ლევან ცქიტიშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხბურთი
ლევან ცქიტიშვილი
პირადი მონაცემები
სრული სახელი ლევან ცქიტიშვილი
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1976
დაბ. ადგილი თბილისი, საბჭოთა კავშირი,

საქართველოს სსრ

სიმაღლე 186 სმ.
პოზიცია ნახევარმცველი
ეროვ. ნაკრები საქართველო 55(1)
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი უკლუბოდ
კარიერა
კლუბები 1993-1998 Football Club Dinamo Tbilisi.gif დინამო თბილისი120(32)
1998-2005ფრაიბურგი 141(9)]
2005-2006 ვოლფსბურგი15(0)
2006-2007პანიონიოსი20(2)
2007-2008 logo ლოკომოტივი თბილისი 7(1)
2009 - ვეენ ვისბადენი1(0)

ლევან ცქიტიშვილი (დ. 10 ოქტომბერი, 1976, თბილისი) — ქართველი ნახევარმცველი. თამაშობს ნახევარდაცვის ცენტრში, მისი კოზირია უზადო ტექნიკა.

სექციების სია

[რედაქტირება] საკლუბო კარიერა

საკლუბო კარიერა მან 1994 წელს დინამო თბილისში დაიწყო, სადაც 120 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა, 1998 წელს კი სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად გერმანულ ფრაიბურგში გადავიდა. ფრაიბურგში თამაშის დროს ცქიტიშვილმა 111 საბუნდესლიგო შეხვრედრა ჩაატარა. 2005 წელს ლევანს კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა დონეცკის მეტალურგთან, მაგრამ მოულოდნელად ვოლფსბურგში ჩაირიცხა. სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო შემდეგ სეზონში ბერძნულ პანიონიოსში განხორციელდა მისი ტრანსფერი. აქაც უთამაშებლობა და ცოტა ხნით უკლუბოდ ყოფნა. 2008 წელს ცქიტიშვილმა თბილისის ლოკომოტივში გააგრძელა კარიერა, თუმცა საქართველოში ნახევარი სეზონი გაატარა და 2009 წელს კვლავ უცხოეთს მიაშურა, კერძოდ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ ვეენს,მაგრამ აქედანაც წამოვიდა და დღეს უკლუბოდაა.


[რედაქტირება] სანაკრებო კარიერა

ლევან ცქიტიშვილი ეროვნულ ნაკრებში 1995 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის მანძილზე 55 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მან ნაკრებს ერთხელ უკაპიტნა კიდეც-2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიის ნაკრებთან, რომელიც ქართელებმა 2:0 წააგეს. სათამაშო პრაქტიკის არქონა ძალიან მოქმედებდა ლევანის ნაკრებში თამაშზე, თუმცა ნაკრების მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი მაინც იძახებდა. კუპერის მოსვლის შემდეგ ლევანს ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა იგი უკვე რეგულარულად თამაშობდა თბილისის ლოკომოტივში. 2009 წლის ზაფხულში კუპერმა მალტასთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა.

[რედაქტირება] კლუბური სტატისტიკა

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროთასები სხვა ტურნირები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
დინამო თბილისი 1994-98 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ფრაიბურგი 1998-99 14 0 0 0 0 0 0 0 14 0
1999-00 3 1 1 0 0 0 0 0 4 1
2000-01 20 0 2 0 0 0 0 0 22 0
2001-02 26 1 2 0 5 1 0 0 33 2
2002-03 30 2 3 1 0 0 0 0 33 3
2003-04 29 4 1 0 0 0 0 0 30 4
2004-05 20 1 3 1 0 0 0 0 23 3
ჯამში 142 9 12 0 5 0 0 0 159 13
ვოლფსბურგი 2005-06 15 0 1 0 0 0 0 0 16 0
ჯამში 15 0 1 0 0 0 0 0 16 0
პანიონიოსი 2006-07 20 2 0 0 0 0 0 0 20 2
ჯამში 20 2 0 0 0 0 0 0 !20 2
ლოკომოტივი თბილისი 2008-09 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 !0 0
ვეენ ვისბადენი 2009-10 3 0 0 0 0 0 0 0 3 0
ჯამში 3 0 0 0 0 0 0 0 0 0
უცხოური კარიერის ჯამური შედეგები 180 11 13 3 5 1 0 0 198 15

[რედაქტირება] ტიტულები

  • საქართველოს ჩემპიონი: 1994,1995,1996,1997,1998
  • საქართველოს თასი: 1995,1996,1997

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] სასარგებლო ბმულები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე