ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიუნხენის ბაიერნი
Bayern München
Bayern Munchen.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი
მიუნხენის ბაიერნი
დაარსდა 27 თებერვალი, 1900
სტადიონი ალიანს არენა, მიუნხენი
(ტევადობა: 69.901 მაყურებელი)
პრეზიდენტი გერმანიის დროშა ული ჰიონესი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ჟოსეპ გვარდიოლა
ლიგა ბუნდესლიგა
2012-13 ჩემპიონი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
Champions League
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი (გერმ.: FC Bayern München) — გერმანიის საფეხბურთო კლუბი ბავარიის ქალაქ მიუნხენიდან; ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთის ისტორიაში; ასევე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. 2 საკონტინენტთაშორისო თასით, 4 ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტიტულით, 1 უეფას თასის ტიტულით, 1 თასების მფლობელთა თასის ტიტულით, 21 ეროვნული ჩემპიონატით, 14 გერმანული თასით, მიუნხენის ბაიერნი გერმანიის მოწინავე საფეხბურთო კლუბია. ბაიერნი საწევრო კლუბია და 132.000 წევრით მსოფლიოში სიდიდით მესამეა ბენფიკასა და ბარსელონას კლუბების შემდეგ. ბაიერნს ასევე განყოფილებები აქვს ჭადრაკში, ხელბურთში, კალათბურთში, ტანვარჯიშში, ბოულინგსა და მაგიდის ჩოგბურთში.

კლუბის მიმდინარე ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი — ფრანც ბეკენბაუერი; ვიცე-პრეზიდენტები — დოქტორ ფრიტე შრერერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჰანს შიფელი; მენეჯერი — ული ჰიონესი; მწვრთნელი — ხოსეპ გვარდიოლა, მუშაობს 2013 წლის ივნისიდან. მთავარი სპონსორია T-Mobile.

ისტორია[რედაქტირება]

ბაიერნის პირველი გუნდი[რედაქტირება]

სკ ნიურნბერგისა და ბაიერნის პირველი თამაში 1900 წელს.

ბაიერნის ისტორია 1900 წლიდან იწყება. მისი დაარსება დაკავშირებულია ფეხბურთის ფუნქციონერ ფრანც ჯონის სახელთან, რომელიც გუნდის პირველი პრეზიდენტი იყო. გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე — ლეოპოლდშტრასეზე გადავიდა. გუნდის პირველი მიღწევა გახდა მიუნხენის ფეხბურთში ლიდერობა და შესამჩნევი გაუმჯობესება ფანებისთვის, რომლებსაც თამაშის ყურება უკვე დამსხდრებს შეეძლოთ. ბაიერნი პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო. მომდევნო წელს მიუნხენელებმა დაიცვეს ტიტული ისე, რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ. მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი — მაქს გაბლონსკი. ამ მოვლენის შემდეგ საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. 1920 წლისათვის ბაიერნში გაწევრიანებული იყო 700-ზე მეტი წევრი და ცოტა ხანში გუნდი ისეთი ძლიერი გახდა , როგორიც დღესაა.

ბაიერნის ემბლემები 1900-2002 წლებში

პირველი ტიტული[რედაქტირება]

1926 წელს ბაიერნმა სამხრეთის მიწების ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1932 წელს გერმანიის ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა, მოუგო რა ფრანკფურტის აინტრახტს ანგარიშით 2:0. გოლები გაიტანეს რორმა და კრუმმა, გუნდის ლიდერები იყვნენ ჰაიდკამფი და ბრაინდლი. გუნდის მწვრთნელად, მასაჟისტად, მენეჯერად და ხელმძღვანელად მუშაობდა რიჩარდ დომბი.

მეორე მსოფლიო ომმა ძალზედ დიდი გავლენა მოახდინა სპორტზე. ის კიდევ უფრო დიდი ხნით ანელებდა ფეხბურთის განვითარებას. ამ კატასტროფის შემდეგ, გერმანულ ფეხბურთს სჭირდებოდა დრო, რათა დაებრუნებინა თავისი დაკარგული პოზიციები.

1957 წელს ბაიერნმა გერმანიის თასი მოიგო. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში, აუგსბურგის სტადიონზე, რომელიც 42000 ათას ადამიანს იტევდა, ბაიერნის კაპიტანმა — ჯობსტმა გუნდი დიუსელდორფის ფორტუნის წინააღმდეგ გამარჯვებამდე მიიყვანა. ბაიერნმა 1:0 მოიგო. ამ გამარჯვებას მოჰყვა არც თუ ისე გრძელი წარუმატებლობები, რომლის დროსაც ბაიერნმა ვერაფერი ვერ მოიგო. 1963 წელს, ბაიერნი არ იქნა დაშვებული ახლად დაარსებულ ბუნდესლიგაში. მაგრამ ორი წლის შემდეგ, გუნდმა ბუნდესლიგის სიმაღლეების დაპყრობა დაიწყო. ამ დროს გუნდის მწვრთნელი იყო ზლატკო ცარკოვსკი. კლუბი შევიდა მისი უდიდესი წარმატებების პერიოდში — ფრანც ბეკენბაუერისა და კომპანიის ხანაში.

ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნში გადავიდა, თუმცა მას ჰქონდა შანსი ეთამაშა მიუნხენ 1860-შიც. ცარკოვსკიმ იგი პლეი-ოფის თამაშებში პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. კარებში ლეგენდარული ზეპ მაიერი იდგა. თავდასხმაში კი თამაშობდა გერდ მიულერი. ამ ფეხბურთელებმა ბაიერნს დიდი წარმატებები მოუტანეს. 1965/66 სეზონში გუნდი მესამე ადგილას გავიდა. ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი კი ნაკრებში გამოიძახეს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ. სამწუხაროდ გერმანია მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა, წააგო რა ფინალში ინგლისთან. თუმცა სეზონი ისე არ დამთავრებულა, ბაიერნს ორი ტიტული რომ არ მოეგო. მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდმა ისევ გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა ფინალში მაიდერიხერი ანგარიშით 4:2.

1967 წელს ბაიერნმა ევროპული მწვერვალებიც დაიპყრო. თასის მოგების შემდეგ ჰამბურგის წინააღმდეგ ანგარიშით 4:0, გუნდმა ბეკენბაუერის თავკაცობით შეასრულა დუბლი, როცა თასების თასი მოიგო. ფრანც როტმა, რომელსაც ხშირად გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები, 109 წუთზე სელტიკის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და გუნდს თასების თასი მოაგებინა.

ჩემპიონთა პირველი თასი[რედაქტირება]

1968 გარდატეხის წელი იყო. ბრანკო ზებეკი, რომელმაც შეცვალა ცარკოვსკი, წავიდა ისეთ უკიდურეს ნაბიჯზე, როგორიც იყო ლუდის მოხმარების საერთოდ აკრძალვა. თუმცა, მრავალრიცხოვანი დაცინვის მიუხედავად, ბაიერნის ფანები კმაყოფილნი იყვნენ, რადგან გუნდმა დუბლი შეასრულა: გერმანიის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული იქნა 8 ქულიანი ჰანდიკაპით, ხოლო თასის ფინალში დამარცხებული იქნა შალკე 04. მაგრამ ამავე დროს გამოჩნდა გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემები შეუქმნა ბაიერნს — მიონხენგლადბახის ბორუსია. ბორუსიამ გერმანიის ჩემპიონობა ორჯერ 1970–71 წლებში მოიგო და უკან ჩამოიტოვა ბაიერნი.

1972 წელს მიუნხენელებმა დაიბრუნეს ტიტული უკვე ოლიმპიაშტადიოზე უდო ლატეკის ხელმძღვანელობით. გუნდს კიდევ ერთი სიხარული მიზეზი ჰქონდა: გერდ მიულერი გახდა საუკეთესო თავდამსხმელი 40 გატანილი გოლით. მანვე კელნთან თასის ფინალში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. იმავე ლატეკის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 2 წელი დაიცვა თასი. 1974 წელს ბაიერნმა მოიგო ჩემპიონთა თასი. შვარცენბეკმა გაათანაბრა ანგარიში ბრიუსელში მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ, ხოლო დამატებით შეხვედრაში გუნდმა მოიგო მატჩი ანგარიშით 4:0. დუბლი შეასრულეს ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნმა 1980 წლამდე ბუნდესლიგაში პაუზა გააკეთა, საერთაშორისო არენაზე მათ სამჯერ მოიპოვეს ტიტულები. მათ მოიგეს ევროპის ჩემპიონთა თასი 1975 წელს (2:0 ლიდსის წინააღმდეგ), 1976 წელს კი გაიმეორეს მიღწევა, როდესაც გლაზგოში სენტ-ეტიენი დაამარცხეს ანგარიშით 1:0. ამასთან ერთად ბაიერნმა იმავე წელს მოიგო საკონტინენტთაშორისო თასიც, დაამარცხა რა კრუზეირო ორ მატჩიან შეხვედრაში. ამ პერიოდში გუნდის მწვრთნელი იყო დიტმარ კრემერი.

1978-83 წლებში ბაიერნს წვრთნიდა პოლ ჩერნაი. მის დროს კლუბი ორჯერ, 1980–81 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი.

1987 წელს ბაიერნის მწვრთნელი გახდა იუპ ჰეინკესი, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდმა ორჯერ მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა 1989–90 წლებში. ჰეინკესმა გუნდი 91/92 სეზონში დატოვა, მისი ადგილი კი სორენ ლერბიმ დაიკავა. თუმცა გუნდის აღმავლობა მაინც არ შეინიშნებოდა, მიუნხენელები აღმოჩნდნენ ბუნდესლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე. ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი ერიხ რიბეკმა. კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ფრანც ბეკენბაუერმა კი ვიცე-პრეზიდენტების პოსტები დაიკავეს. 93/94 სეზონში კაიზერ-ფრანცმა მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ერიხ რიბეკი და ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი გახადა.

ალიანც არენა ღამით

ამის შემდეგ დადგა ჯოვანი ტრაპატონის ეპოქა. მართალია, მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ვერ შესძლო სასურველი წარმატებების მიღწევა. გუნდმა 94/95 სეზონში გერმანიის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ამსტერდამის აიაქსთან წააგო. ამის გამო გუნდში ტრაპატონის ნაცვლად მოვიდა ოტო რეჰაგელი. მას მოჰყვნენ კლინსმანი, ჰერცოგი და სფორცა. მაგრამ ოტოც მალე იძულებული გახდა დაეტოვებინა მწვრთნელის პოსტი დროზე ადრე, მიუხედავად იმისა, რომ მან ნახევარ სეზონში მოახერხა გუნდის უეფა-ს თასის ფინალში გაყვანა, სადაც მისი მეტოქე ბარსელონა იყო. ფინალში, ოლიმპიაშტადიონზე ნათამაშები ფრის (2:2) შემდეგ, თითქოს უკვე გამოვლენილი იყო გამარჯვებული, მაგრამ განმეორებითი მატჩი ბაიერნისთვის სასიკეთოდ დამთავრდა. ბაბელმა და ვიტეჩეკმა შესძლეს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება — 2:1. ფინალის დღეებში, როდესაც ფრანც ბეკენბაუერი ითავსებდა გუნდის მწვრთნელობას და მის ხელმძღვანელობას, მან მოახერხა ის, რომ ბაიერნმა პირველად თავის ისტორიაში მოიპოვა უეფა-ს თასი. თუმცა საერთო სურათს დორტმუნდის ბორუსიის ჩემპიონობა აფუჭებდა. ამის შემდეგ ტრაპატონი ისევ დაუბრუნდა გუნდს და ორი წლის განმავლობაში ბაიერნს ორი გამარჯვება მოუტანა: გერმანიის ჩემპიონატში 1997 წელს და გერმანიის თასზე 1998 წელს.

ბაიერნის სავარჯიშო კომპლექსი

ბაიერნი 21-ე საუკუნეში[რედაქტირება]

ოტმარ ჰიცფელდმა იტალიელი სპეციალისტი 1998 წელს შეცვალა. პირველივე წელს მან თითქმის მიაღწია გუნდის საუკეთესო შედეგს არსებობის ისტორიაში. მაგრამ გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მარცხი ძალზედ მტკივნეული აღმოჩნდა გუნდისთვის. უკვე ორი წლის შემდეგ ჰიცფელდმა და ბაიერნმა დაამტკიცეს, რომ 1999 წლის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ჰიცფელდის ხელმძღვანელობით ბაიერნმა (1998-2004 წლებში) მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა ოთხჯერ, ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს და გერმანიის ლიგის თასს, ასევე გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასა და საკონტინენტთაშორისო თასზე. ეს შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაიერნის მწვრთნელებს შორის. ამ პერიოდში გუნდის ლიდერები იყვნენ ოლივერ კანი, შტეფან ეფენბერგი და ჯოვანი ელბერი.

2004 წელს კლუბში მწვრთნელად მოვიდა ფელიქს მაგათი, ვისი ხელმძღვანელობითაც კლუბი ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს, მაგრამ 2007 წლის იანვარში წარუმატებლობების გამო იგი გაათავისუფლეს და მის ადგილას დააბრუნეს ოტმარ ჰიცფელდი.

2007 წლის ზაფხულში ბაიერნმა გაატარა სერიოზული სატრანსფერო პოლიტკა, რის შედეგადაც შეიძინა იტალიის ნაკრების საუკეთესო ფორვარდი ლუკა ტონი[1], გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფორვარდი მიროსლავ კლოზე, საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი და კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი. ფეხბურთელების ტრანსფერებზე 2007 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე ბაიერნმა $94 მილიონი დახარჯა.[2] 2007-2008 სეზონში კლუბი გახდა გერმანიის ჩემპიონი, დაეუფლა გერმანიის თასს და გერმანიის ლიგის თასს.

2008 წლის 1 ივლისიდან ოტმარ ჰიცფელდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა იურგენ კლინსმანმა. 2009 წლის 27 აპრილს კლინსმანი იუპ ჰაინკესმა შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შრომის შედეგად მალევე გაათავისუფლეს და მის შემცვლელად ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუის ვან გაალი მოვიდა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მოახერხა შემტევი გუნდის ჩამოყალიბება, პირველივე სეზონში (2009-2010) მოაგებინა კლუბს აუდის თასი, გახადა გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის თასის მფლობელი და ასევე ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის თასთან, მაგრამ ინტერთან დამარცხდა ფინალში ანგარიშით 0:2

ვანგაალის შემდეგ კვლავ ჰაინკესი დაბრუნდა, რომელმაც მოღვაწეობის მეორე წელს (2011/2012) კლუბი კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, (ფინალი მიუნხენში ტარდებოდა) და ბაიერნი ახლოს იყო შესულიყო ისტორიაში, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული საკუთარ კედლებში (აქამდე ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა), მაგრამ სერიაში ლონდონის ჩელსიმ გაიმარჯვა. იმ წელს მიუნხენური გიგანტი უტიტულოდ დარჩა, ამიტომ ხელმძღვანელებმა ჰაინკესის შემცვლელს დაუწყეს ძებნა და მიაგნეს კიდეც — ეს იყო ხოსეპ გუარდიოლა. მაგრამ ჰაინკესს თითქმის მთელი სეზონი წინ ჰქონდა, მან გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველად შეასრულა „ჰეთ-თრიკი“: მოიგო ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა (დაამარცხეს დორტმუნდის ბორუსია 2:1) და გერმანიის თასი, დაამყარა და გააუმჯობესა მრავალი რეკორდი (გასვლით შეხვედრებში მოიგო ყველა მატჩი, ბუნდესლიგაში გაიტანა 98 გოლი და ა.შ.).

მიუხედავად ამ ფანტასტიური შედეგისა, ჰაინკესს მაინც მოუწია კლუბიდან წასვლა გუარდიოლასთან წინასწარ გაფორმებული კონტრაქტის გამო. 2013 წლის მაისის მონაცემით მიუნხენის ბაიერნი საკლუბო რეიტინგში პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

ისტორიული საფეხბურთო ფორმები[რედაქტირება]

1974 და 1976 ევროპის ჩემპიონთა თასი ფინალები
1975 და 1982 ევროპის ჩემპიონთა თასი ფინალები
1987
ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალი
1996
უეფას თასის ფინალი (პირველი მატჩი)
1996
უეფას თასის ფინალი (მეორე მატჩი)
1999 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი
2001 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი
2010 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი
2012 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი
2013 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი

სტადიონი[რედაქტირება]

ბაიერნი საშინაო მატჩებს 1971-72 სეზონიდან 2005-06 სეზონამდე მართავდა ოლიმპიაშტადიონზე, რომელიც იტევს 69.250 მაყურებელს. ამჟამად ბაიერნის სტადიონი არის ალიანც არენა, რომლის მშენებლობა დასრულდა 2005 წელს. ბაიერნთან ერთად სტადიონზე საშინაო მატჩებს მართავს საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860. სტადიონის ტევადობა არის 69 901 (66 000 დასაჯდომი).

ტიტულები[რედაქტირება]

ბაიერნის რეიტინგი 1964-2007 წლებში

შემადგენლობა 2014/15[რედაქტირება]

"საუკეთესო შემადგენლობა". მწვრთნელი ოტმარ ჰიცფელდი.
სახელი ნომერი ეროვნება
მეკარე
მანუელ ნოიერი 1 გერმანიის დროშა
ტომ შტარგე 22 გერმანიის დროშა
ლუკაშ რაედერი 32 გერმანიის დროშა
მაქსიმილიან რიდმიულერი 24 გერმანიის დროშა
მცველი
რაფინია 13 ბრაზილიის დროშა
დანტე 4 ბრაზილიის დროშა
ფილიპ ლამი (კაპ.) 21 გერმანიის დროშა
ჰოლგერ ბადშტუბერი 28 გერმანიის დროშა
დიეგო არმანდო კონტენტო 26 გერმანიის დროშა
ჟერომ ბოატენგი 17 გერმანიის დროშა
დავიდ ალაბა 27 ავსტრიის დროშა
ნახევარმცველი
ფრანკ რიბერი 7 საფრანგეთის დროშა
არიენ რობენი 10 ნიდერლანდის დროშა
ბასტიან შვაინშტაიგერი (ვიცე კაპ.) 31 გერმანიის დროშა
ხერდან შაქირი 11 შვეიცარიის დროშა
ჩავი მარტინესი 8 ესპანეთის დროშა
ჩაბი ალონსო 3 ესპანეთის დროშა
პიერ ჰეირბერგი 34 დანიის დროშა
თავდამსხმელი
რობერტ ლევანდოვსკი 9 პოლონეთის დროშა
კლაუდიო პიზარო 14 პერუს დროშა
თომას მიულერი 25 გერმანიის დროშა
პატრიკ ვერაუხი 20 გერმანიის დროშა

სხვა კლუბებში განათხოვრებული ფეხბურთელები[რედაქტირება]

სახელი კლუბი ეროვნება განათხოვრებულია
ვაიზერი კაიზერსლაუტერნი გერმანიის დროშა 2013 წლის ივნისამდე
ნილს პეტერსენი ვერდერი გერმანიის დროშა 2013 წლის ივნისამდე

ბაიერნის პრეზიდენტები[რედაქტირება]

პერიოდი პრეზიდენტი
01.01.2010 --- * ული ჰიონესი
07.10.1994 — 01.01.2010 ფრანც ბეკენბაუერი
09.10.1985 — 07.10.1994 ფრიტც შერერი
24.04.1979 — 09.10.1985 ვილი ჰოფმანი
1962 — 19.03.1979 ვილჰელმ ნოიდეკერი
1958 — 1962 როლანდ ენდლერი
1955 — 1958 ალფრედ როიტლინგერი
1953 — 1955 ადოლფ ფიშერი
კარლ ვალდი
ჰიუგო ცისინგერი
1951 — 1953 იულიუს შერინგი
1947 — 1951 კურტ ლანდაუერი
1945 — 1947 ზიგფრიდ ჰერმანი
1945 იოზეფ ბაიერი
1945 ფრანც კსავერ ჰაილმასენდერი
1943 — 1945 ზაუტერი
1938 — 1943 კელნერი
1937 — 1938 ფრანც ნუსჰარდი
1935 — 1937 რიხარდ ამესმაიერი
1934 — 1935 კარლ–ჰაინც ოტინგერი
1933 — 1934 ზიგფრიდ ჰერმანი
1922 — 1933 კურტ ლანდაუერი
1921 — 1922 ფრედ დანი
1919 — 1921 კურტ ლანდაუერი
1916 — 1919 ფრიტც მაიერი
1916 ჰანს ბერმიულერი
1915 ფრიტც მაიერი
1915 ჰანს ტრუში
1914 — 1915 ფრედ დანი
1913 — 1914 კურტ ლანდაუერი
1907 — 1913 ანჯელო კნორი
1906 — 1907 კურტ მიულერი
1903 — 1906 უილემ ჰესელინკი
1900 — 1903 ფრანც ჯონი

ბაიერნის მწვრთნელები[რედაქტირება]

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
26.06.13 — *** ესპანეთის დროშა პეპ გუარდიოლა 1 1 ევროპის სუპერთასი
01.07.11 — 25.06.13 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 4 1 სუპერთასი
1 ჩემპიონატი
1 თასი
1 ჩემპიონთა ლიგა
10.04.11 — 26.06.11 ნიდერლანდის დროშა ანდრეს იონკერი
01.07.09 — 10.04.11 ნიდერლანდის დროშა ლუის ვან გაალი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
27.04.09 — 31.05.09 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი
01.07.08 — 27.04.09 გერმანიის დროშა იურგენ კლინსმანი
01.02.07 — 30.06.08 გერმანიის დროშა ოტმარ ჰიცფელდი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
01.07.04 — 31.01.07 გერმანიის დროშა ფელიქს მაგათი 4 2 ჩემპიონატი
2 თასი
01.07.98 — 30.06.04 გერმანიის დროშა ოტმარ ჰიცფელდი 8 4 ჩემპიონატი
2 თასი
1 ჩემპიონთა ლიგა
1 საკონტინენტთაშორისო თასი
01.07.96 — 30.06.98 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
28.04.96 — 30.06.96 გერმანიის დროშა ფრანც ბეკენბაუერი 1 1 უეფა-ს თასი
01.07.95 — 27.04.96 გერმანიის დროშა ოტო რეჰაგელი
01.07.94 — 30.06.95 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი
28.12.93 — 30.06.94 გერმანიის დროშა ფრანც ბეკენბაუერი 1 1 ჩემპიონატი
11.03.92 — 27.12.93 გერმანიის დროშა ერიხ რიბეკი
09.10.91 — 10.03.92 დანიის დროშა სორენ ლერბი
01.07.87 — 08.10.91 გერმანიის დროშა იუპ ჰეინკესი 2 2 ჩემპიონატი
01.07.83 — 30.06.87 გერმანიის დროშა უდო ლატეკი 5 3 ჩემპიონატი
2 თასი
17.05.83 — 30.06.83 გერმანიის დროშა რაინჰარდტ საფტინგი
01.03.79 — 16.05.83 უნგრეთის დროშა პოლ ჩერნაი 3 2 ჩემპიონატი
1 თასი
02.12.77 — 28.02.79 უნგრეთის დროშა გილა ლორანტი
16.01.75 — 30.11.77 გერმანიის დროშა დიტმარ კრემერი 3 2 ჩემპიონთა თასი
1 საკონტინენტთაშორისო თასი
14.03.70 — 02.01.75 გერმანიის დროშა უდო ლატეკი 5 3 ჩემპიონატი
1 თასი
1 ჩემპიონთა თასი
01.07.68 — 13.03.70 იუგოსლავიის დროშა ბრანკო ზებეკი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
01.07.63 — 30.06.68 იუგოსლავიის დროშა ზლატკო ცარკოვსკი 3 2 თასი
1 ევროპის თასების თასი

ბაიერნის კაპიტნები[რედაქტირება]

ბუნდესლიგაში ასპარეზობის დაწყებიდან დღემდე.

ოლივერ კანი
პერიოდი კაპიტნი
2010 - ფილიპ ლამი
2008 - 2010 მარკ ვან ბომელი
2002 - 2008 ოლივერ კანი
1999 - 2002 შტეფან ეფენბერგი / ოლივერ კანი
1997 - 1999 ტომას ჰელმერი
1994 - 1996 ლოთარ მათეუსი
1991 - 1994 რაიმონდ აუმანი
1984 - 1991 კლაუს აუგენთალერი
1983 - 1984 კარლ-ჰაინც რუმენიგე
1980 - 1983 პაულ ბრაიტნერი
1979 - 1980 გეორგ შვარცენგეკი
1979 - 1979 გერდ მიულერი
1977 - 1979 ზეპ მაიერი
1970 - 1977 ფრანც ბეკენბაუერი
1965 - 1970 ვერნერ ოლკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Miroslav Klose wechselt zum FC Bayern. FC Bayern Munich Official Website. წაკითხვის თარიღი: 2007-06-26.
  2. Soccer Power Rankings. Sports Illustrated. წაკითხვის თარიღი: 2007-08-23.
წინამორბედი:
ბორუსია (დორტმუნდი)
უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ჩემპიონი
1967
მეორე ადგილი: რეინჯერსი
შემდეგი:
მილანი


Soccer.png  პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.