტოვი 38 (1)
2014– ინტერი ბაქო 18 (2)
ეროვნული ნაკრები
2000 საქართველო 19 წლ. 2 (0)
2001–2002 საქართველო 21 წლ. 4 (1)
2003– საქართველო 36 (3)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2015.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
26 მარტი, 2015.

ალექსანდრე ამისულაშვილი (დ. 20 აგვისტო, 1982) — ქართველი ფეხბურთელი, ბაქოს „ინტერისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი.

კარიერა[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა თელავის „კახეთში“ დაიწყო. შემდეგ ქართულ რეკორდმაისტერში, თბილისის „დინამოში“ თამაშობდა. ამ გუნდთან ერთად 2003 წელს მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და თასი. 2004 წელს კარიერის გასაგრძელებლად უკრაინული ფეხბურთის ლიდერ კიევის „დინამოში გადავიდა და 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს, რომელიც „დინამო II“-ში გამოდიოდა, იშვიათად ეძლეოდა თამაშის საშუალება და ფორმაში შესასვლელად იძულებული გახდა სხვა კლუბში გადასულიყო. 2005 წლის ზაფხულში ამისაულაშვილი უკრაინელებმა ექვსი თვით თბილისის დინამოში გაანათხოვრეს. ექვსი თვის შემდეგ ამისულაშვილი სიმფეროპოლის „ტავრიაში“ გადავიდა. ექვსი თვის „კიევის დინამომ“ ამისულაშვილი ახალ კლუბში, რუსული პრემიერლიგის იაროსლავის „შინიკში“ გაანათხოვრა. ამისულაშვილმა აქაც ნახევარი წელი გაატარა

2007 წლიდან ამისულაშვილი „ნალჩიკის“ ფეხურთელი გახდა. ამისულაშვილმა კლუბში სამი წელი გაატარა, კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა და დიდი სიყვარულით სარგებლობდა გულშემატკივრებში, მათ შორის იყო ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტი. ამისულაშვილი მალე სკანდალშიც გაეხვა: ვლადივოსტოკის „ლუჩ-ენერგიასთან“ მატჩის შემდეგ ის ვლადივოსტოკის პოლიციამ დააკავა. მიზეზი 25 წლის გოგოს გაუპატიურება იყო, მაგრამ საბოლოოდ ამისულაშვილი გაამართლეს. 2009 წელს რუსულმა გამოცემა „სოვეტი სპორტმა“ განვლილი სეზონის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა. ამისულაშვილი ნალჩიკში 2010 წლამდე დარჩა, ხოლო შემდე თურქეთში გადავიდა და ერთი სეზონი გაატარა ქაისერისფორის შემადგენლობაში. ამ პერიოდში კლუბის მწვრთნელი ქართველი შოთა არველაძე იყო. 2011 წლიდან ამისულაშვილი დაბრუნდა რუსეთის პრემიერ-ლიგაში და კრასნოდარის „კრასნოდარის“ კაპიტანი გახდა. 2013 წლიდან კი იცავს კრილია სოვეტოვის ღირსებას.

სანაკრებო[რედაქტირება]

ამისულაშვილი 19 წლის იყო,როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ გამოიძახა, რამდენიმე მატჩიც ჩაატარა, მაგრამ შემდეგ ნაკრებში ის აღარ გამოუძახიათ. 2007 წელს კლაუს ტოპმიოლერმა ის ათამაშა ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგთან. ამ მატჩში ნაკრების წარუმატებლობა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად მასაც დაბრალდა და შემდგომ მატჩებში აღარ გამოიძახეს. 2010 წლიდან, ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ ამისულაშვილი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი მოთამაშე იყო 2013 წლამდე, სანამ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ადგილს დაკარგავდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად კახაბერ ცხადაძის დანიშნვის შემდეგ, ახალმა მწვრთნელმა ალექსანდრე ამისულაშვილი ნაკრებში დააბრუნა.

ტიტულები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]