ვალენსია (საფეხბურთო კლუბი)

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალენსია
მეტსახელი ღამურები
დაარსდა 18 მარტი, 1919
სტადიონი მესტალია
ვალენსია, ესპანეთი,
ტევადობა 55,000
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ვისენტე სორიანო[1]
მწვრთნელი ესპანეთის დროშა უნაი ემერი
ლიგა ლა ლიგა
2007-08 მე-10 ადგილი
Team colours Team colours Team colours
Team colours
Team colours
 
ძირითადი
ფორმა
Team colours Team colours Team colours
Team colours
Team colours
 
რეზერვის
ფორმა
Team colours Team colours Team colours
Team colours
Team colours
 
მესამე
ფორმა


საფეხბურთო კლუბი ვალენსია(მეტსახელად:ღამურები) ესპანეთის საფეხბურთო კლუბია,რომელიც ქალაქ ვალენსიაში თამაშობს.კლუბი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უდიდესი კლუბია ესპანეთში.ვალენსიას ექვსჯერ აქვს მოპვებული ესპანეთის ჩემპიონის,შვიდჯერ ესპანეთის სამეფო თასის ,ერთხელ უეფა თასის,ორჯერ ესპანეთის სუპერთასის,ევროპის თასების მფლობელთა თასის და საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის მფლობელის ტიტულები.კლუბმა 2-ჯერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა: ერთხელ თანამემამულე რეალ მადრიდთან და ერთხელ ბაიერნთან.ვალენსია ასევე შედის ევროპის 14 უძლიერეს კლუბს შორის.

ლა ლიგის ყველა დროის ცხრილში ვალენსია მე-3 ადგილს იკავებს რეალ მადრიდის და ბარსელონას შემდეგ.საერთაშორისო ტიტულების მოგების მხრივ ვალენსია აქაც მესამე ადგილს იკავებს რეალ მადრიდის და ბარსელონას შემდეგ.ესპანურ კლუბთაგან მხოლოდ ამ სამს აქვს 5-ზე მეტჯერ მოგებული საერთაშორისო ტიტულები.

ვალენსია 1919 წელს დაარსდა და 1923 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ მესტალიაზე,რომელიც 55 000 კაცს იტევს.მალე ქალაქის ჩრდილო-დასავლეთში აშენდება ახალი,75 000 ტევადობის მქონე სტადიონი.კლუბის ტრადიციული მეტოქეები არიან თანაქალაქელი ლევანტე და მისი რეგიონელი ვილიარეალი.

ვალენსია დიდი პოპულარობით სარგებლობს ესპანეთში რეალ მადრიდის და ბარსელონას შემდეგ.ვალენსია ფანების მხრივაც უდიდესი კლუბია მსოფლიოში.სტადიონი მესტალია ვერ იტევს კლუბის 50 000–ზე მეტ მხარდამჭერს.პრობლემა სრულად მოიხსნება სტადიონის ტევადობის გაზრდის შემდეგ.


სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] დაარსება

1919 წელს, მდინარე ტურიასთან მდებარე ბარ ტორინოში გაქჩნდა საფეხბურთო კლუბის დაარსების იდეა.კლუბის პირველი პრეზიდენტი,ოქტავიო ავგუსტო მილეგო შემთხვევით გახდა:ჰაერში აგდებულმა მონეტამ ბედი მის სასარგებლოდ გადაწყვიტა,ხოლო მისმა კონკურენტმა გონსალო მედინა პერნასმა საარჩევნო და ღონისძიებათა კომისია ჩაიბარა.

მილეგო და მედინა ერთად მუშაობდნენ ბარსელონას ქუჩაზე მდებარე თავდაპირველ ოფისში.ვალენსიას პირველ სამეურვეო საბჭოში შედიოდნენ:ძმები სანჩესები,ხოსე ლიორკა,ფერნანდო მარსალი და ადოლფო მოია.


[რედაქტირება] ტიტულები

  • ესპანეთის ჩემპიონი (6-ჯერ):

1941-42, 1943-44, 1946-47, 1970-71, 2001-02, 2003-04


  • ესპანეთის თასი (7-ჯერ):

1940-41, 1948-49, 1953-54, 1966-67, 1978-79, 1998-99, 2007-08


  • ესპანეთის სუპერ თასი (2-ჯერ):

1949, 1999


1961-62, 1962-63, 2003-04


1979-80


1980, 2004


  • ინტერტოტოს თასი (ერთჯერ):

1998

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები